ყველა

პუბლიკა

ჩემი აზრით, უკრაინასთან მიმართებაში ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს და რამდენად აქვს მას ეს რესურსი, ცოტა ხანში გამოჩნდება.  იმედი ვიქონიოთ, რომ ეს რეაგირება შედეგს გამოიღებს. 

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები აღმოჩნდებიან, რომელთაც პროფესიული მოვალეობის შესრულება ყველაზე ცხელ წერტილში, საპოლიციო შენაერთების სიახლოვეს უწევთ. დაზარალებულთა სიმრავლისა და დაზიანებათა სიმძიმის გამო, ზოგჯერ მათ პირველადი დახმარების გამწევის როლის შესრულებაც უწევთ - განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს უკანასკნელი მათივე კოლეგაა.

ნიკოლას გელოვანი

დიდმა მწერალმა, ელზა ტრიოლემ, თავისი შემოქმედებით, ცხოვრებით, ლიტერატურული, მთარგმნელობითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობით დაგვიმტკიცა, რომ მუზის „ტიტული“ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია შემოქმედისათვის.

ნიკოლას გელოვანი

ამ სერიალს ამგვარი სახელწოდება აქვს არა იმიტომ, რომ ასახავს ავიაკატასტროფისას დაკარგულ ადამიანთა ყოფას, არამედ იმიტომ, რომ ყველანი (კუნძულზე მოხვედრამდე) იყვნენ დაკარგულნი ცხოვრებაშიც და საკუთარ თავშიც. ოდენ კუნძულზე იპოვეს ის, რაც ეწადათ; ის, რასაც ესწრაფვოდნენ და მიელტვოდნენ. იქ შეძლეს საკუთარი თავის შეცნობა. „დაკარგულები“ არის ენიგმა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, ნება-ნება უნდა ამოხსნა და შეიმეცნო.

დავით ბუხრიკიძე

ორგანიზატორებს აშკარა სოციალური სელექცია გამოუვიდათ და მხოლოდ „რადისონში“ დაბინავებულ სტუმრებს მიენიჭათ უპირატესობა. მით უმეტეს, რომ ღია საკონცერტო დარბაზი, რომელშიც საფესტივალო კონცერტები იმართება, სწორედ სასტუმროს შემადგენელი ნაწილია.

პუბლიკა

კორონავირუსით ინფიცირების ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი წუხს და საუბრობს გადატვირთული საავადმყოფოების, მუდმივად დაკავებული 112-ისა და ექიმთან კონსულტაციისთვის მომლოდინეთა უსასრულო რიგის შესახებ. „პუბლიკა“ გთავაზობთ იმ ონლაინრესურსების შესახებ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა დაგეხმაროთ Covid-19-თან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის მიღებაში.

სალომე გორგოძე

უსაფრთხოების ექსპერტების შეფასებით, თბილისში ლიფტების უსაფრთხოების სისტემა მოშლილია. ძველი ლიფტები, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა წლებია, უკვე გასული აქვთ, ყოველწლიურად მოსახლეობისთვის კიდევ უფრო სახიფათო ხდება. არსებული პრობლემის მოგვარება კი თავისი მასშტაბიდან გამომდინარე სახელმწიფოს თანამონაწილეობის გარეშე, მხოლოდ მოსახლეობის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინდივიდუალური ძალისხმევით ვერ მოხერხდება.

ეკა ელოშვილი

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ნაკრების ბერძენ დამრიგებელს წელს ჩაამთავრებინებს და ცვლილებებზე მერე დაფიქრდება, თუ აპირებენ საერთოდ. ცვლილებები კი, ნამდვილად გვჭირდება. 

გიორგი ლობჟანიძე

„საბას“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ბიძინა მაყაშვილისათვის გადაცემული სპეციალური პრემია უაღრესად სწორი და სასიხარულო ჯილდოა, რომლითაც, ჩემი ფიქრით, მხოლოდ ეს შესანიშნავი ავტორი კი არა, საერთოდ, თავისუფლებისაკენ სწრაფვა, თავისუფლების გააზრების იდეა დაჯილდოვდა.             

ეკა ელოშვილი

შეხედეთ ამ თასს, რა ლამაზია! შეხედეთ ამ კაცს, როგორ უხდება ეს ლამაზი თასი. ზედიზედ მეორე მუნდიალზე ღმერთი კაცთა შორის საუკეთესოდ დასახელდა და ისტორიაში პირველია, ვინც ეს შეძლო. 

ნიკოლას გელოვანი

1968 წლის 18 დეკემბერს ინსულტით გარდაიცვალა 76 წლის პიონერი ბრიტანელი არქეოლოგი, რომლის უდიდესი წვლილისა და დამსახურების დავიწყებაც ყოვლად შეუძლებელია.

დავით ბუხრიკიძე

ეს დემნა გვასალიას ჩვეული, დამაბნეველი და მოხდენილი ტექსტია, რითაც ის კრისტოფერ ბალენსიაგას სალონში, 1968 წლის შემდეგ მოწყობილ პირველ Haute Couture ჩვენებას ეხმიანება. რამდენიმე დღის წინ, 7 ივლისს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენება ლეგენდარული ესპანელი დიზაინერის სალონში, აღიქმება როგორც 21-ე საუკუნის გადაძახილი მეოცე საუკუნის 60-იან წლებთან.