ყველა

როდესაც სოციალურ უთანასწორობაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ სოციუმი შედგება ქალებისა და კაცებისაგან, სადაც თანასწორობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებებით, საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის. თუმცა, როდესაც ორივე სქესი თანაბარ დროს უთმობს ანაზღაურებად შრომას, რამდენად სამართლიანია ის, რომ სახლში დაბრუნებისას აუნაზღაურებელი შრომის უდიდეს ნაწილს ქალები ასრულებენ? ეს ეხება ბავშვ(ებ)ზე ზრუნვასაც.

პუბლიკა

COVID-19-ის შედეგად გამოცხადებული პანდემიის დროს, პირველი, რაც გააკეთდა, ვიზიტების გაუქმება იყო. მოხუცებულებისთვის ვირუსის გადადების მაღალმა რისკმა ხელმძღვანელობა აიძულა, სხვა გზებზე ეფიქრა. ამიტომ, მოხალისეობრივმა აქტივობამ ონლაინრეჟიმში გადაინაცვლა.

რეკლამა

ტერაგიდებს შორის მწერალი გიორგი კეკელიძე, ბროლის ბუს მფლობელი და მწერალი დათო გორგილაძე, წამყვანი და მოგზაური ნუცა გამცემლიძე და იაპონელი ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა იქნებიან.

ქრისტინე მუჯირი

მეორე დღეა ბათუმში გადაუღებლად წვიმს. სანაპირო ცარიელია, ზღვაზე შტორმია. მხოლოდ აქა-იქ მოჩანს - რამდენიმე ადამიანი შტორმის სანახავად გასულა. ცარიელია ბულვარი, დაკეტილია სანაპიროსთან მდებარე კაფეები, მაღაზიები. ირგვლივ მხოლოდ წვიმისა და შტორმის ხმაურია. პორტის ტერიტორიაზე შეიმჩნევა ხალხმრავლობა. პორტის სანაპიროებზე, ტრადიციულად, მეთევზეები თევზაობენ.

სწორედ „ჯდჯ პალასი“ აშენებდა სასტუმროს მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე. მშენებლობის დროს 2018 წელს კლდის ნაწილი ჩამოიშალა. ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 2018 წელს კომპანია 30 000 ლარით დაჯარიმდა და დამკვეთს ახალი გეოლოგიური კვლევის ჩატარება, კონსტრუქციული ნახაზებისა და შეფასების მომზადება დაევალა. გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიუხედავად სამშენებლო პროცესი გაგრძელდა.

პუბლიკა

როდესაც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვგულისხმობთ შეზღუდვებს კონტრაცეფციაზე, დედათა ჯანმრთელობის სერვისებზე (ორსულობა, მშობიარობა), მენსტრუალური ჰიგიენის პროდუქტებზე, აბორტზე, აივ/შიდსის და სექსუალური გზით გადამდები ინფექციების სამკურნალო და დიაგნოსტიკურ, ასევე სხვა არაერთი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისზე.

საქართველოში კურორტებზე ღვინოს ყოველთვის განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ. თუმცა, ცხადია, ამ მხრივ ზაფხულის კურორტები უნდა გამოვარჩიოთ, რადგან კარგად იცით, რომ ზამთრის კურორტებზე უმეტესად არაყს და ზოგადად მაგარ სასმელებს ენიჭება უპირატესობა.

ქრისტინე მუჯირი

ვის ეკისრება მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლზე ხარვეზებით ჩატარებულ სამუშაოებზე პასუხისმგებლობა? რა მასშტაბის დეფექტები გამოვლინდა, ჰქონდა თუ არა რაიმე ბერკეტი სააგენტოს, პროექტირების ეტაპზევე დაეზღვია მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იმ ხარვეზებისგან, რაც გამოვლინდა? 

სალომე გორგოძე

თითქმის სამი წელია, ჰამიდ სადიკოვის ძველი წიგნებით სავსე, პატარა მაღაზია რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარეობს. პანდემიის გამო ჰამიდს რამდენიმე თვის განმავლობაში მაღაზიის დაკეტვა და საქმიანობის შეჩერება მოუხდა, ისევე როგორც მის ნაცნობ ბევრ სხვა ბუკინისტს, რომლებიც ძირითადად მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე ძველი წიგნებით ვაჭრობდნენ.

გამოდის, რომ გამოძიებას არასწორ ინფორმაციას აწვდიან - ან ნიკა ჟვანია, რომელიც ამბობს, რომ ლ.შ. მათთან ერთად „მერსედესით“ წავიდა თბილისში; ან ნ.ქ., რომელიც ამბობს, რომ ლ.შ. მასთან ერთად დარჩა მცხეთაში და შემდეგ ავტოსტოპით დაბრუნდა თბილისში.

სოფო აფციაური

ჭაჭუნის აღკვეთილში ფოტოხაფანგმა ფოცხვერი წელს პირველად დააფიქსირა; მალევე, მას შემდეგ, რაც აღკვეთილის ტერიტორიასა და მის ბუფერულ ზონებში საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - „საბუკომ“ მდინარე ივრის ჭალების ტყის აღდგენის პროექტი დაიწყო.  პროექტი სხვადასხვა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხს შეისწავლის, მაგრამ ყველა მათგანი ერთ მიზანს ემსახურება - დაიცვას აღკვეთილის ტერიტორია გადაძოვებისა და მიწის დეგრადაციისგან;

თათია ხალიანი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, აზერბაიჯანულ მხარეს – თოვუზის რაიონსა და სომხურ მხარეს – ტავუშის რაიონში დაიწყო. სწორედ ტავუშის რაიონის ქალაქ ბერდიში იყო ოჯახთან ერთად თამთა თათარაშვილი, როდესაც კონფლიქტი დაიწყო. თამთა გენდერის მკვლევარია და ოჯახთან ერთად სომხეთში 2019 წლიდან ცხოვრობს. მან ქალაქი გუშინ დატოვა და ამჟამად ერევანშია.