ყველა

თათია ხალიანი

ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის სასამართლო განხილვები დასრულდა. პროცესი თითქმის ორი წელია გრძელდება. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

სალომე გორგოძე

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში პირველი ეტაპი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას გულისხმობდა, „წარმატებით დასრულდა“. ახლა კი იმისათვის, რომ განახლებული ტრანსპორტით მოსახლეობამ სწრაფად და შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება, საგზაო ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი. ამ მიზნით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, მართალია, ქალაქში გადაადგილებას ართულებს და „დისკომფორტს იწვევს“, მაგრამ, როგორც თბილისის მერი ამბობს, „აღნიშნული სამუშაოების ჩატარების გარეშე, შეუძლებელია ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება“.

ლიკა ზაკაშვილი

თსუ-ის რექტორის თანამდებობა ვაკანტურია, არჩეულმა რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ საზოგადოებას გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ 7 ოქტომბერს მოულოდნელად აცნობა. შვიდ ოქტომბერსვე გავრცელდა ინფორმაცია მედიაში გიორგი შარვაშიძის შესაძლო შემცვლელის შესახებ.

პუბლიკა

საქართველოს სხვადასხვა დროს ბევრი უცხოელი, მათ შორის, ნობელიანტი მწერალი სტუმრობდა. ზოგიერთმა მათგანმა ნაწარმოებებიც მიუძღვნა ამ მოგზაურობას. ზოგიერთი კი მეორედაც დაბრუნდა საქართველოში. „პუბლიკა“ გთავაზობთ ინფორმაციას უცხოელი მწერლების საქართველოში მოგზაურობისა და მათი შთაბეჭდილებების შესახებ.

დავით ბუხრიკიძე

„წყვეტილი ფიგურები“ 2018 წლიდან წარმატებით მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე: ფრანკფურტში, მონრეალში, ტოკიოში, სან-ფრანცისკოში, ბარსელონაში. ასე რომ, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც ომის ქარცეცხლში შობილი „სიკვდილის როკვიდან“ დაიწყო, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი და ამავე დროს პოეზიით შთაგონებული იაპონური პერფორმანსით დასრულდა.

ნათია ამირანაშვილი

თქვენი შვილიც ჭირვეულობს დილით სკოლაში წასვლის წინ? გთხოვთ, რომ სახლში დატოვოთ? ცუდად ყოფნას იმიზეზებს? ტირის და უხასიათოდაა? - ამის მიზეზი შეიძლება ბევრად უფრო სიღრმისეული იყოს, ვიდრე მხოლოდ გაკვეთილებისგან თავის არიდება. მტკიცებულების მიხედვით, სკოლის გაცდენა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისა და კანონთან შესაძლო კონფლიქტის წინასწარმეტყველი ფაქტორია.

ეკა ელოშვილი

დასრულდა. უზბეკეთის დედაქალაქში ტატამი აშალეს და ახლა ყველა სტატისტიკას უკირკიტებს. სამწუხაროდ, 2017 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო ხუთეულს მიღმა დარჩა.

დავით ბუხრიკიძე

საერთოდ, ანიმაციური თუ მექანიკური თოჯინების შემოყვანას სცენაზე და შემდეგ მათი გაცოცხლებას, ბევრ კლასიკურ წარმოდგენაში, ოპერაში თუ ბალეტში ვხვდებით. მაგალითად, შეგვიძლია გავიხენოთ ბალეტები „კოპელია“, „პეტრუშკა“ და ოფენბახის ოპერა „ჰოფმანის ზღაპრები“. ნებისმიერ შემთხვევაში, თოჯინების გაადამიანურება სცენაზე მაინც უცნაური,ზოგჯერ შემაშფოთებელი და ზოგჯერ სიურრეალისტურია.

ქრისტინე მუჯირი

რესპონდენტებმა ბარათების გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესაძლო მიზეზებზე საუბრისას გაიხსენეს ICOM-ის ბოლო ყრილობა, რომელსაც ხელოვნების სასახლის თავმჯდომარეც ესწრებოდა. მათი თქმით, კალანდიამ ყრილობაზე მთელი რიგი პრეტენზიები წამოაყენა, რის გამოც ყრილობა ხმაურისა და კამათის ფონზე წარიმართა.

პუბლიკა

„უმნიშვნელოვანესი იქნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ამ დამაბინძურებლების ზემოქმედების შემცირების გზების შეფასება, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ძუძუთი კვების უპირატესობა გაცილებით მეტია, ვიდრე მავნე მიკროპლასტმასების არსებობით გამოწვეული უარყოფითი მხარეები. ასეთმა კვლევებმა არ უნდა შეამციროს ბავშვების ძუძუთი კვება, არამედ უნდა გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება. სწორედ ამ საზოგადოების ზეწოლის შედეგად პოლიტიკოსებმა დაბინძურების შემცირებისკენ მიმართული კანონები უნდა მიიღონ“

დავით ბუხრიკიძე

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ყველაზე  მძაფრი და ანტიმილიტარისტული გზავნილი უკრაინული დასის, „დახ დოთერსისა“ და ნორმანდიის ნაციონალური თეატრის კოპროდუქციას - „სიკვდილის როკვას“ უკავშირდება.

ფასიანი განთავსება

15 ოქტომბერს მსოფლიო სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სოფლად მცხოვრებ ქალებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ადგილობრივი თემის განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოებასა და სიღარიბის დაძლევაში. ისინი ყოველდღიურად უამრავ გამოწვევას უმკლავდებიან.