ყველა

პუბლიკა

ქართულ საზოგადოებაში უკრაინელი ლტოლვილებისადმი არსებული კეთილგანწყობის შესაცვლელად „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი მარტინენკომ, საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების წინააღმდეგ კიდევ ერთი შეთქმულების ბრალდება წამოაყენა. მისი თქმით, საქართველოში „გეი ფესტივალის“ მოწყობას სწორედ ის ადამიანები აპირებენ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას ლობირებდნენ. მარტინენკომ განაცხადა, რომ ამ ადამიანებს უკრაინიდან საქართველოში გეები ჩამოჰყავთ, რათა საქართველოში გეი აღლუმი ჩაატარონ.

დავით ბუხრიკიძე

ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს და პანდემიური სიცარიელე ახალი და მისაღები იდეებით შეავსოს.

დავით ბუხრიკიძე

სალომე ჯაშის დოკუმენტური და მრავალგანზომილებიანი თხრობის სტილი ითავსებს როგორც ძირითადი, ანუ პირველი პლანის, ისე მეორადი, „პერიფერიული ხატების“  მშვიდ, მაგრამ აუცილებელ ერთობლიობას.

პუბლიკა

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი მის განთავისუფლებას მომავალი კვირისთვის ელის. ექიმის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ მისთვის ვაჟას საპატიმროდან დახსნის „დედლაინი“ მომალი კვირის ოთხშაბათია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კონკრეტულ მოთხოვნებს დააყენებს. „ვაჟას ამბავი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ იცის და გადავალთ კონკრეტულ ნაბიჯებზე ამ აღშფოთება-შეშფოთებიდან.

თუკი პაციენტს კორონავირუსზე გაუჩნდებოდა ეჭვი, მას კლინიკაში ათავსებდნენ. პირველ რიგში პაციენტს სიცხეს უზომავდნენ. შემდეგ სამედიცინო ისტორიას იკვლევდნენ, შემდგომ კი – პაციენტის მოგზაურობის ისტორიას და რამდენ პირთან ჰქონდა კონტაქტი კლინიკაში მოთავსებამდე.

პუბლიკა

შშმ ქალები ერთდროულად მინიმუმ ორ ჯგუფს განეკუთვნებიან: ქალებსა და შშმ პირებს. ამიტომ შეიძლება, გვევარაუდა, რომ მათი უფლებების დაცვაზე მუშაობს როგორც ქალთა, ასევე შშმ პირთა მოძრაობა. თუმცა რეალობა სულ საპირისპიროა. დღესაც აქტუალურია 2011 წლის მაია ბიბილეიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევაში არსებული ერთი შშმ ქალის ციტატა: „შშმ პირებისთვის ქალები ვართ, ქალებისთვის- ინვალიდები“.

შოთა იათაშვილი

ბოლოს კი ამას ვიტყვი: როგორც ჩანს, ტყუილუბრალოდ არ იღვრებოდა ამდენი ცრემლი  იმ დღეს “ლუჟნიკებზე”, ლამაზი სცენები ხომ მარტო ლამაზი არაა. ისინი ხომ ხშირად ისევეა სავსე ცოდვით, როგორც საყვარელი ოლიმპიური დათუნიები - ჰელიუმით.

ქრისტინე მუჯირი

როგორც გადაცემის წამყვანი მიიჩნევს, ნიშანდობლივია, რომ ახალი სეზონი, წინასაარჩევნოდ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე სოციალური გადაცემების გარეშე დაიწყო. პანდემიის პირობებში, მაშინ, როცა აჭარაში კრიტიკული სიტუაციაა, ვირუსის გამო ასევე გაჩერებულია სამედიცინო გადაცემა „იმპულსი“, რომელიც აქამდე უპრობლემოდ გადიოდა ეთერში.

დავით ბუხრიკიძე

ვიზუალური ხელოვნების ენით და მზერით დანახული ისტორია 27 აპრილიდან 22 მაისამდე გარკვეულად, განფენილი და წარმოდგენილი იქნება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. გამოფენა სახელწოდებით “XX და XXI საუკუნეების ქართული ხელოვნება კერძო კოლექციებიდან“, თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთგვარ სუბიექტურ და კურატორულ ვერსიას წარმოგვიდგენს. 

პუბლიკა

შშმ ქალთა პოლიტიკური ჩართულობა დავგუგლე ქართულად და ისევ ერთ-ერთ საერთაშორისო ღონისძიებაზე ჩემი გამოსვლის შესახებ ნიუსი ამომიგდო. საქართველოში შშმ ქალთა პოლიტიკური ჩართულობის შესახებ ინფორმაცია არ გვააქვს. არადა იგივე მეზობელ სომხეთს ჰყავდა სოციალური დაცვის მინისტრად შშმ ქალი.

პუბლიკა

ბიძინა არჩევნების საღამოს შეხვდება ჰაერში - ტყუილად კი არ აქებდა ზურა ადეიშვილს 2012-ის 2 ოქტომბერს დილიდან, რომ გაიგო, გაფრინდაო. ყველაზე ჭკვიანი კაცია იმ ხელისუფლებიდანო.

დავით ბუხრიკიძე

მიღმა დარჩენილ ასიათასობით მოქალაქეს არვინ ჰკითხა, სურთ თუ არა ქვეყნის „ტურისტული პოპულარიცაცია“ 70 მილიონ ლარად, როცა ამ თანხით უამრავი სასიცოცხლოდ აუცილებელი სოციალური, ჯანდაცვის, ან ეკოლოგიური პროექტის განხორციელება შეიძლებოდა.