ყველა

ქრისტინე მუჯირი

პარასკევს, 11 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მცხეთაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა კერესელიძე წარადგინა. კერესელიძის წარდგენისას გახარიამ ისაუბრა მორატორიუმზე, რომელიც მცხეთაში 2015 წლის აგვისტოდანაა დაწესებული. აღნიშნული მორატორიუმით მცხეთაში, რომელიც UNESCO-ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია, შეზღუდულია ახალი მშენებლობები.

გიორგი უხურგუნაშვილი

„ყველაფერი, რაც ომის შესახებ ვიცით, „მამაკაცის ხმით“ მოვისმინეთ. ომის შესახებ „მამაკაცური“ წარმოდგენებისა და „მამაკაცური“ შეგრძნებების ტყვეობაში ვიმყოფებით. „მამაკაცური“ სიტყვებისაც. ქალები კი დუმან“ - ესაა ნაწყვეტი წიგნიდან  „ომს არ აქვს ქალის სახე“, რომლის ავტორია ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ბელარუსი დისიდენტი მწერალი და ჟურნალისტი სვეტლანა ალექსიევიჩი.

პუბლიკა

ტერმინში - „კლანი“ - მოვიაზრებთ სასამართლო სისტემაში „მოღვაწე“ ურთიერთდაკავშირებულ პირთა ვიწრო ჯგუფს, რომელიც ფლობს ფორმალურ თუ არაფორმალურ ბერკეტებს საიმისოდ, რომ ზეგავლენა მოახდინოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.

ლიკა ზაკაშვილი

როგორ იმუნიტეტს ტოვებს? განიცდის თუ არა მუტაციას? როგორია სიკვდილიანობის მაჩვენებელი და რა ეტაპზეა ეტიოტროპული მედიკამენტისა და ვაქცინის შემუშავების პროცესი? - ამ და სხვა საკითხებზე „პუბლიკა“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტს კაკი ზოიძეს ესაუბრა.

პუბლიკა

ვირჯინია ვულფის კლასიკად ქცეული ფემინისტური ტექსტი „საკუთარი ოთახი“ დიდი ბრიტანეთის ისტორიაში მწერალი ქალების ადგილს, ზოგადად მწერლობის პროცესსა და მასზე ყოფითი, მატერიალური, ეკონომიკური გამოცდილებების ზეგავლენებს აანალიზებს.

დავით ბუხრიკიძე

ხატია ბუნიათიშვილის ყოველი გამოჩენა საკონცერტო სცენაზე ყოველთვის  მოვლენაა. მისი შარმი, მუსიკალურობა, ტექნიკა და პუბლიკასთან ურთიერთობის გასაკუთრებულობა თუ უშუალობა, ლამის წინასწარვე განსაზღვრავს თაყვნისმცემელთა აღფრთოვანებულ დამოკიდებულებას.

სალომე გორგოძე

გასულ კვირას ცნობილი გახდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 5 ფინალისტის ვინაობა. „პუბლიკა“ ფინალისტებს მათი პედაგოგიური პრაქტიკის შესახებ ესაუბრა; გამოჰიკთხა, რა შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე აყენებს მათ ქვეყნის საუკეთესო ხუთ მასწავლებელს შორის ყოფნა.

ნიკოლას გელოვანი

არასოდეს წარიხოცება მისი სახელი, არ ჩაქრება მისი დიდება, არ განქარდება მარადიული შემოქმედება, რამეთუ დაუვიწყარია ამ ვირტუოზის ღვაწლი.

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აზრი თანაბრად გაიყო, ოთხი მოსამართლე ეწინააღმდეგებოდა სარჩელის დაკმაყოფილებას, ხოლო ოთხმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი წარმოადგინა.

სალომე გორგოძე

საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა „მსოფლიო განათლების კვირეულის“ მონაწილე გახდა. ის ერთ-ერთი იქნება მსოფლიოს 100 სკოლას შორის, რომლებიც 5-9 ოქტომბერს გამართულ ონლაინკონფერენციაზე საკუთარ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას საერთაშორისო აუდიტორიას გაუზიარებენ.

ალექსანდრე ქეშელაშვილი

ბელარუსში 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს საპროტესტო აქციები მოჰყვა. არჩევნების დღის ღამითვე, ქუჩაში გამოსული მოქალაქეები პოლიციამ ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. თუმცა, ამის მიუხედავად მას შემდეგ ბელარუსში აქციები არ შეწყვეტილა. პოზიციებს არ თმობს პრეზიდენტი ლუკაშენკო, დანებებას არ აპირებენ ოპოზიციის ლიდერებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ბელარუსის თავისუფლებისთვის ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ.

მირიან გამრეკელაშვილი

ცალკე აღნიშვნის ღირსია, ქალებისა და განსაკუთრებით მათი სექსუალობის მაქსიმალური რეპრესირების (საინტერესოა, რომ სახელი ხჰაავა იგივე ევა חַוָּה- ებრაულად სიცოცხლეს, მაცოცხლებელს ნიშნავს), ხაზი ეკლესიის მხრიდან, რომელიც ათასგვარ ქალთმოძულე ქადაგებასა თუ პერფორმანსში გამოიხატება ხოლმე.