ბლოგი
მოსახლეობა, (1) რომელსაც სახელწიფომ ვერ მიაწოდა სწორი ინფორმაცია ვირუსის არსებობის შესახებ და ვერ დააჯერა, რომ ეს საფრთხე კოლექტიური და ამავე დროს უნივერსალურია, (2) რომელიც სახელწმიფომ საკუთარი ბედის ანაბარად დატოვა, (3) რომლის ტრადიციებსაც არ იცნობს სახელმწიფო, და (4) რომელსაც კარგად ახსოვდა მათი გარიყვის და ქვეყნიდან დევნის ისტორია, აღმოჩნდა სოფელ დელლერის ამბებში დამნაშავე.
პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით შესამჩნევია არა მხოლოდ ის, რაც წარსულის შრომას გვახსენებს. არამედ მიმდინარე შრომა, რომელზეც ახლა ჩვენ ვდგავართ, რომელიც ახლა, ამ წუთას სრულდება და რომლის გარეშეც ცხოვრება უფრო გაუვალი გახდებოდა:
ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი დღეიდან, 27 აპრილიდან დაიწყება და სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე სრულად დაიშვება ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
ჩვენ ბევრი გვსმენია იმაზე, თუ როგორ იდევნებოდნენ ქრისტიანები. კი, რა თქმა უნდა, იდევნებოდნენ, მაგრამ ქრისტიანებს ერთმანეთზე დიდი მტერი არ ჰყოლიათ, არასდროს. ამაში დასარწმუნებლად მარტო ბართლომეს ღამეს გახსენებაც კი საკმარისია.
და ბატონებო და ქალბატონებო, ლაზიერი - ძლევამოსილი, ათ პაიკად შეფასებული (ერთ მოჭადრაკეს სულ 8 პაიკი ჰყავს). შორსმსროლელიც და მძიმედ შეჯავშნილიც, ეტლის და კუს მრისხანე ჰიბრიდი, საჭიროების ან, უბრალოდ სურვილის შემთხვევაში პაიკების თუ სხვა ფიგურების უყოყმანოდ გამწირავი.
შექმნილმა ვითარებამ ლაკმუსივით გამოავლინა საბჭოთა დროიდან გამოყოლილი პრობლემები. მაგალითად, გამოვლინდა, რომ ეკლესია კანონგარეშეა. საბჭოთა დროს კანონიერი ქურდების ინსტიტუტი იყო კანონგარეშე და ვიცით, რაც არის ეს - სახელმწიფოში კანონგარეშე ინსტიტუტის მოქმედება. ავთვისებიანი პროცესია.
სამართლიანობა და თანასწორობა არის ადამიანის მორალური მოთხოვნილება, რის დაკმაყოფილებასაც იგი სხვადახვა გზებით ცდილობს. დემოკრატიულ ქვეყნებში ყველა მოქალაქის თანასწორობა სამართლებრივი ნორმა და კანონია.
სულ ახლახანს საწყალი მღვდელი დაავადდა და მგონი, მასთან ერთად სტიქაროსანიც. დღეს რაღაც ვიდეო ვნახე, პატარა ბავშვი დგას და ამბობს, რაც საპატრიარქოს კურთხევა იქნება, მაგას ვიზამთო. მერე შუა ხნის მამაკაცი გამოვიდა - თუ წირვა შეწყდება, სულიწმინდა დაგვტოვებს და ცეცხლის წვიმა წამოვა ციდანო.
ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც სათქმელს არ სჭირდება განსაკუთრებული შესავალი, სიუჟეტის განვითარება, კვანძის შეკვრა, გახსნა, ფინალი... ზედმეტია მიკიბვ-მოკიბვა, შელამაზება, ბრძნულ გამონათქვამთა ციტირება, მოხდენილი იდიომებით ჟონგლიორობა.
მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაბნეულია, გრძნობს დაუცველობას და ხვალინდელი დღის შიშს, არსებობს ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც ამ ვითარებაში ახალ შესაძლებლობებს ხედავს.
ზოგი მკითხველისთვის ალბათ მოსაბეზრებელი იქნება ტექსტში თითქოს ხელოვნურად მიმობნეული იდეოლოგიური ტირადები და შეგნებულად გამომწვევი ულტრამემარცხენე რადიკალიზმი, რომელიც პერსონაჟების უმანკო, ახალგაზრდული იდეალიზმის ნაცვლად, ავტორის პოზიციად და არც თუ ისე უნებლიე პროზელიტიზმად აღიქმება.
თუკი გსურთ, ასეთი ადამიანის განსაკუთრებულად გროტესკული სახე იხილოთ, აუცილებლად უყურეთ „სპარის“ მმართველი დირექტორის ინტერვიუს „TV პირველის“ ეთერში. ამ ინტერვიუმ გამაცოფა.