მედიის ადვოკატირების კოალიცია კრიტიკულად აფასებს „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ინიციირებულ მორიგ ცვლილებებს, რომელიც კომუნიკაციების კომისიას საბანკო ინფორმაციის მიღებაზე გაფართოებულ უფლებამოსილებებს ანიჭებს.
წარმოდგენილი ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა, მიმართოს სასამართლოს და ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი ინფორმაციას თავად არ მიაწვდის.
მედიაკოალიციის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებები კიდევ ერთი ნაბიჯია ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობისკენ, სადაც მედიის დამოუკიდებლობა და გამოხატვის თავისუფლება სისტემურად ირღვევა.
„დამოუკიდებელ მედიას უნდა შეეძლოს პროფესიული მოვალეობის შესრულება, ინფორმაციის მოძიება თუ გავრცელება, ასევე კრიტიკული კითხვების დასმა და მათზე პასუხების მოთხოვნა“. – აცხადებს მედიაკოალიცია.