რუსეთ-უკრაინის ომი | განახლებადი

პუბლიკა

დღეს, 24 თებერვალს,  დილით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც.

გთავაზობთ მიმდინარე მოვლენებს განახლებად რეჟიმში. განახლებები დარეფრეშების შემდეგ გამოჩნდება.


09:38 უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან, თუმცა უკრაინული ძალები მას ივანკოვის დასახლებასთან წინააღმდეგობას უწევენ.

მათივე ცნობით, უკრაინულმა ძალებმა რუსული კოლონის შესაჩერებლად ხიდი ააფეთქეს.

ვრცლად:

09:34 უკრაინის გენერალური შტაბის ბოლო ოპერატიული ინფორმაციით (ადგილობრივი დროით 06:00), რუსეთმა საჰაერო იერიში მიიტანა ქალაქ კროპივნიცკის მახლობლად განთავსებულ ნაწილებზე.

რუსული ვერტმფრენების აქტივობა შეინიშნება ვილკოვისა და ტირასპოლის თავზე.

ვრცლად:

09:15 უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს, რომ კიევზე რუსეთის სარაკეტო შეტევა მიმდინარეობს.

„საშინელი რუსული სარაკეტო დარტყმა კიევზე. ბოლოს მსგავსი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც მას თავს დაესხა ნაცისტური გერმანია. უკრაინამ დაამარცხა ეს ბოროტება და დაამარცხებს ამასაც. შეაჩერეთ პუტინი. რუსეთის იზოლირება. გაანადგურეთ ყველა კავშირი. გამოაგდეთ რუსეთი ყველაფრიდან“, – წერს კულება.

ვრცლად:

03:14 უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შედეგად 137 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 316 დაშავდა.

ვრცლად:

02:27 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არმიის გარკვეული ნაწილი კიევის დასაცავადაა გადაყვანილი.

01:51 „ჩვენი ხალხი კვდება თავისუფლებისთვის, უკრაინისთვის და ევროპისთვის. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდით და ვითხოვდით NATO-ში გაწევრებას, მაგრამ ჩვენ პასუხი ვერ მივიღეთ. ახლა ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები, ევროპული პერსპექტივა და სწრაფი, კონკრეტული ქმედებები“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი

ვრცლად:

00:40 უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით უკრაინის არმიამ გოსტომელის აეროპორტზე კონტროლი აღადგინა და უკან დაიბრუნა

23:50 უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 57 უკრაინელი დაიღუპა, 169 კი დაშავდა – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

ვრცლად

23:42 აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის SWIFT-დან გათიშვას ევროპის ქვეყნები არ ეთანხმებიან. მისი თქმით, ამ სანქციის გამოყენება ყოველთვის იქნება შესაძლებელი, მაგრამ ახლა ევროპაში სხვა მიმართულებას ირჩევენ.

ვრცლად

23:12 აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაწყებული აგრესიის გამო, აშშ მოკავშირეებთან ერთად რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს. „პუტინი აგრესორია, მან აირჩია ეს ომი. ახლა ის და მისი ქვეყანა ამის შედეგებს მოიმკის“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ვრცლად

22:32 „რუსები ახლა უკრაინის საავადმყოფოებს ბომბავენ. ეს ბოროტების მიღმაა. ერთადერთი მორალური არჩევანი, რომელიც ახლა ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას შეუძლია გააკეთოს, არის უკრაინის ყველანაირი მხარდაჭერა“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს.

22:03 დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთის ფინანსური ბაზრიდან ჩახსნიან რუსულ ბანკებს და გაყინავენ მათ ანგარიშებს, სანქციები დაუწესდება კიდევ 100 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ავიაკომპანია „აეროფლოტს“ აეკრძალება დიდი ბრიტანეთის აეროდრომების გამოყენება და სხვ.

ვრცლად

21:33 „რუსეთის ეკონომიკურმა პარტნიორებმა რუსეთი საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, SWIFT-იდან არ უნდა გააძევონ“ – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მსხვილ ბიზნესთან შეხვედრაზე განაცხადა.

ვრცლად

21:26 მოსკოვსა და პეტერბურგში პოლიცია უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტის მოთხოვნით გამოსულ მოქალაქეებს აკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო ავრცელებს.

„არა ომს“, „სირცხვილი“ – ასე სკანდირებენ მოსკოვში შეკრებილი მოქალაქეები. BBC-ის ცნობით, მოსკოვში დაახლოებით 200 ადამიანია შეკრებილი.

ვრცლად

21:25 უკრაინული მედია პრეზიდენტის მრჩეველზე, მიხაილ პოდოლიაკზე დაყრდნობით წერს, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსულმა არმიამ დაიკავა.

ვრცლად

20:19 უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთისთვის დამეტებით სანქციების პაკეტს ამზადებს.

„რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისგან დამატებითი მძიმე სანქციების პაკეტი ახლოვდება. ყველა დეტალი განვიხილე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად. ჩვენ ვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-დან, უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვას [რუსეთისთვის] და სხვა ეფექტურ ნაბიჯებს, რათა შევაჩეროთ აგრესორი” – წერს ტვიტერზე პრეზიდენტი ზელენსკი.

ვრცლად

20:12 მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს თქმით, ქვეყანაში უკვე მიიღეს 4 000 უკრაინელი მოქალაქე. დროებითი განთავსების ცენტრები ორ ადგილას გაკეთდა.
„ჩვენი საზღვრები ღიაა უკრაინელებისთვის, რომელთაც სურთ უსაფრთხო ტრანზიტი ან ჩვენს ქვეყანაში დარჩენა“, – წერს მაია სანდუ.

19:23 უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ ჩერნობლის ატომური ელექტროსადგური დაიკავონ.

ვრცლად

19:15 Reuters-ის ინფორმაციით, პოლონეთი სამედიცინო მატარებელს ამზადებს, რომ რუსული აგრესიის შედეგად დაჭრილ და დაშავებულ უკრაინელებს პოლონეთში უმკურნალონ.

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის ადამ ნიეძილსკის თქმით, ისინი ემზადებიან უკრაინელი მიგრანტების მისაღებად, მათ შორის მათი, ვინც რუსული აგრესიის შედეგად დაშავდება. მისი თქმით, პოლონეთში ამისთვის 120 საავადმყოფოს ამზადებენ.

ვრცლად

18:37 CNN თავის კორესპონდენტზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული არმიის დესანტმა ანტონოვის აეროპორტი აიღო, რომელიც კიევიდან დაახლოებით 40 კილომეტრშია. გოსტომელთან ახლოს ჯერ რუსულმა ავიაციამ მიიტანა მასიური იერიში, შემდეგ კი დესანტი გადასხდა.

ვრცლად

18:21 უკრაინის შეიარაღებული ძალების უფროსის ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, ბელარუსის ტერიტორიის სამი სხვადასხვა მიმართულებიდან უკრაინას 4 ბალისტიკური რაკეტა ესროლეს.

ვრცლად.

18:06 უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ბრიტანული ტანკსაწინააღმეგო NLAW ტიპის იარაღით და გაანადგურეს მტრის სამი ტანკი.

ვრცლად.

16:54 არ მჯერა, რომ ბომბებით, ტანკებითა და რაკეტებით, რუსი დიქტატორი ოდესმე დაიმორჩილებს და დათრგუნავს უკრაინელთა ეროვნულ გრძნობებს, მათ რწმენას, რომ მათი ქვეყანა უნდა იყოს თავისუფალი“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

ვრცლად

16:17 რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკების გასამართად, თუმცა მხოლოდ ერთ საკითხზე – უკრაინის ნეიტრალიტეტსა და უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღების განთავსებისგან თავშეკავებაზე.

ვრცლად.


16:08
„მიუღებლად მივიჩნევთ და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ სამხედრო ოპერაციას.

ვრცლად.

15:52 ყველამ, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სინდისი რუსეთში, დროა გამოვიდეს და გამოთქვას პროტესტი უკრაინის წინააღმდეგ ომზე”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვრცლად.

15:36 „საჭიროდ მიმაჩნია ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, გამოვხატოთ ყველამ ერთად რომ ვდგავართ მთელი ერი უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს”. – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ვრცლად.

15:26 ოდესის ოლქში, პოდოლსკის რაიონში, სამხედრო თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას.

ვრცლად.

15:09 ოკუპირებული ცხინვალის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსეთის ე. წ. შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში უნდა მოვიდნენ და ყაზარმებში გამოიძახეს.

ვრცლად.

14:59 ბელგიის მიგრაციის მინისტრის განცხადებით, უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ ბელგიას სურს, ევროკავშირმა შეაჩეროს ვიზების გაცემა რუსეთის ყველა მოქალაქეზე, მათ შორის, სტუდენტებზე, დასაქმებულებსა და ტურისტებზე – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ვრცლად.

14:51 „არა ომს!“ – მოსკოვში პუშკინის მოედანზე მილიციელებმა დააკავეს ერთკაციანი აქციის მონაწილე, რომელიც ალექსეი ნავალნის თავისუფლებასა და უკრაინაში რუსეთის ომის შეწყვეტას ითხოვდა.


14:47 ფოტო: რუსეთის ომი უკრაინაში – დღე 1

(გაფრთხილება – მასალა შეიცავს მძიმე კადრებს)

14:36 უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსული აგრესიის შედეგად ამ დროისთვის 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და დაახლოებით 10 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. კიევი ირწმუნება, რომ ლიკვიდირებული ბევრად მეტია რუსულ არმიაში.

ვრცლად.

14:30  უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევში დაბომბვას არასრულწლოვანი ბიჭი ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახური ავრცელებს.

ვრცლად.

14:28 გამოცემა Bloomberg დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკავშირში რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრება განიხილება და, შესაძლოა, განიხილონ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პერსონალური სანქცირების ზომებიც.

ვრცლად.

14:12 დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონის განცხადებით, ეს არის კატასტროფა ჩვენი კონტინენტისთვის. „დღეს დილით ერს მივმართავ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. მე ასევე ვესაუბრები G7-ის  ლიდერებს და მოვუწოდებ ნატოს ყველა ლიდერს სასწრაფო შეხვედრისკენ, რაც შეიძლება მალე”. – წერს ჯონსონი.

14:06 „უკრაინა უკვე გასცემს იარაღს და გადასცემს ყველა მსურველს ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის”, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე უკრაინის მოქალაქეებს.

ვრცლად.

14:01 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ცნობით, ამ დროისთვის განადგურებულია რუსეთის საჰაერო ძალების 6 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი. ასევე განადგურებულია 2 ტანკი და მოკლულია 50 რუსი ჯარისკაცი.

ვრცლად.

13:55 „ასეთ უსამართლობას უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა!!! სოლიდარობა უკრაინას!!!“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში რუსეთის ომს უკრაინაში.

ვრცლად.

13:50 ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ წამოწყებული აგრესიის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტაზე მიიღო გადაწყვეტილება.

ვრცლად.

13:40 ლუკაშენკას თქმით, ბელარუსი ჯარისკაცები ომში არ ჩართულან – ბელარუსული მედია.

ვრცლად.

13:18 „დიდი შვიდეულის, ნატო-სა და ევროკავშირის ფარგლებში დღეს ჩვენ კონსულტაციებს გავივლით. ეს არის საშინელი დღე უკრაინისათვის და ბნელი დღე ევროპისთვის“, – აცხადებს გერმანიის კანცლერი.

ვრცლად.

13:17 უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრის ცნობით უკრაინამ ლუგანსკის რეგიონში მდებარე ქალაქი სჩასწიე დაიბრუნა. “თავდასხმის მცდელობისას განადგურდა ტექნიკა, მოვკალით 50-მდე მტერი” – წერია ცენტრის განცხადებაში.

12:56 „ხარკოვის შემოვლით გზაზე მტრის 4 ტანკი განადგურდა” – იტყობინება უკრაინის  თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი ტვიტერზე. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია კიდევ 2 ტანკის, 5 თვითმფრინავის და 1 ვერტმფრენის განადგურებაზეც.

12:50 „მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევას და უზრუნველყონ სიტუაციის დეესკალაცია“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

ვრცლად.

12:38 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. პატრიარქი ტვიტერზე წერს, რომ საომარი მოქმედებები დროულად უნდა შეჩერდეს.

ვრცლად.

12:33 „საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინაში ომის დაწყების თაოაბაზე. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს სამხედრო მოქმედებები“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი Twitter-ზე.

ვრცლად.

12:22 დღეს დილიდან ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელიც საჰაერო თავდასხმას ასახავს:

12:19 „მშვიდობა და გამარჯვება ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს!” – წერს ტვიტერზე თბილისის მერი კახა კალაძე.

ვრცლად.

12:17 „სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა მიუღებელია. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო ზომა, რათა შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია”. – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

12:06 „უკრაინაში რუსული აგრესიით შოკირებულია ქართველი ერი”. – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე,

ვრცლად.

12:04 რუსეთის საჰაერო იერიშებს უკვე მოჰყვა პირველი მსხვერპლი, პოდილსკის დასახლებაში 6 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო მარიუპოლში – 1.

ვრცლად.

12:02 ოფიციალური კიევი თურქეთს სთხოვს, რომ დაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული სამხედრო გემებისთვის.

ვრცლად.

11:54 „მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს“ – მსოფლიო ლიდერები უკრაინაზე თავდასხმას აფასებენ.

ვრცლად.

11:38 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პირველია, ვინც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას გამოეხმაურა: „სამწუხაროდ, უკრაინაში ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები რუსეთის  შესაჩერებლად და საერთაშორისო ნორმების დასაცავად. ვდგავართ უკრაინის გვერდით ამ მძიმე დროს“ – წერს პაპუაშვილი.

ვრცლად.

11:13 უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს თქმით, არის რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლი.

11:08 ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსეი ლუკაშენკამ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა. ოფიციალური წყაროს ცნობით, შეხვედრა დამოუკიდებლობის სასახლეში ერთ საათში დაიწყება.

ვრცლად.

11:01 „უნდა შეიკრას ანტიპუტინისტური კოალიცია. დაუყოვნებლივი სანქციები, თავდაცვითი და ფინანსური დახმარება უკრაინას! საჰაერო სივრცე უნდა დაიკეტოს! მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი მშვიდობისაკენ!“ – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვრცლად.

10:54 ჯო ბაიდენი: „შევხვდები ჩემს კოლეგებს დიდი შვიდეულიდან და შემდეგ მივმართავ ამერიკელ ხალხს, რომ გამოვაცხადო შეერთებული შტატების, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების შემდგომი პასუხი რუსეთის გაუმართლებელ აგრესიაზე უკრაინის, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ”.

ვრცლად.

10:42 უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ლუჰანსკის რეგიონში 2 სოფელი დაიკავეს. ხოლო ლუცკში ტელეანძა ააფეთქეს. სამხედრო ობიექტებს უკიდია ცეცხლი ვინიციის რეგიონში

10:19 უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობის ინფორმაციით, დღეს, 24 თებერვალს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 5 რუსული თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

ვრცლად.

09:48 უკრაინის სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ პუტინმა უკრაინისადმი ომის გამოცხადების შემდეგ საჰაერო იერიშთან ერთად სახმელეთო შეტევაც წამოიწყო.

ვრცლად.