ყველა

ლიკა ზაკაშვილი

რა სჭირდება ბიოფსიქოსამედიცინო მიდგომის დანერგვას ჯანდაცვის სისტემაში - ეს მხოლოდ კონცეპტუალური საკითხია, თუ მას თან უნდა ახლდეს რესურსების ახლებური გადანაწილება როგორც ადამიანური, ისე ფინანსური. ამ საკითხზე საუბრისას უჩა ვახანია ამბობს, რომ ბიოფსიქოსოციალური მიდგომის დანერგვას სჭირდება არამხოლოდ სისტემის კონცეპტუალური გადახედვა, არამედ შესაბამისი ცვლილებების განხორციელება - რაც თავისთავად გულისხმობს სხვადასხვა პროფესიის განვითარებას და არა მხოლოდ ამას.

პუბლიკა

ეს არის ჩვენი ბოლო პოდკასტი, რომელშიც პანდემიასა და პანდემიასთან ბრძოლის საქმეში ქალების ეფექტიან მმართველობაზე ვისაუბრებთ. დღეს გვინდა, ლიდერი ქალების და მათ მიერ განხორციელებული წარმატებული გადაწყვეტილებების შესახებ მოგიყვეთ, რომელზეც პანდემიის დაწყებიდან მედია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აქტიურად ალაპარაკდა.

რეკლამა

ჭრელი ფრაგმენტები“ სხვადასხვა დროს, განსხვავებული სააზროვნო აქტივობისას ჩანიშნული ნაკვეთებისგან შედგება; განსხვავებულ საკითხებს ეხმაურება. ზოგი რაღაც ოდენობით გამოქვეყნებულია, ზოგიც ახლა მოიყრის ერთად თავს. დღეს დამკვიდრებული სიტყვახმარებით, ერთგვარი „პაზლის“ ნაწილებია, რომელთა მისადაგებით, შესაძლებელია მთლიანი სურათ-ხატის შედგენა. არც ისაა გამორიცხული, რომ იგი ვერც აიწყოს...“ – წიგნის ავტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რამაზ ჭილაიაა.

თორნიკე შარაშენიძე

ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებათა ყოველი განახლება ჩვენს ქვეყანაში სამართლიან შეშფოთებასა და შიშს იწვევს ხოლმე. ბოლოდროინდელი დაპირისპირება ალბათ რამდენიმე დღეში დასრულდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დროებითი პაუზა იქნება. ყარაბაღის პრობლემა არსად წავა და რეგიონს,  საქართველოს ჩათვლით, მასთან ერთად კიდევ დიდხანს მოუწევს ცხოვრება.

თათია ხალიანი

ბოლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმედღიანი შეტაკებები 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის პროვინციაში დაიწყო. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს იყო მსხვერპლი, მათ შორის, დაიღუპნენ აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნები. უშუალოდ მთიან ყარაბაღში კი სამხედრო დაპირისპირება ბოლოს 2016 წელს მოხდა, რასაც აპრილში 4-დღიანი ომი მოჰყვა.

გიორგი ლობჟანიძე

ალიენდეს რომანი თითქმის ყველა პასაჟში გაგახსენებთ „მარტოობის ას წელიწადს“, ზოგჯერ კი ისე იმეორებს მარკესის ამ შედევრის რიგ ეპიზოდს (მაგალითად, წითელი ჭიანჭველების შემოსევას), რომ გაოცებული რჩები, 1982 წელს, როცა ეს რომანი ესპანურად გამოიცა, რატომ არ ჰქონდა შესაბამისი რეაქცია გაბრიელ გარსია მარკესს, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ისაბელ ალიენდე პლაგიატში დაედანაშაულებინა.

ალექსანდრე ქეშელაშვილი

20 სექტემბერს თელავის რაიონულმა სასამართლომ პანკისის ხეობის მცხოვრებ შმაგი მუთოშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომის პარალელურად პანკისში მუთოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართებოდა. მუთოშვილის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ მუთოშვილის დაკავება ქავთარაშვილების ოჯახმა მოაწყო. საუბარია იმ ოჯახზე, რომლის წევრიც 2019 წელს შმაგი მუთოშვილის ძმის, ვისო მუთოშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ქრისტინე მუჯირი

„პუბლიკა“ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეკითხვით – აღიარებს თუა არ ქვეყანა ლუკაშენკოს ინაუგურაციის შემდეგ მის ლეგიტიმურობას. „პუბლიკა“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მიეღო უწყებიდან ინფორმაცია, თუმცა სამინისტრო ჩვენს კითხვებს არ გამოეხმაურა.

სალომე გორგოძე

გასულ კვირას 2020 წლის სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გრანპრის მფლობელი ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი, ლიკა გომართელი გახდა. სკოლას, რომელშიც 600 მეტი მოსწავლე სწავლობს, ლიკა გომართელი 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. ინტერვიუს მიმდინარეობისას მიმოვიხილეთ მათი სასკოლო გამოწვევები და ის გამოცდილება, რომელიც საჩხერის მე-2 საჯარო სკოლას გამორჩეულს ხდის. მან მოგვიყვა, რატომ და როდის დაუკავშირა პროფესიული საქმიანობა სკოლას;

ირა ბერიძე

მწარეა იმაზე დაკვირვებაც, თუ როგორ ხდება ამ ხელ-ფეხშეკრულ მდგომარეობაშიც კი მათი მუდმივი ინსტრუმენტალიზება. ასე ჩუმად შემოპარებული მემარცხენე იდეოლოგიური ჩარჩო ხშირად ირონიული თუ კარიკატურული ტონის პარადიგმად იქცევა. დაუკვირვებელი თვალისთვისაც მაშინვე ნათელი ხდება, ქართულ ნეოლიბერალურ პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ როგორი მოცემულობის სივრცე თავისუფლდება სოციალური საკითხებისთვის და როგორი ილეთებით ხდება ამ სივრცის ათვისება.

ნიკოლას გელოვანი

აი, ასეთი გზა განვლო ფლორენციული მონასტრიდან დიდების მწვერვალამდე ამ ვირტუოზმა, რომელიც 1588 წელს გარდაიცვალა მშობლიურ ქალაქში, მაგრამ მარადიულ სიცოცხლეს ეზიარა დანატოვარი ულევი საუნჯის წყალობით.

პუბლიკა

6 სექტემბერს კომპანია „სილქნეტის“ ტექნიკურ ქოლცენტრში დასაქმებულმა 80-ზე მეტმა თანამშრომელმა ხელმძღვანელობას ელექტრონული ფოსტით წერილი გაუგზავნა, სადაც სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 30%-ით გაზრდას მოითხოვდა. დასაქმებულები წერილში მიუთითებდნენ, რომ მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, 14 სექტემბერს, 5 საათიდან გაფიცვას გეგმავდნენ.