პოლიტიკა
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ შეთანხმებიდან გასვლაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა, რადგან პარტიამ 100 დღის განმავლობაში მას ხელი არ მოაწერა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურმა პარტიამ აპრილში ბოიკოტი შეწყვიტა და შეთანხმებას ხელი მოაწერეს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა თუ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ირაკლი კობახიძემ მაინც განაცხადა, რომ ამ შეთანხმებამ თავი ამოწურა.
„ქართული ოცნების“ წევრები წლების განმავლობაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ მიღებულ რეზოლუციებს უჭერდნენ მხარს, რომლებიც გმობდნენ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნის გადადგმულ ნაბიჯებს თუ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც ლგბტქ+ თემის უფლებების შეზღუდვასაც მოიცავდა.
ირაკლი ბებუა უკვე სამ წელზე მეტია, ოკუპირებულ სოხუმში იხდის სასჯელს. პატიმრობისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ბებუას ოჯახი ხელისუფლებას სთხოვს, ყველაფერი იღონოს ირაკლის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად. თუმცა ბებუა ჯერჯერობით ისევ სოხუმის ციხეში რჩება. როგორ მუშაობს ხელისუფლება, რისი გაკეთება შეუძლია მის გასათავისუფლებლად და რა ფორმალური თუ არაფორმალური გზები არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებულების მდგომარეობის შესამსუბუქებლად?
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში საინფორმაციო ველი სრულად გადაფარა ომის ახალმა ამბებმა და ყველაფერი ერთ სიბრტყეში მოაქცია. ბაიდენის ვიზიტმა კიევსა და ვარშავაში, შემდეგ პუტინის 22 თებერვლის გამოსვლამ ყველას დაავიწყა ბჟანია-გაგლოევის სტუმრობა ჯერ კრემლში, შემდგომ კი მინსკში. ამ შეხვედრას კი სოხუმში ამჯერად არა დადებითი, არამედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
გახსოვთ გასულ არჩევნებზე ადამიანები, რომლებიც სხვების პირადობის მოწმობებით ან პასპორტში მოთავსებული სხვისი პირადი ნომრებით აძლევდნენ ხმას? ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წესებში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომელიც ამომრჩევლების მონაცემების ფოტო/ვიდეო გადაღებას და შესაბამისად, მათ შორის, ასეთი ფაქტების გასაჯაროებას კრძალავს.
ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხს შორის გამომძიებელმა ცალსახად და არაერთხელ აღნიშნა ერთი მთავარი გარემოება, რომ - აღნიშნული საქმის ბრალდებულებსა და ე.წ. ორგანიზატორებად მოაზრებულ პირებს შორის პირდაპირი კავშირი დადგენილი არაა.
როგორ აფასებენ ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს? ფიქრობენ თუ არა ბრიუსელში, რომ თბილისში პოლიტიკური ძალები თანამშრომლობასა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას შეძლებენ? ამ საკითხებზე „პუბლიკა“ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ესაუბრა.
აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის საქმეზე დაცვის მხარეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის განაჩენის დასაბუთებული ნაწილი ჩაბარდა.
კონლი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი იყო და ორგანიზაციაშიც ევროპის, ევრაზიისა და რუსეთის საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ 13 წლის შემდეგაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მცირე დიპლომატიური პროგრესის პარალელურად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები კრემლს განგრძობითი აგრესიის დამატებით ასპარეზს უხსნის.
როგორ უყურებენ ბრიუსელში „ქართული ოცნების“ გეგმას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე? რისი გაკეთება შეუძლია ქვეყნის დასახმარებლად ამ პროცესში ევროპარლამენტს და რას შეცვლის ქვეყნისთვის ევროკომისიის მიერ ანგარიშის მომზადების გადადება, რაც თავისთავად უფრო შორეულ პერსპექტივაში გადაიტანს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც?
„რუსული კანონის“ მიღებით, რუსეთის ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორის - ჩინეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ჩაბარებითა და ირანთან დაახლოების ტენდენციით საქართველომ პირველად, მეორე ქართული რესპუბლიკის არსებობის მანძილზე, დასავლური ვექტორიდან მკვეთრად გადაუხვია.
„4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ 5 წევრსა და დაკავებულ 41 პირზე „პუბლიკამ" ინფორმაციას თავი წინა მასალაში მოუყარა, ამჟამად კი გთავაზობთ ინფორმაციას შემდგომში დაკავებულ 15 პირზე.