ყველა

დავით ბუხრიკიძე

ქალაქ ორჰუსში, რომელიც დანიის უძველესი ქალაქია, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით კი მეორეა კოპენჰაგენის შემდეგ, ყოველი წლის ოქტომბერში პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალი იმართება. დიახ, ფესტივალი და არა კონკურსი, რაც ორგანიზატორების მთავარი პრინციპია. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი დანიის სამეფო მუსიკალური საზოგადოების მხარდაჭერით იმართება. 

სალომე გორგოძე

„თვითონ სკოლების მართვა დღეს არ არის მაინცდამაინც დემოკრატიული. თავისუფლება კი მოითხოვს დემოკრატიულ მართვას, იმისათვის რომ გამჭვირვალე იყოს გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა მიიღონ სკოლებმა ავტონომიის პირობებში.“

პუბლიკა

„მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ყველასთან სხვადასხვაგვარად ვლინდებოდეს, სეზონური აფექტური აშლილობის სიმპტომები შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს – ზოგისთვის, მაგალითად, ხუთ თვემდე“

პუბლიკა

ტერმინში - „კლანი“ - მოვიაზრებთ სასამართლო სისტემაში „მოღვაწე“ ურთიერთდაკავშირებულ პირთა ვიწრო ჯგუფს, რომელიც ფლობს ფორმალურ თუ არაფორმალურ ბერკეტებს საიმისოდ, რომ ზეგავლენა მოახდინოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.

ნინო ჩიმაკაძე

ბრუკლინში, ებრაელი იმიგრანტების ოჯახში დაბადებული ბერნი სანდერსი ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან იყო ჩართული სამოქალაქო უფლებებისა და მშრომელთა ინტერესებისთვის მებრძოლ კამპანიებში.

პუბლიკა

2021 წლის მაისის დასაწყისში, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ პროფესიულ თეატრში, ნახევარწლიანი ლოდინის შემდეგ, ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისი ფესტივალი გაიხსნა, დევიზით „დატოვე შენი ნაკვალევი“, და თუ კინემატოგრაფისტების თავმოყრა არ მოხერხდა (რეალობიდან გამომდინარე), კინოთეატრ „საქართველოში“, შეიძლება ითქვას,  მსოფლიო კინომ მოიყარა თავი

პუბლიკა

„ყველა ვაკვირდებოდით სახალხო დამცველის შერჩევის პროცესთან დაკავშირებულ მოვლენებს. გასული წლიდან მოყოლებული არაერთგზის მოგვისმენია მმართველი პარტიის განცხადება, რომ ისინი „ამ შეცდომას აღარ დაუშვებენ“ და „თავისთვის მისაღებ სახალხო დამცველს აირჩევენ“ - ეს გზავნილები დიდხანს ისმოდა. გაფაციცებით ვაკვირდებოდი პროცესს, რომ მიმხვდარიყავი, პოტენციურად ვინ შეიძლება ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მქონე კანდიდატურა."

ზურა ვარდიაშვილი

მე ხომ სამი თვის განმავლობაში დღეში 5-ჯერ ვამბობ, რომ პარლამენტში არ შევდივარ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე და ამ დროს ისევ ჩემი აზელვა ალეკო ელისაშვილთან, რომელიც შევა პარლამენტში და მე არ შევალ. ეს იცის ქართულმა მედიამაც და ამას აკეთებენ შეგნებულად, არ გავაკრიტიკო? უნდა ვიყო გულწრფელი, თუ მედიას კოჭი გავუგორო. ჩვენ გულწრფელები ვართ.

ბასტი მგალობლიშვილი

„მითხრეს, ძალიან წუხდებიან არქიტექტორები, რაღაც თხოვნებს რომ უგზავნითო“, - ასე იხსენებს ელენე ცერცვაძე თავის მორიგ მცდელობას - ხმა მიეწვდინა ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი პარკის მშენებელთათვის.

ქრისტინე მუჯირი

უკვე მეექვსე დღეა, ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში ქალები შიმშილობენ, ხოლო მესამე დღეა, პირიც ამოიკერეს. ისინი ამ ფორმით შეუერთდნენ თანასოფლელების პროტესტის უკიდურეს ფორმას. 5-მა ადგილობრივმა პროტესტის ამავე ფორმას რამდენიმე კვირის წინ მიმართა.

სალომე გორგოძე

რატომ გაუჩნდა ადგილობრივ მოსახლეობას უსამართლობის განცდა? რატომ აპროტესტებენ კანიონის გასხვისებას? რა არის მათი მოთხოვნები და როგორ აპირებენ პროტესტის გაგრძელებას? –  „პუბლიკა“ ადგილობრივ ცოტნე თვარაძეს ესაუბრა,  რომელიც აქტიურადაა ჩართული როგორც საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, ასევე კომპანიისა თუ სახელმწიფოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებში.

ზუგდიდში მეტადონის პროგრამის წინააღმდეგ არსებული უკმაყოფილება რამდენიმე სისტემური პრობლემის არსებობაზე მეტყველებს. სტიგმასთან ბრძოლის საჭიროების გარდა, წლებია სათემო ორგანიზაციები პროგრამის დიზაინის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ, რასაც გავლენა ექნებოდა არსებულ გამოწვევებზეც. წლების განმავლობაში ამ საკითხების მოუგვარებლობამ კი უკმაყოფილების ისრები მხოლოდ ბენეფიციარებისკენ მიმართა და საზოგადოებაში პროგრამის მიმართ სკეპტიციზმიც გააღრმავა.