უკრაინული დღეები - 6, 7 ივნისი

ბექა ქურხული

6 ივნისი

     ჰოი, შუაღამის საშინელო გამოღვიძებავ…“ როგორც ერთი ქართველი პოეტი წერდაავტორი არ მახსოვს, ვერ მოგატყუებთ. და ამჯერად არც დაბომბვას გავუღვიძებივარ, არც განგაშის ხმებს, არამედ საშინელმა წყურვილის გრძნობამ, რომელსაც პროფესიონალი, ნამდვილი და ხელიდან წასული ლოთები ე.. „სუშნიაკსუწოდებენ. როდესაც მთელი სხეული, ყარაყორუმის უდაბნოში აჩეხილი ყივჩაყი მოთარეშის ძვლებივით გაქვს გამომშრალი და ბრმად, თითქმის თვალდახუჭული, ხელის ცეცებით და არეული ნაბიჯებით მიიწევ იმ ერთადერთი და სანუკვარი მიზნისაკენ, რომელმაც  ყოველი ცოცხალი არსება შვა ღმერთთან ერთად ამ ცოდვილ დედამიწაზე და რომელსაც ჰქვია წყალი!.. და  ეს არის ყველაზე მძლავრი ინსტიქტი, როდესაც  წყურვილს იკლავ და გრძნობ, როგორ ივსება და იჟღინთება შენი სხეული ამ მაცოცხლებელი სითხით და როგორ გიბრუნდება გონება და გონებასთან ერთად წყურვილზე არანაკლებ მწველი სირცხვილი, რომ გუშინ აეგრე მხეცივით დათვერი.

     დიახ, სწორედ ამ გაცხოველებულმა  წყურვილმა გამაღვიძა, ვიდრე აბსოლუტურ სიჩუმეს ყურს შევაჩვევდი და რამდენიმე ამაო მცდელობის შემდეგ წამოდგომას მოვახერხებდი. როგორც იქნა, აღვსდეგ დაჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს  რა  მოგახსენოთ და ქამრის შეკვრაც ვერ მოვახერხე. შარვალი ხელით  მეჭირა, რომ ახლა გაუგებარი ბუტბუტი შემომესმა

     გავიხედე და ჭყონიას მობილური აენთო, ხან ერთ დაჭყეტილ თვალზე იფარებდა ამ მობილურს,  ხან მეორეზე და გაურკვევლად ბურტყუნებდა რაღაცასვაახ, ეს სულ გადაირიამეთქი, გავიფიქრე, მივაყურადე და:  „5:2 5:2-იო ამბობდა… „5:2… 6:2… კვეკვესკირი 6:2… 5:2…“  მეთქი, აი, სად დამეჭოჭა, რაებს ამბობს ტოო  „6:2-იო კინაღამო…“  თქვა  ისევ და, როგორც იქნა, შემამჩნია. სად მიდიხარო?..“ საწყლად მკითხა  სად წავალ, კნეინა ოლგას უნდა გადავუძვრეაკოშკაშიმწყურია, წყალი მინდამეთქი…“   მეც მომიტანეო…“   ამოიკნავლა და ისევ მოჰყვა „5:2… 6:2-იც კინაღამო… 5:2…“  წავედი, შევედი ფეხაკრეფით სამზარეულოში და რამდენი წყალი დავლიე, როგორ ვსვამდი და რას ვგრძნობდი. ამაზე ცალკე ამბავი დაიწერებამერე კაი დიდი ტოლჩა გავავსე და იმ ბედკრულ ჭყონიასაც წავუღე; ბოდავს თუ როგორც არის, „ნაპარნიკია“; ერთი თვეა, ერთად ვსერავთ უკრაინის ფრონტის ხაზებს და ამოდენა საძმაკაცოდან მარტო ეს გამომყვა ომშიმივედი და ისევ თავისას აგრძელებს ჩაჰყურებს თვალებდაქაჩული მობილურს, გამწარებული ცდილობს ფოკუსის გასწორებას და „5:2 და 6:2 კინაღამო…“  და ამ ყველაფერს მიუმატა: „კვეკვესკირი პენალტი, კვეკვესკირი და კინაღამ 6:2…“  მივაწოდე წყალი დალია იმანაც ხარბად, მოითქვა სული და რაებსა  ბოდავ, ტო; რა ციფრებს ამბობ, რას ანგარიშობმეთქი?..“  აჰა, ნახე, საქართველობულგარეთი 5:2 კინაღამ 6:2-ცო…“  კვეკვესკირიოპენალტიო…“ „კაი, ბიჭო, კიდე 6:2 წავაგეთ?! ფუ, მაგათიმეთქი…“  არა, 5:2 და კვეკვესკირმა პენალტი ვერ გაიტანა შტანგას გაარტყაო…“   ეემეთქი, კიდევ კაი, ვერ დავიჭირეთ და ვერ ვუყურეთმეთქი“;  აქ კიდევ შეცდომით წერია, რომ ჩვენ მოვიგეთ 5;2 და 6:2-საც  ვიგებდით, მაგრამ, კვეკვესკირმა პენალტი გაარტყა შტანგასო…“ „კაიმეთქი ჭყონსკი მაგდენიც არ დაგვილევია, მაგის დედა ვატირე, რა 5:2 მოვუგეთ არა ისამეთქი…“  ხოო, მეც მაგას ვფიქრობდი, ეგეთი რა დავლიე, რომ მეჩვენება, მაგრამ აი, ნახე, ეგრე წერია, თუ მართლა მეჩვენება და დავიღუპეო…“ მომაწოდა თავისი მობილური. დავხედე და ეგრეა საქართველობულგარეთი 5:2, ნიკა კვეკვესკირმა პენალტიგამაზა“, თორემ 6:2 იქნებოდა…“  ვახ, შევაბრუნე მობილური მეც, ავწიე მაღლა, დავწიე დაბლა, მივიფარე მეც ჯერ ერთ მოჭუტულ თვალზე, მერე მეორეზეეგ არი, ეგრეასაქართველოულგარეთი 5:2…“  ბიჭო, 6:2 იქნებოდა, ნიკა კვეკვესკირს რომ შტანგისთვის არ მოერტყაო…“ გახალისდა გოგაც,  არ გამიფრენია ჯერო  თან ამას ხომ სულ თავის აფხაზებზე ეწვება გული დაურა იყო ერთი კვეკვესკირი; ვერ გვიტანდა დასანახად და დაგვდევდა მოსაკლავად; ძლივს მოვიშორეთ!.. ჩემსასმკვლელშიცარის; უბედურის ერთი იყო და უბედურადაც მივაკალით. აგერ, ნიკა კვეკვესკირი კი საქართველოს ნაკრებში იკლავს თავს და შტანგას მოარტყა ბურთი. ჩემი კლასელის,  ნინო ელოშვილის ქმარიც ირაკლი კვეკვესკირია, ოქრო ბიჭი, ძმაღმერთო ისე არ მომკლა და იმის მეცნიერი გამხადა, ეს ქართველი და აფხაზი მოგვარეები როგორ ერჩევიან ერთმანეთსკარგი ქურხული ქართველია, კაპში აფხაზია, გოგოჭური ქართველია, თარბა აფხაზია, მაგრამ ეს ვიტალი და ალეკო გვარამიები რომ აფხაზები არიან და აგერ ნიკა გვარამია ან ჩემი კლასელი ლევან გვარამია, რომ ქართველები არიან, ეგ როგორ ხდება, რანაირად არჩევენ ერთმანეთს?.. თან გამონაკლისი კი არა, 10-იდან 5-6 აფხაზს ქართველი მოგვარეები ჰყავს და ქართველი ნათესავები ყველასასეთი ამბავიც მოხდა აფხაზეთში: კალატოზი იყო კვეკვესკირი, ქართველი; ომის მერე აფხაზის ოჯახში იმუშავა, იმათ ფული გადაუხადეს გამოისტუმრეს და იმ ცხონებულს გზაში დახვდნენ, გაძარცვეს,  მოკლეს და ფულიც წაართვესთითქოს უფრო კრიმინალი იყო, მაგრამ აფხაზი კვეკვესკირები, იმ ოჯახს დაადგნენ ვისთანაც მუშაობდა: სუ არ გვაინტერესებს, ქართველი იყო თუ აფხაზი, კვეკვესკირი იყო, ჩვენი მოგვარე და როგორ მოხდა, რომ თქვენი ოჯახიდან წასული მოკლესო..“ იყო ასეთი ამბავიც

     მიდი, აბა, შენ ტელეფონშიც ნახე, ტელეფონმა ხო არ აურიაო“… ვერ ისვენებდა ჭყონია. „რავი, რაღა საქართველობულგარეთის თამაშზე აურევდამეთქი კი  ჩავიბურტყუნე, მაგრამ მაინც ვნახე და არა ჩემს მობილურშიც ეგრე იყო საქართველობულგარეთი 5:2; კვეკვესკირიც ადგილზე იყო და შტანგაზე ნაგლეჯი  პენალტიც

     დილით სახლი ცარიელი დაგვხვდა მიხასი და ულიანა სამსახურებში; ბავშვები საბავშვო ბაღშიმე და  გოგამ მორჩენილი  ჰორილკამოვიპარეთ, ეზოში დავსხედით, ღმერთი ვახსენეთ, დავლიეთ და მობილურები ისე ფრთხილად გავხსენით, როგორც სეკას კარტს ვხსნიდით მე და ზეზვა პატაშური, ჩვენს ბიჭობაში  მთაწმინდელ შულერებთან თამაშისას.

     ეგ იყო და ეგ!  საქართველობულგარეთი 5:2…“  მოვიგეთ ბატონო,  გავიმარჯვეთ და რაკი იმ აქაური მწერლისგან განსხვავებით დიდ  ინტელექტუალობაზეცარ ვდებდით თავს და სულ სხვა პრეტენზიები გვქონდა საკუთარ თავთან,  ორორიც დავკარითდავკარით და ჭყონია ისევ ეჭვებმა შეიპყრო რამე შეცდომა არ იყოს; მიდი, გინდა თუ არა ჩვენს სლავიკა გასპაროვს დაურეკე თბილისშიოეგა გვყავს სპორტის მამა გურუ და პროფესიონალი!.. თან თვითონ ლაპარაკი ეზარებოდა მე ყელი მტკივა, შენ ელაპარაკეორა გაეწყობოდა, დავრეკე თბილისში  სლავიკასთან

     ეგ არიო, სლავიკამ, მოვიგეთო; თქვენ როგორ ხართ, თქვე არანორმალურებო, როდის ჩამოდიხართოჰა, მოვდივართ და ეგ  არი, რაღა დარჩამეთქი

     მოვიგეთო და დაასხა კიდევ მესამე და სამართალიოვადღეგრძელეთ ჩვენი სლავიკა გასპაროვის თამადობით სრულიად საბურთალო და საქართველო; შემოჰკრა ტაში გოგამ,  დაუარა დავლურიგაიხარა ფრიად  ჯერ გამარჯვებითა და მერე რომ არ მოელანდა ეს ჩვენი გამარჯვება  იმით და ბოლოს შემდეგი თეორია წარმომიდგინა:

     ბიჯო, ახლა მომისმინე: ესე იგი, ამათ რომ მოიგონ, თან ასე მაგრა, ჩვენ  აუცილებლად ომში უნდა ვიყოთ, თანაც მთვრალები და თანაც ვერ უნდა ვუყუროთ თამაშს. მაშინ უეჭველად მოვიგებთ და ევროპის  ჩემპიონატზეც გავალთო

     ჰო, მაგათ ყველაყისამ,  ეგენი რომ ჩემპიონატზე გავიდნენ და ახლა იქ მაზონ პენალტები, მე ყუმბარამ უნდა გამგლიჯოსმეთქი!.. შევდექი გაქირზე.  ჭყონიას რა ენაღვლებოდა, უკვე შეთვრა და პახმელიაზე გამოსული კეთილშობილური თავგანწირვის გუნებაზე დადგა, მე კიდევ ჯერ არა, არ მეყო და ამიტომ ისევ ბოთლისკენ წავიღე ხელი, რომ მეოთხეც  დამესხა და, თუ რამეა, მეც ასეღრმად ინტელექტუალური წიაღსვლებით  შევწირვოდი საქართველოს ნაკრების სენსაციურ გამარჯვებებს

                                                                                                                                          7 ივნისი

     მთელ უკრაინაში, და მათ შორის ლვოვშიც, მთელი დღე არ შეწყვეტილა განგაშის ხმამაგრად დაგვბომბესერთმა რაკეტამ ისე ახლოს ჩაგვიქროლა, წნევის მხურვალებამ გადაგვიარა, იქვე ზრიალით ჩაეხეთქა და მაგრა გვარიანადაც  ბუთქა!.. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ამ დაბომბვისას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაღუპულა დაბა ბახმუტთან გიორგი გრიგოლიაეს უკვე მე-13 დაღუპული ქართველია 24 თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან და უკვე მეორე, ჩვენი უკრაინაში ჩამოსვლის დღიდან, ანუ 10 მაისიდან… 2014 წლიდან მოყოლებული კი 20-ზე მეტი ქართველი შეეწირა რუსეთის აგრესიას უკრაინაში

     საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი მას შემდეგ, რაც საზარბაზნე ხორცად გამეტებული იაკუტები, მანჯურიელები და ბურიატები გამოელია, უკვე ძალიან აქტიურად ეძებს რეკრუტებს და დაქირავებულ მებრძოლებს მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც ჯერ კიდევ ჩაესვლება ჩრდილო კორეა, ნიკარაგუა, ასადისტური სირია, ვენესუელა, აფრიკის ქვეყნებინუ კადიროვსა და კადიროველებზე აღარაფერს ვიტყვი. აქ ამაზე უკვე კარგა ხანია ანეკდოტები დადისამჯერად კონკრეტულად საუბარია ე.. „აფრიკულ კორპუსზერომელსაც ანგოლიდან გზავნიანთუმცა ამ კორპუსში, მხოლოდ ანგოლელები იქნებიან თუ სხვასოლდატი უდაჩი“ (რომელთაც მთელ მსოფლიოში პოეტური მეტსახელით,  დიკიე გუსსითმოიხსენიებენ) და ავანტიურისტები მაგას ვინ გაიგებსრუსები სირიაში, ავღანეთში თალიბები, აფრიკელები და ჩრდილო კორეელები უკრაინაში ერთ მხარეს; ქართველები უკრაინაში მეორე მხარეს;  ჩეჩნები ფრონტის ორივე მხარეს; სოლოვიოვი ბაბაინი, კისელიოვი, ბაბიანი, კეოსიანი, კადიროვი და კანდელაკი რუსული ველიკოდერჟავული იმპერიის სადარაჯოზე და ამ გაგანია ორომტრიალსა და მესამე მსოფლიო ომში იქ, საქართველოში, ერთმანეთში არეული ნაცები, ქოცები; ამას გარდა, თვითონ ერთმანეთშივე დარეულისწორიდაარასწორინაცები დასწორიდაარასწორიქოცები და კიდევ უფრო მარტივ მამრავლებად დაშლილი ე.. „პოლიტიკური სპექტრიდა გოგას ერთი ძველი სიმღერისა არ იყოს:

    ნაში ბეზუმნიე პოისკი ბოგა“…

     ჩორტა

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

მეოთხე ნაწილი

მეხუთე ნაწილი

მეექვსე ნაწილი

მეშვიდე ნაწილი

მერვე ნაწილი

მეცხრე ნაწილი

მეათე ნაწილი

მეთერთმეტე ნაწილი

მეთორმეტე ნაწილი

მეცამეტე ნაწილი

მეთოთხმეტე ნაწილი

მეთხუტმეტე ნაწილი

მეთექვსმეტე ნაწილი

მეჩვიდმეტე ნაწილი

მეთვრამეტე ნაწილი

მეცხრამეტე ნაწილი

მეოცე ნაწილი

ოცდამეერთე ნაწილი

ოცდამეორე ნაწილი

ოცდამესამე ნაწილი