კულტურა

ქრისტინე მუჯირი

რეაბილიტაციის დასრულებამდე ხელოვნების მუზეუმიდან ოქროს ფონდის ნაწილი სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ნულ სართულზე გადაიტანეს. ეს გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ საზოგადოებას რამდენიმე კვირის წინ ამცნო.

დავით ბუხრიკიძე

ის, რომ თაბორის „გოლდბერგის ვარიაციებში“ თეატრის შექმნა ასევე შემოქმედებით აქტად გვევლინება, აახლოებს ამ მასალას ჩვენს დროსთან. ეს კი ძალიან ახლოსაა იმასთან, რისი მიღწევაც თავაძეს ყოველთვის სურს - იმ ენისა და ფორმების პოვნა, რაც ერთი შეხედვით გამოუთქმელად და წარმოუდგენლად გამოიყურება... მითუმეტეს ახლა, წარმოუდგენლად ექსტრემალურ პირობებსა და დროში.

პუბლიკა

ფილმის პრემიერისას დარბაზში არ წყდებოდა ხმამაღალი სიცილი და შეძახილები, რის გამოც მეორე დღეს პრეს კონფერენციაზე აშკარად კმაყოფილმა ოსტლუნდმა სეანსი ფეხბურთის მატჩს შეადარა. მთავარ დარბაზში, სადაც ჩვენებას რეჟისორიც ესწრებოდა, ფილმის დასრულების შემდეგ მას 8 წუთიანი ფეხზე ამდგარი ოვაციით შეხვდა მაყურებელი

დავით ბუხრიკიძე

თანამედროვე ხელოვნების მრავალფუნქციური სივრცე „მაუდი“, რომელიც ყოფილი მაუდკამვოლის კომბინატის ტერიტორიაზე, წერეთლის პროსპექტზე მდებარეობს, სწორედ ამ უნიკალური მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის რეტროსპექტულ გამოფენას გვთავაზობს. ნამუშევრები (დაახლოებით 60) მისივე სახლმუზეუმიდან, უშგულიდან არის ჩამოტანილი და 3 ივნისამდე, „მაუდის“ საგამოფენო დარბაზში იქნება წარმოდგენილი.

ქრისტინე მუჯირი

კავშირის ერთ-ერთი წევრი, არქეოლოგი, პროფესორი ნოდარ ბახტაძეა. მისი თქმით, პროფესიულ კავშირს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო კორპუსი ქმნის, თუმცა ამ გაერთიანებაში შესვლა მეცნიერების, კულტურისა და განათლების სფეროში დასაქმებულებსაც შეეძლებათ.

დავით ბუხრიკიძე

დიდი დროს უთმობდა პიანისტთა მომავალ თაობის აღზრდასაც. 1991 წელს იგი დაინიშნა პროფესორად ინდიანას უნივერსიტეტის სამხრეთ ბენდში და შექმნა სასწავლო გარემო, რომელიც გამორჩეულია თავისი უნიკალური პედაგოგიური კონცეფციით. ლექსო თორაძის საფორტეპიანო სტუდიის წევრები მაღალი კლასის პიანისტებად ჩამოყალიბდნენ, რომელმაც საერთაშორისო დონეზე კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

დავით ბუხრიკიძე

სალომე ჯაშის დოკუმენტური და მრავალგანზომილებიანი თხრობის სტილი ითავსებს როგორც ძირითადი, ანუ პირველი პლანის, ისე მეორადი, „პერიფერიული ხატების“  მშვიდ, მაგრამ აუცილებელ ერთობლიობას.

ქრისტინე მუჯირი

თბილისში, თაბორის მთაზე, ლანდშაფტის დაცვის ზონაში თბილისის მერიის მიერ ეკონომიკის სამინისტროსთვის განაშენიანების მიზნით გადაცემულია 2 მილიონი კვ.მ. მიწა, რომელზეც ინტერესს გამოხატავს „კრწანისი როიალ რეზედენსი“; „საქანელას“ პროექტი, ალავერდი და ზოგადად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენები - ამ საკითხებზე 19 აპრილს „ღია საზოგადოების ფონდში“ გამართული დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს.

ქრისტინე მუჯირი

ის მიიჩნევს, რომ ეს ჩვეულებრივი სამუზეუმო საქმიანობის შემადგენელი ნაწილია და ამაში აღსანიშნავი და განსაკუთრებული არაფერია. მისი თქმით, მსოფლიოს ყველა მუზეუმი მსგავს სამუშაოებს ყოველდღიურად ატარებს და ასეთია მუზეუმის მუშაობის სპეციფიკა.

პუბლიკა

დოკუმენტური კინოს გადაღება თევზაობას ჰგავს. ორივეს ერთი პრინციპი აქვს: მეთევზემ ჯერ უნდა მოძებნოს ადგილი, სადაც, მისი ვარაუდით, ბევრი თევზია. შემდეგ კი ანკესი დაამაგროს და დაელოდოს იმ იმედით, რომ მისგან საუკეთესო შედეგს ამოიღებს. დოკუმენტალისტი რეჟისორიც, პირველ რიგში, ეძებს თემებს, იკვლევს, სად შეიძლება გამოვიდეს კარგი მასალა.

დავით ბუხრიკიძე

„იძულებუილი ვარ დავტოვო რუსეთი. ძალიან ვწუხვარ და  განადგურებულ ვარ…. ერთ დღეში ჩვენ~ მომავალი წაგვართვეს. ჩვენი სიცოცხლე წაგვართვეს, ჩვენი მშობლები და მეგობრები წაგვართვეს.

დავით ბუხრიკიძე

ფილმი მაინც ემოციურ, ღრმა და გულწრფელ შთაბეჭდილებას ტოვებს, ნატალია ვოროჟბიტას ამ პიესის დადგმას კი ნამდვილად ვისურვებდი ქართულ სცენებზე.