ვინ ვართ ჩვენ
„პუბლიკა“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ, კვალიფიციურ ჟურნალისტიკას.
„პუბლიკა“ შეიქმნა 2019 წლის 20 ოქტომბერს. მისი გამოცდილი გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომელიც წლების განმავლობაში ქმნიდა და ქმნის ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებით მომზადებულ ახალ ამბებს, სტატიებს, ინტერვიუებს, რეპორტაჟებს, თვალსაზრისებს, ვიდეო და აუდიო პროდუქციას.
ჩვენს მთავარ დანიშნულებად ვხედავთ ხელი შევუწყოთ მოქალაქეთა ინფორმირებულ არჩევანს, რაც დემოკრატიის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.
ჩვენი ძირითადი მხარდამჭერები და პარტნიორები არიან 2019 წლიდან ფონდი „ღია საზოგადოება  – საქართველო“ (OSGF),  „ევროპის დემოკრატიის ფონდი” (EED) და 2023 წლიდან „დემოკრატიის მხარდამჭერი ეროვნული ფონდი” (NED).

ასევე, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში, „პუბლიკა“ ამზადებს სტატიებს, ვიდეოებს და სხვა მულტიმედია მასალას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ მომზადებულ კვლევებზე დაყრდნობით და აგრეთვე, სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე. გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „პუბლიკა“ და შესაძლოა, ის არ გამოხატავდეს USAID-სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

კონტრაქტის პერიოდია: 2024 წლის 1 სექტემბერი – 31 დეკემბერი.

საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემატიკასთან ერთად ჩვენს საიტზე ნახავთ კულტურულ, შემეცნებით, ლიტერატურულ, სამეცნიერო თემატიკის მასალებს.
თვალი გვადევნეთ ვებსა და სოციალურ ქსელებში. ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის.

კონტაქტი

ჩვენი გუნდი