ავტორი
სტატია
დაჩა მარაინიმ ალბათ არ იცის, როგორ გაუმართლა, რომ მისმა წიგნებმა იპოვეს თავიანთი ნამდვილი მთარგმნელი, რომელიც რეალურად მწერლის თანაავტორია - ამ სიტყვების საუკეთესო გაგებით. რომ ნუნუ გელაძის გადმოქართულებული დაჩა მარანი ისევე იკითხება, როგორც დღევანდელი იტალიური პროზის მშვენება დაჩა მარაინი.
ამ ცოდნის პირმშოა ეს არაჩვეულებრივი წიგნი - ისტორიკოს გიორგი სოსიაშვილის მაღალმხატვრული დოკუმენტი, რომელიც ბოლო წლების ქართული ლიტერატურის ღირსშესანიშნავ ფაქტად მოგვევლინა.
მე თუ მკითხავთ, საჭიროა მოიძებნოს და ზოგჯერ იძებნება ხოლმე რაღაცნაირი ოქროს შუალედი, როცა ლიტერატურული ტექსტი გვევლინება, როგორც დრამატურგიული დინამიზმის მთავარი მახასიათებელი თუ განმსაზღვრელი.
ჯერ მისი ტარგმნილი გრმიმების ზღაპრებით დაიწყებენ, მერე მისი თარგმნილი ვიიონი მონუსხავთ, სიყვარულისას - მის რემბოზე და სხვა ევროპელი პოეტების ლექსებზე იტირებენ და სიჭრამაგისას - მისი „ფაუსტის“ რიტმებითა და ფილოსოფიით აღფრთოვანდებიან. ამ ყველაფერს კი გვირგვინად ედგმება თვითონ დავით წერედიანის შეუდარებელი პოეზია - ქართული ლიტერატურის ნამდვილი მარგალიტი.
რა მოხდა თუ დიდი ხნის წინათ წაკითხული მისი ტექსტებიდან მე უბრალოდ ბევრი რამ დამავიწყდა. სამაგიეროდ, არ მავიწყდება, როგორ ღელავდა ულამაზესი ქართველი გოგონას მკერდზე მთელი სიგრძე-სიგანით გამოსახული ფრედერიკ ბეგბედერი. და მომკალით და, ისევ ილია ჭავჭავაძე მახსენდება ირიბად, როცა საკუთარ თავს ვიჭერ ჩუმად, თითქმის მხოლოდ ჩემთვის გასაგონ ჩაღიღინებაში: ბეგბედერი... ჩვენისთანა ბეგბედერი...
ასეთი თარგმანები ათწლეულებში ერთი თუ იქმნება, ამიტომაც, ძალზე სასიხარულოა, რომ „საბას“ წლევანდელ ჟიურის, თარგმანის ნომინაციაში დიდი კონკურენციის მიუხედავად, არ გამორჩენია, ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია ანი კოპალიანის ხელით, მისი დიდი ცოდნითა და ნიჭით შექმნილი სასწაული.
„საბას“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ბიძინა მაყაშვილისათვის გადაცემული სპეციალური პრემია უაღრესად სწორი და სასიხარულო ჯილდოა, რომლითაც, ჩემი ფიქრით, მხოლოდ ეს შესანიშნავი ავტორი კი არა, საერთოდ, თავისუფლებისაკენ სწრაფვა, თავისუფლების გააზრების იდეა დაჯილდოვდა.
ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“, რომელსაც 2021 წელს, ლიტერატურული პრემია „საბას“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სპეციალური ჯილდო გადაეცა, ძალზე მნიშვნელოვანი კუთხით გამოარჩიეს: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში.
კერძები ყველაზე ხატოვნად ჰყვებიან ერის თავგადასავალსა თუ ისტორიულ გამოცდილებას, ამა თუ იმ ხალხის ვნებებს, ბრძოლებს, სიყვარულსა თუ მისწრაფებებს.
ალბათ სწორედ ეს არის ნიჭი და ოსტატობა: ისე მოჰყვე შენი ყველაზე ინტიმური განცდების შესახებ, რომ უხერხულობის განცდა არავის დაუტოვო, ყველაზე წინააღმდეგობრივად განწყობილი ადამიანიც კი თანამგრძნობელად და თანამოაზრედ მოაქციო, პოეზიის დიდებულებასა და უალტერნატივობაში დაარწმუნო. მიხარია, რომ ასეთი ღრმა, საინტერესო პოეტი მოვიდა ქართულ ლიტერატურაში.
სასიხარულოა, რომ „საბას“ ჟიურის აღუნიშნავი არ დარჩენია რომანი, რომელიც კმაყოფილებზე მეტად შეიძლება მოლოდინს აჩენდეს, მოლოდინს, რომ ნანა აბულაძის სამწერლო კარიერა სწორი გეზით განვითარდება და ეს საბოლოოდ ქართული ლიტერატურის გამარჯვება იქნება.
ნუგზარ ზაზანაშვილის კრებულის ყველა გვერდზე შეგხვდებათ ასეთი ლექსები - თითქოს ბალახში გაბნეული მარგალიტები. უცებ შეიძლება, ვერც დაინახოთ: საამისოდ ბალახის გადაწევა მოგიწევთ.
მინდოდა, გამომეხატა სიხარული, რომ ქართულად უკვე გვაქვს კაზანძაკისის მორიგი შედევრის ბრწყინვალე თარგმანი და მადლობა მეთქვა გამომცემლობა „ინტელექტისათვის“, რომელმაც ამ წიგნის ქართულად წაკითხვის ბედნიერებას გვაზიარა.
საინტერესო რამ არის ლიტერატურულ პროცესზე დაკვირვება შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში. ვინ იცის, რამდენი პოეტი წერდა და არც თუ ურიგოდ, ვთქვათ, ამ ბოლო 50 წლის განმავლობაში. ზოგი მათგანი თავის დროზევე კაშკაშა, საყოველთაოდ აღიარებული პოეტი იყო, ზოგიც მაშინვე, სიცოცხლეშივე, ჩრდილში მდგომი, მორიდებული და რაღაცნაირად სათანადოდ დაუფასებელი
„ეს არის დამამთავრებელი წიგნი გურამ გეგშიძის მიერ შექმნილი რომანების ციკლის, XX საუკუნის მხატვრულ მატიანეს რომ წარმოადგენს. „ ხმა მღაღადებლისა“, „სისხლის წვიმები“, „ნაცრის კოშკი“ და უკვე „ნათლისქრობა“ - ეს არის დიდი მწერლის მიერ უაღრესად მაღალი ოსტატობით შექმნილი ფართო ტილო, ჩვენი ერის უკანასკნელი 150 წლის ცხოვრებისა და ჭირ-ვარამის ამსახველი. ამ მხრივ მას შესაძლოა ანალოგი არც მოეძებნება.“
„ყური დამიგდე! შენ კი არა, მე ვარ ვენახი!“ - ეს შენი ექსკლამატიური ფრაზა საუკუნეებს გადასწვდება, ისევე, როგორც ის საგალობელი, რომლის ანტითეზადაც ეს მშვენიერი სტრიქონი და, საერთოდაც, ლექსი გვევლინება.
მარტო ამ ფრაზების გამო არა, ისედაც მგონია, რომ ძალიან ჰგავს გურამ დოჩანაშვილის სამყარო ნიკო ფიროსმანისას: ჰგავს თავისი ნაივურობით, სიზმრისეულობითა და არტისტულობით. დოჩანაშვილთან უბრალოდ სინტაქსი ასრულებს იმავე ფუნქციას, რასაც ფერი – ნიკო ფიროსმანის ნახატებში.
ერთადერთი, რაც ამ მწერლის შესახებ გაგვიგია, არის ის, რომ იგი 1943 წელს, ნეაპოლში დაიბადა და გაიზარდა. მიღებული აქვს უმაღლესი ფილოლოგიური განათლება, თავის უსაყვარლეს მწერლად ელზა მორანტეს ასახელებს და შესაძლებელია, აქედანვე მოდიოდეს მისი ფსევდონიმიც.
ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის რომანი კი ძალიან მომწონს, მაგრამ თავი გამოვიჭირე იმაში, რომ მეც კი, ადამიანი, რომელსაც მთელი არსებით სძაგს რასობრივი დისკრიმინაცია, წიგნს მთლად თეთრკანიანი სემი ბიძიას თვალით თუ არა, მაინც ერთგვარი ქედმაღლური შეღავათით ვკითხულობდი.
ამ დღეებში ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე თინა ჭილაძის წიგნი „ თამაზთან და ოთართან ერთად“, რომლის ავტორიც თავისი დიდი ძმების, მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის ორი უბრწყინვალესი წარმომადგენილის თამაზ და ოთარ ჭილაძეების შესახებ მოგვითხრობს.
რაც მთავარია, არ მინდა თვითონ ჩემთვისაც წვრილმანებს ნაბანი წყალივით გადავაყოლო უმთავრესი: იმით გამოწვეული სიხარული, რომ ამელი ნოტომის ეს დიდებული წიგნი უკვე ქართულადაც შეგვიძლია წავიკითხოთ და სხვათა შორის, არც თუ ისე ურიგო თარგმანით!
„მოსკოვი-თბილისი“ მეორე რომანია, რომელიც მწერალმა ნოდარ მაჭარაშვილმა თავისი სახელითა და გვარით გამოაქვეყნა. მანამდე კი სხვადასხვა, ძალზე სუბიექტური მიზეზის გამო კიდევ რამდენიმე წიგნი თორნიკე გურჯინთახის ფსევდონიმითაც აქვს გამოცემული.
თანამედროვე არაბული ლიტერატურა რომ ტოლს არაფრით არ უდებს დღევანდელი მსოფლიოს არცერთი ქვეყნის ლიტერატურულ პროდუქციას, სპეციალისტებმა დიდი ხანია ვიცით, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი მკითხველიც არაბულიდან თარგმნილი ყოველი ახალი ნაწარმოებით რწმუნდება ამ სასიამოვნო ჭეშმარიტებაში.
ამ ნიჭიერების წყალობით, ჩვენ თვალწინ კიდევ ერთხელ შთამბეჭდავად ცოცხლდება ქართული ლიტერატურის ნამდვილი კლასიკოსის ცხოვრებისეული და შემოქმედებითი პერიპეტები, მკითხველი ლაღად, ძალდაუტანებლად გაიაზრებს ოთარ ჩხეიძის მნიშვნელობასაც, მისი წიგნების არსებით დეტალებსაც და მისი ცხოვრებისეული თუ იდეური არჩევანის წინაპირობებსაც.
ალიენდეს რომანი თითქმის ყველა პასაჟში გაგახსენებთ „მარტოობის ას წელიწადს“, ზოგჯერ კი ისე იმეორებს მარკესის ამ შედევრის რიგ ეპიზოდს (მაგალითად, წითელი ჭიანჭველების შემოსევას), რომ გაოცებული რჩები, 1982 წელს, როცა ეს რომანი ესპანურად გამოიცა, რატომ არ ჰქონდა შესაბამისი რეაქცია გაბრიელ გარსია მარკესს, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ისაბელ ალიენდე პლაგიატში დაედანაშაულებინა.
ერთხელ, ჯალალ ედ-დინ რუმის ყაზალების ჩემეული, მაშინ სრულიად ახალი და გამოუქვეყნებელი თარგმანების ასეთი განხილვის მერე, შინ დამპატიჟა. გადმოეწყო, რაც კი სპარსული და არაბული წიგნები გააჩნდა, რაც მთელი ცხოვრება დიდი გაჭირვების პირობებში რუდუნებით ეგროვებინა და მითხრა:
სრულიად ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რა მნიშვნელობა აქვს კარგ საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურას არამხოლოდ მწერლობის, არამედ საზოგადოების განვითარებისათვის.
დავით წერედიანი სიცოცხლეში ძალიან ერიდებოდა ხოლმე საკუთარი ლექსების გამოქვეყნებას. ჩემი თაობის მკითხველებმა, აღფრთოვანებულნი რომ ვიყავით მისი ვიიონით, მხოლოდ ყურმოკვრით ვიცოდით, რომ მან 1984 წელს ჟურნალ „მნათობში“ გამოაქვეყნა თავისი ლექსების არაჩვეულებრივი ციკლი, რომელმაც მკითხველთა ერთსულოვანი აღტაცება გამოიწვია.
სნოს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ იორამ ღუდუშაურს მხოლოდ თელავის რაიონის სოფელ კისისხევის სამეურნეო სკოლა ჰქონდა დამთავრებული მეფუტკრეობის განხრით, მაგრამ ჩემი ბავშვობიდან ისე მახსოვს, რომ იშვიათად შემხვედრია მასზე ნაკითხი და შინაგანად განათლებული ადამიანი.
ჰრაბალის რომანებიდან ქართულად ასევე „დიოგენეს“ გამოცემულია და იმავე სულხან მუხიგულაშვილის თარგმნილია კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნი „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“. მის მესამე მთავარ ნაწარმოებს „ საგანგებო დანიშნულების მატარებლებს“ კი „დიოგენე“ ამ წლის სექტემბრისთვის გვპირდება.
თინა მარგველაშვილი წლების წინათ იმ დროს გარდაიცვალა, როცა მე საქართველოში არ ვიყავი და ეს სამწუხარო ამბავი შორეული მოგზაურობისას შევიტყვე. ამით თითქოს უკანასკნელად იზრუნა ჩემზე და რაღაცნაირად გამიადვილა თავისი წასვლა, რადგან, რაკი დაკრძალვას არ დავსწრებივარ, დღემდე მგონია, რომ ისევ სუნთქავს ჩვენი ქალაქის რომელიღაც უბანში და მალე უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსის კარსაც შემოაღებს
ეს პოეზია მათთვისაა, ვისაც ქსნის ციხის ნანგრევები რამეს ეუბნება, ვისთვისაც ქართლი, ქსანი, არაგვი, იკორთა, ახალგორი, მყინვარი... მხოლოდ ტოპონიმები და, მით უმეტეს, გაუგებარი გეოგრაფიული სახელები არ არის...
ფაქტია, რომ დღეს მთელ მსოფლიოში პოეზიას სულ უფრო ნაკლები ადამიანი ეტანება. ამ მოვლენას ბევრი მიზეზი აქვს და, რა თქმა უნდა, ყველაზე ნაკლები აქ სწორედ მატერიალური თუ მატერიალისტური მიზეზია:
შტეფან ვაიდნერი თანამედროვე გერმანელი აღმოსავლეთმცოდნეა, რომელიც დღეს რამდენიმე მეცნიერთან ერთად აგრძელებს გერმანული ორიენტალისტიკის საუკეთესო კვლევით ტრადიციებს, რაც არასოდეს შემოიფარგლებოდა მხოლოდ მკაცრად აკადემიური ანალიზით და მუდამ მოიცავდა აღმოსავლეთის, როგორც ცოცხალი და უაღრესად თავისებური სამყაროს, ადგილზე ავთენტურ შესწავლასაც.
დავით წერედიანის თარგმანებმა უამრავი ახალი სახელით, თემით, ლიტერატურული მოტივითა თუ ინტონაციით გაამდიდრა ქართული მწერლობა. მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ნიმუშია საყვარელი საქმის უანგარო მსახურებისა და ამ მოკრძალებულმა, განდეგილივით მცხოვრებმა ადამიანმა მართლაც განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და გამორჩეული ეპოქა შექმნა ქართული ლიტერატურისა და თარგმანის ისტორიაში.
თარგმანში იმდენი რამეა აღსანიშნავი, რომ ვშიშობ, ყველაფერს ნამდვილად ვერ ავუვალ. უბრალოდ, რამდენიმე წიგნს დავასახელებ, რომელთა წაკითხვა წელს მოვასწარი და რომლებიც სხვებსაც თამამად შემიძლია ვურჩიო წასაკითხად.
დაჩა მარაინი თანამედროვე იტალიური ლიტერატურის კლასიკოსის ალბერტო მორავიას გვერდით 15 წელი ცხოვრობდა და მათ მორავიას სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს მეგობრობა და ურთიერთსიყვარული.
მოსახლეობის სავსებით გასაგებ პროტესტს ხელისუფლებამ უმკაცრესი ზომებით უპასუხა. ქუჩებშივე გაუსწორდა დემონსტრანტებს, რომელთაგან ათაზე მეტი ადამიანი დააკავა, ხოლო (დაუზუსტებელი მონაცემებით) 115 ადამიანი გარდაიცვალა.
დათო გორგილაძე თავდაპირველად ფეისბუქის სტატუსებით გავიცანი. ფეისბუქის ნაწერების სერიოზულად აღქმა რომ ძალიან სარისკოა, რასაკვირველია, ვიცი, მაგრამ იმ სტატუსებში მაინც იგრძნობოდა ძალიან კარგი მწერალი, რომელიც, ძირითადად, ტაქსიში და ტაქსის მძღოლებთან თავგადასავლებზე გვიყვებოდა...
ლეილა სლიმანის „იავნანა“ შეიძლება ისე მოყვე, „სპოილერის“ შიშმა არ შეგაწუხოს. ჯერ ერთი, რომანი იმგვარად არის აგებული, რომ ფინალი პირველივე გვერდებზეა გამოტანილი: დახოცილი და-ძმა, რომელთა მკვლელობაში ძიძას ადანაშაულებენ. კვანძიც შეკრულია და ინტრიგაც აქვეა დასრულებული.
ბლოგი
„წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ნამდვილად ყველას „ენატრებოდა“ საქართველო და ჩვენს მწერლებთან აქტიური თანამშრომლობა...