Border circle

ლიკა ზაკაშვილი

გუნდის წევრი

სტატია

2021 წლის მარტში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.

ლიკა ზაკაშვილი

„გამოწვევაა სკოლის კოლექტივის დამოკიდებულებაც, არის შემთხვევები, როცა ახალ პედაგოგს გუნდში არ იღებენ და თანამშრომლობითი გარემო ვერ ყალიბდება. თუმცა ვთვლი, რომ ეს თანდათან სწორდება. იმედი მაქვს, მასწავლებელთა განწყობა ახალმოსულთა მიმართ დადებითისკენ შეიცვლება“.

ლიკა ზაკაშვილი

მისი თქმით, უნდა შეიცვალოს მასწავლებელთა პროფესიული მომზადების პროგრამებზე მიღების წესებიც, რადგან განათლების პროგრამებზე, სამწუხაროდ, ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე დაბალი შედეგების მქონე აბიტურიენტები აბარებენ.

ლიკა ზაკაშვილი

ბოლო წლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის კრიტიკა მატულობს. პედაგოგები ამბობენ, რომ აქტივობებს, რომელთაც სქემის მოთხოვნების დასაძლევად ასრულებენ, ხშირად ფორმალური ხასიათი აქვს. კრიტიკა შეეხება მასწავლებლების სხვადასხვა კატეგორიად დაყოფის საკითხს და იმ აქტივობებს, რომელთა შესრულებაც სტატუსის ასამაღლებლად სჭირდებათ. ერთ-ერთი ასეთი საკითხია ტრენინგები. მასწავლებლები წუხან სავალდებულო ტრენინგების გამო, რომლებიც ხშირად არასამუშაო დღეებში ან შვებულების პერიოდში იმართება.

ლიკა ზაკაშვილი

კანდიდატთა ნაწილი, რომლებმაც წელს დირექტორთა სერტიფიცირების ეტაპი ვერ გადალახეს, ეჭვობენ, რომ მათ შემთხვევაშიც არსებობდა „საბაბი“, რომლის გამოც ისინი სისტემისთვის „არაკეთილსამედოებად“ იქნენ მიჩნეული. კანდიდატების უმრავლესობა ღიად საუბარზე უარს ამბობს და სასამართლოს იმედი აქვს.

ლიკა ზაკაშვილი

ჩუბინაშვილის ცენტრმა გელათის ტაძრის რესტავრაციის მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ანგარიშში მოამზადა. ანგარიშში ავტორები წერენ, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა, ძეგლზე სამუშაოები კი ქაოსურად და ფრაგმენტულად მიმდინარეობს.

ლიკა ზაკაშვილი

თსუ-ის რექტორის თანამდებობა ვაკანტურია, არჩეულმა რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ საზოგადოებას გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ 7 ოქტომბერს მოულოდნელად აცნობა. შვიდ ოქტომბერსვე გავრცელდა ინფორმაცია მედიაში გიორგი შარვაშიძის შესაძლო შემცვლელის შესახებ.

ლიკა ზაკაშვილი

„პუბლიკამ“ ნიკოლოზ წიქარიძეს ჰკითხა, როგორია მათი ბრძოლის სტრატეგია ამ ნაწილში და, კონკრეტულად, რა მოთხოვნებს წაუყენებენ მუზეუმის ადმინისტრაციას.

ლიკა ზაკაშვილი

24 მაისს სიმონ ჯანაშიას მუზეუმიდან 22 თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს ხელს დირექტორის მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი აწერს, რომელიც სამუზეუმო სისტემაში რამდენიმე თვის წინ თეა წულუკიანის მიერ დაინიშნა.

ლიკა ზაკაშვილი

არაკომპეტენტური რომ არის ეს გადაწყვეტილებები, ჩანს იქიდან, რომ წულუკიანსა და მის მიერ დანიშნულ ბიუროკრატების ჯარს არ ესმის, მაგალითად, რომ მეცნიერისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა, სტაბილურობა და ბიუროკრატიისგან თავისუფლება.

ლიკა ზაკაშვილი

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში 10-წლიან სტრატეგიაზე მუშაობის პროცესს დადებითად აფასებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და აქცენტს მომავალში სტრატეგიით დასახული მიზნების იმპლემენტაციაზე აკეთებენ.

ლიკა ზაკაშვილი

„ძვირფასო დმანისის მკვიდრებო, პირველ რიგში ყველა კანდიდატს ვუსურვებ წარმატებას. მხარი დავუჭიროთ იმ კანდიდატს, რომელიც სამართლიანობის გზაზე დგას“, – ეს პოსტი 30 სექტემბერს საარჩევნო პლაკატთან ერთად სოციალურ ქსელში ოროზმანის თემის საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატმა, რამიზ რამაზანოვმა გამოაქვეყნა.

ლიკა ზაკაშვილი

მასწავლებლების მხრიდან სამოქალაქო თუ განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების გამო, დირექტორები, ხშირ შემთხვევაში, დასჯის ბერკეტად საათების განაწილების მექანიზმს იყენებენ.

ლიკა ზაკაშვილი

ონკოლოგიური პაციენტებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მნიშვნელობა არაერთი საერთაშორისო კვლევით არის დადასტურებული. ზრუნვის ამ სერვისებს მკურნალობის ეფექტიანობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

ლიკა ზაკაშვილი

რამდენიმე წელია ქვეყანაში სათემო ჯგუფებისა და პროფესიული წრეების ადვოკატირების შედეგად ფსიქიკური ჯანმრთელობის ზრუნვის სფერო შეიცვალა და გაჩნდა ისეთი მნიშვნელოვანი რგოლები და ცნებები, როგორიცაა – მულტიდისიციპლინურ მიდგომაზე დაფუძნებული ზრუნვა და მობილური ჯგუფები – სერვისი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებთან სახლში მიდის და ადგილზე უწევს საჭირო მომსახურებას.

ლიკა ზაკაშვილი

თბილისის არჩეული მერის ეს სიტყვები გავიხსენოთ და დავსვათ შეკითხვები – აქვს კი თბილისს პოტენციალი, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი? როგორია თბილისში მწვანე საფრის, რეკრეაციული სივრცეების კუთხით არსებული რეალობა? რა გაკეთდა „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მწვანე სივრცეების კუთხით ქალაქში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად?

ლიკა ზაკაშვილი

ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის მომზადებულ მიმართვაშიც მინისტრმა გაიმეორა, რომ „ტელესკოლა“ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბურჯი, რომლის საშუალებითაც მაქსიმალურად შეინარჩუნეს სწავლაზე ხელმისაწვდომობა  და მეტიც - აღნიშნული პროექტით განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა გადაიჭრა.

ლიკა ზაკაშვილი

რა სჭირდება ბიოფსიქოსამედიცინო მიდგომის დანერგვას ჯანდაცვის სისტემაში - ეს მხოლოდ კონცეპტუალური საკითხია, თუ მას თან უნდა ახლდეს რესურსების ახლებური გადანაწილება როგორც ადამიანური, ისე ფინანსური. ამ საკითხზე საუბრისას უჩა ვახანია ამბობს, რომ ბიოფსიქოსოციალური მიდგომის დანერგვას სჭირდება არამხოლოდ სისტემის კონცეპტუალური გადახედვა, არამედ შესაბამისი ცვლილებების განხორციელება - რაც თავისთავად გულისხმობს სხვადასხვა პროფესიის განვითარებას და არა მხოლოდ ამას.

ლიკა ზაკაშვილი

კვლევის მიგნებების ჩამონათვალი ვრცელია. ძირითად ნაწილში საუბარი იყო დისტანციური სწავლების დანერგვის ნაწილში გამოცდილების არქონის გამო გამოწვეულ სირთულეებზე. ერთ-ერთი მთავარი ბარიერი, რესპონდენტების თქმით, ინტერნეტზე წვდომა იყო.

ლიკა ზაკაშვილი

როგორ იმუნიტეტს ტოვებს? განიცდის თუ არა მუტაციას? როგორია სიკვდილიანობის მაჩვენებელი და რა ეტაპზეა ეტიოტროპული მედიკამენტისა და ვაქცინის შემუშავების პროცესი? - ამ და სხვა საკითხებზე „პუბლიკა“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტს კაკი ზოიძეს ესაუბრა.

ლიკა ზაკაშვილი

ერთ-ერთმა შემწირველმა, ზურაბ ზუმბაძემ პარტიას 2020 წელს სამჯერ შესწირა თანხა, რამაც ჯამში 38 ათასი ლარი შეადგინა. 18 ფიზიკური პირიდან სხვადასხვა ტიპის სამეწარმეო საქმიანობას 6 ადამიანი ეწევა. ყველაზე მსხვილი თანხის შემწირვალია ფრიდონ ინჯია. მან პარტიას მარტში 60, 000 ლარი შესწირა.

ლიკა ზაკაშვილი

ამ პროცესმა გამოაჩინა, რომ განათლების სისტემაში კომუნიკაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ვიცი, რომ რესურსცენტრების გავლით დირექტორებს გარკვეულ ინსტრუქციებსა და ინფორმაციას აწვდიან. ხშირად ჩივიან დირექტორები, რომ არც ისე ცხადი, მკაფიო და რეალისტურია ეს ინსტრუქციები, მაგალითად, სკოლების გახსნაზე.

ლიკა ზაკაშვილი

როგორ ცნობილია, საქართველო ტურისტებისთვის საზღვრებს 1 ივლისს გახსნის. რომელი ქვეყნებიდან შეეძლებათ ტურისტებს ჩამოსვლა და როგორ შემოწმდებიან საზღვარზე, ამ და ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე ინფორმაციის მისაღებად შესაბამის უწყებებს დავუკავშირდით.

ლიკა ზაკაშვილი

რა საკითხებია მნიშვნელოვანი, როცა ტრანსპორტის აღდგენის გეგმაზე ვსაუბრობთ  და რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებასთან ტრანსპორტში ქცევის წესებზე წინასწარი კომუნიკაცია – ამ და სხვა საკითხებზე „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარეს, ეკა ლალიაშვილს ვესაუბრეთ.

ლიკა ზაკაშვილი

ინტერნეტი რომ არ აქვს ბავშვს, რა უნდა გააკეთოს სკოლამ? შეუძლია თავისი ბიუჯეტიდან იყიდოს და გადასცეს? ასეთი ინსტრუქცია გინახავთ? თითქოს მარტივი საკითხია, რომ სკოლას შეუძლია თუ არა, რომ ბიუჯეტიდან დაეხმაროს თავის მოსწავლეს. ასეთ საკითხებს ვერ წყვეტს სკოლა და როცა სახელმწიფომ იცის, რომ ვერ წყვეტს, მაშინ თვითონ უნდა დაიწყოს მოგვარება.

ლიკა ზაკაშვილი

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ არ მივიღოთ ისეთი მატება შემთხვევების, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდება. ამ ამოცანის შესრულების დროს ის მიდგომა კი არ უნდა გამოვიყენოთ, რომ შეკავებით იზოლაციით ჯაჭვები ვწყვიტოთ და საზღვრები არ გავხსნათ, არამედ რეალურად უნდა ვიცოდეთ, რამდენის მართვა შეგვიძლია უმტკივნეულოდ. რა თქმა უნდა შესაძლებელია დარჩეს ის შეზღუდვები, რომელსაც აქვს მაქსიმალური გავლენა ინფექციის გავრცელებაზე და მინიმალური ეკონომიკის დაზარალებაზე.

ლიკა ზაკაშვილი

საქართველოში ვირუსის გავრცელების შესაძლო მასშტაბებზე საჯარო დისკუსიებში მონაწილეთა მოსაზრებები ორად იყოფა. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს დაშვება არარეალურია, რადგან საქართველოში კორონავირუსი ფართოდ გავრცელებული არ არის და შეუძლებელია, ქვეყანაში იყოს ბევრი ადამიანი, რომელიც დაავადდა ან ახლაც დაავადებულია კორონავირუსით და მას ჯანდაცვის სისტემა ვერ ხედავდეს.

ლიკა ზაკაშვილი

როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებზე მსჯელობა ძალიან აქტუალურია. არაერთი კვლევა ჩატარდა,  რომელიც ადასტურებს ეჭვს, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბი უფრო დიდია. სავარაუდოდ, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში არიან ინფიცირებული ადამიანები, რომელთა გამოვლენა სხვადასხვა ფაქტორის გამო რთულია. მათ ინფექცია ან უსიმპტომოდ გადააქვთ ან სიმპტომები ძალიან მსუბუქია.

ლიკა ზაკაშვილი

ექსპერტების დასკვნის მიხედვით, საქართველოში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დახურვიდან 10 დღის შემდეგ შემთხვევათა დღიური ზრდის ტემპი ორჯერ შემცირდა და ამის შემდეგ ეპიდემია ნელა ვრცელდება, რაც მნიშვნელოვანია დროის მოგებისა და ეპიდემიის პიკის გადავადების მხრივ. „პუბლიკა“ ორგანიზაციის პრეზიდენტ გიორგი გოცაძეს ესაუბრა.

ლიკა ზაკაშვილი

ჩამოთვლილ ჯგუფებში შედიან: მედპერსონალი; ასევე – ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტები, რომლებსაც აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები; პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფი პირები; თავდაცვის ძალებში; სტაციონარულ ფსიქიატრიული დაწესებულებებში მყოფი პირები; საეკლესიო პირები; მონასტრები და სხვა.

ლიკა ზაკაშვილი

„მოხუცებულებს მიხედვა უნდა. ყველა მოხუცდება და ვინც ახლა თანამდებობაზეა და არ ფიქრობს, კარგი პირობები შეუქმნას მოხუცებს, თვითონაც დაბერდება და მერე გვიან იქნება ფიქრი. გადაწყვეტილებას მერე სხვა მიიღებს. სიკვდილს არ უნდა ნატრობდეს მოხუცი, არ უნდა შიოდეს და სციოდეს”

ლიკა ზაკაშვილი

უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი ავადობის უწყვეტი ზრდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვლინდება და მატება ქალთა პოპულაციას ეხება. მაღალი ავადობის ქვეყნებად მიიჩნევა ის ქვეყნები, რომლებშიც ქალთა შორის ავადობა 100 000 ქალზე 10-ს შეადგენს, საქართველოში კიბოს პოპულაციური რეგისტრის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი 100 000 ქალზე 48-ს შეადგენს.

ლიკა ზაკაშვილი

გულო თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბენეფიციარია. 12 წელია, ე.წ. გლდანის ფსიქიატირულის ეზოს გარეთ არ გამოსულა. ამბობს, რომ მისი სამყარო პალატაა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის სურვილი არ აქვს, არც ქალაქში გასვლა სურს და შესაძლებლობის შემთხვევაში სხვა საცხოვრისში გადასვლასაც არ დასთანხმდება.

ლიკა ზაკაშვილი

ტანსაცმლით უზრუნველყოფა, სომატური დაავადებების მართვასთან დაკავშირებული სირთულეები, ინფრასტრუქტურა, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართვისთვის ხელმშემწყობი აქტივობების სიმწირე, რეფერალი ნარკოლოგიურ დაწესებულებაში - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რასაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში ყოველდღიურად აწყდებიან.

ლიკა ზაკაშვილი

„ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში: არსებული გამოწვევებისა და ბარიერების შესწავლა“, – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მიმდინარე წელს „ადიქციის კვლევების ინსტიტუტმა“ და დამოკიდებულების კვლევითი ცენტრმა, „ალტერნატივა ჯორჯიამ“ ჩაატარეს.

ლიკა ზაკაშვილი

საქართველოში ერთ–ერთ მძიმე გამოწვევად რჩება ბავშვთა სიღარიბე. წლების განმავლობაში ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ ბავშვთა სიღარიბე უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ქვეყნისთვის. სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები წლიდან წლამდე რთულად აღწევენ თავს ამ ვითარებას და სხვა ჯგუფებთან შედარებით უფრო რთულად გამოდიან ამ მდგომარეობიდან.

ლიკა ზაკაშვილი

ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაზე საუბარი საქართველოში წლების წინ დაიწყო. დღეს უკვე არსებობს სახელმწიფო პროგრამა და ბენეფიციარები, რომლებიც პროგრამით განსაზღვრულ სერვისს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში იღებენ. რჩება გამოწვევები - გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა და ხარისხის კონტროლი ნაწილში. ამ და სხვა საკითხებზე „პუბლიკა“ „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ ჯანდაცვის პროგრამების მენეჯერს ირმა ხაბაზს ესაუბრა. „ფონდი ღია საზოგადოება“ 2011 წლიდან უჭერს მხარს საქართველოში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამას და მის განვითარებას.

ლიკა ზაკაშვილი

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სათემო სერვისების განვითარებაზე საუბარი დეისტიტუციონალიზაციის რეფორმის პარალელურად დაიწყო.

სიახლე