ავტორი
სტატია
2021 წლის მარტში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.
დანიის კინოინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კლაუს ლადეგაარდი თბილისს სტუმრობდა. დოკუმენტური კინოს ასოციაციის (DOCA Georgia) ორგანიზებით მასთან საჯარო შეხვედრაც გაიმართა, სადაც ლადეგაარდმა კინოპროფესიონალებს გამოცდილება გაუზიარა კინოს მხარდაჭერის, კინოცენტრის მართვისა და სპეციფიკის შესახებ. ლადეგაარდს ამ ღონისძიებაზე შევხვდით და ქართულ კინოში მიმდინარე პროცესებზეც ვესაუბრეთ.
პირველი კაფე თავისუფლების მოედანთან იყო. – გამარჯობა, რომელი ხილის წვენი გაქვთ? – ვეკითხები ქართულად. – ბოდიში, არ ვიცი კარტული. რუსულად? ინგლისურად? – გაჭირვებით, მაგრამ ქართულადვე მპასუხობენ. მეტწილად რუსულენოვანი ადამიანები ქართული ენის ცოდნას მხოლოდ ამ ფრაზაში ავლენენ – „ბოდიში, არ ვიცი კარტული“. აღმოჩნდა, რომ Facebook-მეგობრები არ ცდებოდნენ. 8 კაფეს ვესტუმრეთ. მშობლიურ ენაზე მომსახურება ვერცერთ ობიექტზე ვერ მივიღეთ. მეტიც, უმრავლესობას ქართულ ენაზე მენიუც კი არ ჰქონია.
აღმოჩნდა, რომ ICAO-მ ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში, უსაფრთხოების აუდიტის შედეგად, რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო ავიაციას წითელი ალმის სტატუსი მიანიჭა, როგორც საფრთხის შემცველს.
დუმაში კანონპროექტის რეგისტრაციიდან მეორე დღეს, პრორუსულ, ძალადობრივ პარტია „ალტ-ინფოს“ ლიდერებს საქართველოს პარლამენტში შეაქვთ მსგავსი კანონპროექტი.
რამდენი ტყუილითაც არ უნდა დაამძიმონ ისტორიული სიმართლე, ის მაინც ამოტივტივდება ზედაპირზე. ისტორია თავის თავს არ დამალავს. ადამიანები მაინც ამოთხრიან წინაპრების საფლავებს და ახლოდან დააკვირდებიან თავის ქალებზე შემორჩენილ ნატყვიარებს. ყოველი ექსპონატი ალაპარაკდება. მათ შორის, პროპაგანდისტული კინოც აუცილებლად გათქვამს დამკვეთს.
„პუბლიკამ“ ბოლო წლების მსგავს მოვლენებს მოუყარა თავი და გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურიდან გამოითხოვა ინფორმაცია. 6-დან 4 შემთხვევაში პროკურატურას ბრალი ამ დრომდე არავისთვის წარუდგენია.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, კინომოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა - დასრულდა. მართალია, კულტურის სამინისტრო ვერ თუ არ ხედავს ამ ღონისძიების მნიშვნელობას (რაც დაფინანსებაზე უარში გამოიხატა), თუმცა მაყურებლის სიმრავლე და პროგრამების მრავალფეროვნება რიგით 23-ე ფესტივალის წარმატებულობის დასტური იყო.
21 ნოემბერს „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დავით ქართველიშვილმა „პოს ტივის“ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირების წესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მოძრაობა კანონპროექტს აშშ-ში 1938 წელს მიღებული კანონის ანალოგისამებრ მოამზადებს
ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალიც ამ მნიშვნელოვან ნიშას უკვე მეორე წელია, იკავებს: გვაჩვენოს და ყურადღება გაგვამახვილებინოს იმ სურათებზე, რომლებიც დიდი ფესტივალების სრულმეტრაჟიანი ფილმების ბრჭყვიალებაში იკარგებიან ხოლმე.
„ჩემი გადაწყვეტილება არ არის მხოლოდ იმით განპირობებული, რომ ასპარეზს ვუთმობ შვილს, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ იმისთვის, რომ ირაკლის შეუძლია ქართულ პოლიტიკას ძალიან ბევრი გაუკეთოს მისი ცოდნიდან და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე. გაუკეთოს უფრო მეტი, ვიდრე შემიძლია გავაკეთო მე იმ პოზიციებიდან, რომელზეც დღემდე ვიმყოფებოდი“, - განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პირველი იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკომისიის ამ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არ იგულისხმება. მისი თქმით, იმ კრიტერიუმებით, რომლებიც უკრაინულ კანონშია, ოლიგარქი არა ივანიშვილი, არამედ მამუკა ხაზარაძე, დავით კეზერაშვილი და მიხეილ სააკაშვილი გამოდიან
1783 წლის ხელშეკრულებას საქართველოსთვის არა მოუტანია რა. ზიანი კი – აუარებელი. პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა. ხმა ამ ხელშეკრულებას და რუსეთის სახელმწიფოს მფარველობას დიდი ჰქონდა. საქმით კი ძალიან მცირე იყო ის დახმარება, რომელიც რუსეთის მხრით საქართველოს აღმოეჩინა.
იგი ეკრანზე ქმნის კრიზისს, სრულ უიმედობას სწორედ იმისთვის, რომ მაყურებელში ფიქრის, იმედის ძიებისა და კრიზისიდან გამოსვლის სურვილი აღძრას, ამდენად „პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები“ უფრო ოპტიმისტურ ამოცანაზე დგას, ვიდრე პირიქით.
სუიციდთან ბრძოლაში ინფორმირებულობა მნიშვნელოვანი იარაღია. თვითმკვლელობისა თუ მისი მცდელობის შემთხვევებში, ხშირად თვალსაჩინო გამხდარა, რომ საზოგადოებამ თუ მედიამ არ იცის, როგორ უპასუხოს სწორად ამ პრობლემას.
ბერკლის უნივერსიტეტის ბლოგზე უკრაინელმა ეკონომისტებმა ღია წერილით მიმართეს ამერიკელ ფილოსოფოსს, ნოამ ჩომსკის და მის თანამოაზრე ინტელექტუალებს. „პუბლიკა“ წერილის თარგმანს გთავაზობთ.
58 წლის გოჩა შუკვანი 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში დაწყებულ ბრძოლას დღეს უკრაინაში აგრძელებს. „პუბლიკის“ მკითხველმა მისი სახელი პედაგოგ ნანა მგალობლიშვილის ნაამბობიდან გაიგო. როგორც მასწავლებელი „პუბლიკის“ მიერ მომზადებულ ვიდეოში იხსენებდა, 9 აპრილის ღამეს რუსი ჯარისკაცი ხელკეტით სცემდა, როდესაც მისთვის სრულიად უცნობი ბიჭი, გოჩა შუკვანი გადაეფარა და სასწრაფო დახმარების მანქანამდე მიიყვანა.
ცენზურის მცდელობის შემთხვევები და „შავი სიების“ არსებობა 18 თებერვალს გადაცემის კიდევ ორმა ჟურნალისტმა - თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა დაადასტურეს. გადაცემის გუნდიდან რამდენიმე ჟურნალისტმა კი მსგავსი ფაქტების არსებობა უარყო.
საერთაშორისო ჟურნალისტები მხოლოდ ჩვენ ვიყავით მარიუპოლში. ბლოკადას ორ კვირაზე მეტ ხანს ვაშუქებდით. საავადმყოფოს ვიღებდით, როდესაც შეიარაღებულმა პირებმა დერეფნებში სიარული დაიწყეს. ექიმმა შესანიღბად თეთრი ხალათები მოგვცა.
„მითხრეს, ძალიან წუხდებიან არქიტექტორები, რაღაც თხოვნებს რომ უგზავნითო“, - ასე იხსენებს ელენე ცერცვაძე თავის მორიგ მცდელობას - ხმა მიეწვდინა ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი პარკის მშენებელთათვის.
„პოსტკოვიდური სინდრომი“ – მდგომარეობა, როდესაც ადამიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, რიგი სიმპტომები კვირების ან თვეების განმავლობაში გრძელდება. სტატიაში წაიკითხავთ - რა სიმპტომები ახასიათებს სინდრომს, რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს და როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა პოსტკოვიდის მართვაში.
რა მოხდება, ერთ დღესაც რომ ძიძები სამსახურში ვერ ან არ გამოცხადდნენ? - ძიძების შრომის მნიშვნელობის გასააზრებლად ალბათ პირველ რიგში ეს კითხვა უნდა დაისვას. იურისტმა ლელა გვიშიანმა სწორედ ეს ჰკითხა შრომით უფლებებზე სამსჯელოდ შეკრებილ ძიძებს:
ნელი მონტაჟი, ფრთხილად შერჩეული კომპოზიციები და სიზმრისეული ატმოსფერო კი ტრანსცენდენტულობის ისეთ ხარისხს იძლევა, რომ ფილმში ნანახი ხის მოჭრა აღარ არის მხოლოდ ხის მოჭრა, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, ამოთხრილი ხის გაცილება აღარ არის მხოლოდ გაცილება და ასე უსასრულოდ.
კინოდარბაზების სიმწირემ და პანდემიამ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს თავისი კვალი დაატყო. „ამირანის“ ფოიეში კინომოყვარულები უკვე ნოსტალგიით იხსენებენ, როგორ უყურებდნენ ფილმებს ხალხით გადავსებულ „რუსთაველის“ დიდ დარბაზში, ზოგჯერ უბილეთობის გამო კიბეებზე ჩამოჯდომასაც რომ არ თაკილობდნენ და არც ვირუსის ეშინოდათ.
ამ სკრინინგის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიხშირე დაახლოებით 12%-დან 15%-მდეა, ლაპარაკია რისკჯგუფის ბავშვებზე. რამდენად დადასტურებულად ექნებათ გარკვეული დიაგნოზი რისკჯგუფის ბავშვებს, უფრო დეტალურად მეორე ეტაპზე გაირკვევა.
„გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“, - ამ სიტყვების ავტორი დეპუტატი და ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძეა, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. „იბერიის“ ყოფილმა ჟურნალისტებმა პოლიტიკოსის ამ საფიქრალს გამოსავალი მოუძებნეს და სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ყოფილ დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება და კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია გადაუხადოს.
2019 წელი გარკვეული თვალსაზრისით ქართული ქვიარ კინოსთვის თვითგამორკვევის ახალ ფაზადაც შეიძლება მივიჩნიოთ. მაყურებელმა ქართულ კინოთეატრებში სამი ისეთი ფილმი იხილა, რომელშიც ცენტრალური ჰომოსექსუალური ურთიერთობაა.
2018 წლის ზამთარში ხარაგაულის სოფელ ანეულას მე-7 გვირაბში მომხდარი აფეთქების დროს ნიკოსთან ერთად მისი კოლეგა - ფირუზ გოგნაძეც იმყოფებოდა. ისინი ნეკნების მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფირუზ გოგნაძეც, ნიკო კაკიაშვილის მსგავსად, მუშაობას ვეღარ ახერხებს და გადაადგილებაც უჭირს. ამბობს, რომ ოჯახს თავი საქონლის მოვლით გააქვს.
„დიოგენე“ ნოემბერში 25 წლის გახდა. „პუბლიკა“ გამომცემლობის ხელმძღვანელს თამარ ლებანიძეს ესაუბრა განვლილ წლებზე, სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე. წელს გამომცემლობამ მკითხველს არაერთი პროექტი შესთავაზა. მათ შორის ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსი, რომელიც სხვადასხვა პირობებითა და ნომინაციებით აქამდე 5-ჯერ გაიმართა. ამ კონკურსის გამარჯვებულები ჟიურიმ დღეს, 10 დეკემბერს გამოავლინა. გამაჯვებულთა ნამუშევრები კრებულის სახით გამოიცემა.
აღმოჩნდა, რომ რეგისტრაცია თითოეულ ვებგვერდზე რამდენიმე წუთშია შესაძლებელია, თუმცა თუკი მომხმარებელს სურს, თამაშს შეეშვას და საკუთარი ანგარიში გააუქმოს, უმეტეს შემთხვევაში მას მთელი რიგი ბიუროკრატიული პროცესების გავლა უწევს. გარდა ამისა, ძირითად შემთხვევაში ასაკობრივი შეზღუდვა „+18“ ვებგვერდზე ყველაზე ნაკლებად შესამჩნევ ადგილზეა განთავსებული, ისიც მკრთალი ფერებით.
შიდსს (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი იწვევს. ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს დამცავ, ანუ იმუნურ სისტემას და თანდათანობით მწყობრიდან გამოჰყავს იგი. აივ ინფექცია ეწოდება აივ-ით გამოწვეულ დაავადებას.
ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორმა კომპანია „შუქრუთი +-მა“ ორი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა - საბაგირო გზის მკვებავის მემანქანე ნოდარ ტეფნაძე და სატვირთო საბაგირო გზის სამთო ოსტატი თორნიკე ნოზაძე. როგორც ისინი ამბობენ, გათავისუფლების რეალური მიზეზი არასათანადო შრომის პირობებზე გამოთქმული პროტესტი იყო.
უსახსრობის გამო თვითნებურად მიღებული უხარისხო პრეპარატები, არაკვალიფიციურ ექიმთან ვიზიტი ჯანმრთელობის რისკის ფასად, ფინანსურ ტვირთად ქცეული დიაგნოსტირებისა და მედიკამენტების ხარჯები - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელთა წინაშეც საქართველოში მცხოვრები ტრანსი ადამიანები დგანან.
ანანო ცინცაბაძე მიიჩნევს, რომ პროექტი მხოლოდ ბიზნესინტერესზეა მორგებული და საჯარო ინტერესი უგულვებელყოფილია. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გარდა ისტორიული ღირებულებისა, კინოთეატრი „რუსთაველი“ მნიშვნელოვანი საჯარო სივრცეც არის.
ოქსფორდის ვაქცინა ჩამორჩება Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებს, რომელთა ეფექტურობამაც კვლევების მესამე ფაზის პირველადი შედეგით 95%-იანი ეფექტი აჩვენა. მიუხედავად ამისა, ოქსფორდის ნაწარმი გაცილებით იაფია, ასევე მისი შენახვა და გადაზიდვა წინამორბედი კომპანიების ვაქცინებზე უფრო მარტივია.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოს 150-კაციან პარლამენტში 8 ოპოზიციურმა პარტიამ პროპორციული სიით ჯამში 59 მანდატი მოიპოვა. სავარაუდოდ, 17 მაჟორიტარულ ოლქში კი დაინიშნება მეორე ტური. „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრევლესობის მოსაპოვებლად სულ მცირე 2 ოლქში მაინც უნდა გაიმარჯვოს, ოპოზიციამ კი - ჩვიდმეტივეში.
29 იანვრის დილით სამსახურში მისული ნინო (რესპონდენტის თხოვნით სახელი შეცვლილია) ვერც კი იფიქრებდა, რომ ის დღე მომდევნო კვირებისა და თვეების სიმძიმეს განსაზღვრავდა. უსამსახუროდ დარჩენილი 51 წლის კულინარი დღეს მოკვეთილი თითით აგრძელებს ბრძოლას საკუთარი შრომითი უფლებებისთვის.
BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსური დანაშაულის აღკვეთის ქსელიდან (FinCEN) გაჟონილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მსოფლიოში უდიდესმა ბანკებმა დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარის ტრანზაქცია განახორციელეს და კრიმინალებს საშუალება მისცეს, შავი ფული მთელი მსოფლიოს ბრუნვაში ჩაეშვათ.
სწორედ „ჯდჯ პალასი“ აშენებდა სასტუმროს მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე. მშენებლობის დროს 2018 წელს კლდის ნაწილი ჩამოიშალა. ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 2018 წელს კომპანია 30 000 ლარით დაჯარიმდა და დამკვეთს ახალი გეოლოგიური კვლევის ჩატარება, კონსტრუქციული ნახაზებისა და შეფასების მომზადება დაევალა. გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიუხედავად სამშენებლო პროცესი გაგრძელდა.
გამოდის, რომ გამოძიებას არასწორ ინფორმაციას აწვდიან - ან ნიკა ჟვანია, რომელიც ამბობს, რომ ლ.შ. მათთან ერთად „მერსედესით“ წავიდა თბილისში; ან ნ.ქ., რომელიც ამბობს, რომ ლ.შ. მასთან ერთად დარჩა მცხეთაში და შემდეგ ავტოსტოპით დაბრუნდა თბილისში.
პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მოქალაქეების სოციო-ეკონომიკურ და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას თავისი კვალი დაატყო. შესაბამისად, სოციალური მუშაობის როლმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სოციალური მუშაკების სამუშაო დატვირთვა საგრძნობლად გაიზრდება.
2018 წლის ივნისში თბილისის მეტრო მემანქანეების გაფიცვის მიზეზით პირველად გაჩერდა. გაფიცვას, რომლის მთავარი მოთხოვნაც ხელფასის 45%-ით გაზრდა იყო, სათავეში ედგა დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“. გაფიცვას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა: სასამართლოს ორი განჩინება, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელსაც ქალაქის მერიც იმეორებდა და შრომის პირობებით უკმაყოფილო დასაქმებულებს ხისტი რიტორიკით პასუხობდა და ა.შ. ამ დაბრკოლებების მიუხედავად, გაფიცვა 3 დღეს გაგრძელდა, რამაც საზოგადოებასაც და დამსაქმებელსაც ცხადად დაანახვა მეტროს თანამშრომელთა შრომის მნიშვნელობა.
არ არსებობს მიზეზი, რის გამოც უნდა ცდილობდე, რომ თეთრ ხალხს დაემსგავსო და არანაირი საფუძველი არ არსებობს იმ თავხედური დაშვებისთვის - რომ მათ უნდა მიგიღონ შენ. ჩემო ძველო მეგობარო, საშინელება მართლაც ის არის, რომ შენ უნდა მიიღო ისინი. და ამას სრული სერიოზულობით ვამბობ. შენ უნდა მიიღო ისინი, მიიღო სიყვარულით. რადგან ამ უმანკო ხალხს სხვა იმედი აღარ დარჩენია.
ეს პორტალია, კარიბჭეა ერთიდან მეორე სამყაროში გადასასვლელად. ჩვენ შეგვიძლია მასში შევიდეთ, თან შევათრიოთ ჩვენი მცდარი აზრებისა და ზიზღის ჩონჩხები, ჩვენი სიხარბე, ჩვენი საბანკო ანგარიშები და მკვდარი იდეები, ჩვენი მკვდარი მდინარეები და კვამლიანი ცა. ან შეგვიძლია მსუბუქად შევიდეთ, მცირე ბარგით, სხვანაირ მსოფლიოზე ფიქრისა და მისთვის ბრძოლისთვის გამზადებულნი.
სურს, რომ ისწავლოს, მაგრამ შიშობს, უნივერსიტეტში ტრანსფობიურად განწყობილი ლექტორები და სტუდენტები დახვდებიან. განსაკუთრებით აინტერესებს ფსიქოლოგია, ამ დარგზე პატარა ბუკლეტის წაკითხვაც კი სიამოვნებას ანიჭებს. მკერდის ოპერაციის გაკეთებაც უნდა, თუმცა ბინის ქირისა და სხვა საჭიროებების გამო თანხას ვერ აგროვებს.
„კარანტინი ჩვენთვის მომგებიანი აღმოჩნდა: სანამ ეს გაგრძელდება, თავზე ჭერიც გვექნება. შემდეგ რა იქნება, არ ვიცით. ამაზე ფიქრიც არ გვინდა. ერთი დღით ვცხოვრობთ“ - ეს სიტყვები კუბელ კაცს ეკუთვნის. ის წელიწად-ნახევრის წინ ჩამოვიდა ვალენსიაში. კერძო ფონდ Per amor a l'art-ის დაფინანსებულ ცენტრში ცხოვრობს კოლუმბიელი, ნიკარაგუელი და რუმინელი მიგრანტების ოჯახებთან ერთად.
ესპანელი კინორეჟისორის, პედრო ალმოდოვარის დღიურის მესამე ნაწილს ბრიტანული კინოს ინსტიტუტი (BFI) აქვეყნებს. დღიურის წერა რეჟისორმა თვითიზოლაციაში, 23 მარტიდან დაიწყო. მესამე ნაწილში ალმოდოვარი განიხილავს ლიტერატურას და მკითხველს კარანტინში საკითხავ წიგნებსა და ფილმებს ურჩევს.
იმ ღამით ვიცოდი, რომ მომდევნო დღეს გარეთ გასვლას შევეცდებოდი; თავი ისე ვიგრძენი, თითქოს წინასწარ განზრახული დანაშაულის ჩადენას ვაპირებდი. იმ ადამიანივით ვიყავი, აკრძალული სიამოვნების მორევში გადაშვება რომ განუზრახავს და თავს ვერ შველის. იაფფასიან ლიტერატურასავით კი ჟღერს, მაგრამ მე შინაპატიმრობის ეფექტს ვაბრალებ.
ესპანელი კინორეჟისორის, პედრო ალმოდოვარის დღიურს გამოცემა Indiwire აქვეყნებს. დღიურის პირველი ნაწილი რეჟისორმა თვითიზოლაციაში, 23 მარტს დაწერა. ის დეტალურად აღწერს, როგორ ეგუება თვითიზოლაციას და რომელმა ფილმებმა მოუტანა შვება. იხსენებს ჩაველა ვარგასს, შონ კონერისა და ლუჩია ბოზეს:
„დამშვიდდით, საშიში მხოლოდ რისკჯგუფისთვის არის“ – კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ასეთი რიტორიკა მედიასა და სოციალურ ქსელებში არაერთხელ შეგხვდებოდათ. „პუბლიკა“ რისკჯგუფში მყოფ ადამიანებსა და ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს ესაუბრა, როგორ აღიქვამენ ისინი მსგავს არაეთიკურ რიტორიკას და რა გავლენას ახდენს ეს მათზე? რადგანაც რესპონდენტები პერსონალურ ინფორმაციაზე საუბრობენ, ჩვენ მათი გვარები დავფარეთ.
კორონავირუსის მზარდი დადასტურებული შემთხვევების შემდეგ იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იტალიაში ბოლო მონაცემებით 12 462-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 632 ადამიანი. ამ მონაცემებით იტალიას მხოლოდ ჩინეთი უსწრებს. ირანში, სამხრეთ კორეასა და საფრანგეთში ჯამში (384) იტალიაზე ნაკლები ადამიანი დაიღუპა. იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების 5%-იანი მაჩევნებელია, რაც ბევრად აღემატება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს - 3,4%-ს.
ჯანდაცვის სამინისტრომ ათობით სოციალური მუშაკი კადრების სიმწირის ფონზე სამსახურიდან გაათავისუფლა. ამ საკითხზე უწყებების პასუხები კვლავ ბუნდოვანი და ურთიერთგამომრიცხავია. როგორ ასაბუთებს სამინისტრო მათ გათავისუფლებას? რა კრიტერიუმებით შეფასდა სოცმუშაკები? რას გეგმავენ გათავისუფლებულები?
ერთ-ერთი სოციალური მუშაკი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ შეუძლებელია კვირაში 4 დღე, მათ შორის შაბათ-კვირა, 5-5-საათიან კურსს დაესწრო, იმეცადინო, გამოცდები წარმატებით ჩააბარო და თან სოციალური მუშაკის საქმე ხარისხიანად შეასრულო.
„ბავშვობაში მეგონა, რომ ვერ მიმიღო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ რეალურად ჩემზე ზრუნავდა. განიცდიდა, რომ ამ გარემოში მომიწევდა ცხოვრება და ნერვიულობდა ჩემს მომავალზე, იმაზეც, რამდენი პრობლემა და დაბრკოლება შეიძლებოდა შემქნოდა“, – ამბობს ლადო.
15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ მედიაში კვლავ აქტუალური გახდა გახმაურებული „ყინწვისის საქმე“ და მასში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხი. „ყინწვისის საქმის“ ყოფილი პოლიტპატიმრები ძალადობასა და ზეწოლაში ორ პროკურორს ადანაშაულებდნენ - პროკოფი ჭანკოტაძესა და დავით ხიზანაიძეს.
უსახლკაროდ დარჩენამ მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და მათი სამომავლო გეგმები თავდაყირა დააყენა. ესაა ისტორიები ქუჩაში გათენებულ ღამეებზე, სანაგვეში ნაპოვნ საჭმელზე, სექსსამუშაოში იძულებით ჩართულ თუ მეგობრების იმედად დარჩენილ ადამიანებზე.
ფილმში სიღარიბე არც ესთეტიზებულია და არც დრამატიზებული. ავტორი არ ცდილობს, რომ მაყურებელს ვინმე შეაცოდოს, ის უბრალოდ ჰყვება ამბავს, ისეთს, როგორიც ის არის; 80-ევროიან ბაყაყებზე, მეზობლის ბიჭზე (სურსათის დაჟანგულ მაღაზიასთან შებინდებისას თემოს გულს რომ გადაუშლის), სასადილოში ღვთისმშობლის ხატზე და გლდანის ბავშვთა სახლის ზეიმზე.
„მე არ ვცხოვრობ სახელმწიფოში, მე ვცხოვრობ დასახლებულ პუნქტში“, - რეჟისორის მიერ წარმოთქმულ ამ სიტყვებს რამდენიმე წუთში თავისივე პერსონაჟიც გაიმეორებს - „მინდა, სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც არ ეგუება დასახლებულ პუნქტში ცხოვრებას“, - მიმართა შავგულიძემ პუბლიკას.
მშრომელთა უფლებები, ეკოლოგია, განათლება – ეს იმ სფეროების არასრული ჩამონათვალია, რომელთა პრობლემებზეც სტუდენტი, აქტივისტი ირაკლი კუპრაძე ბოლო წლების განმავლობაში საჯაროდ საუბრობდა. თბილისში, ტყიბულსა თუ ჭიათურაში რთულად ნახავდით საპროტესტო კერას, სადაც ირაკლი არ მონაწილეობდა. ის იყო მოძრაობა „მწვანე მუშტისა“ და „აუდიტორია #115-ის“ წევრი, მონაწილეობდა გრიგოლ გეგელიას საარჩევნო კამპანიაში. 15 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კუპრაძე, გრიგოლ გეგელია და ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრები გახდნენ.
„სერიოზულ შეცდომას უშვებ!“, - მომაძახა კინოთეატრის შესასვლელთან ქალმა, რომელიც კინოჩვენებას აპროტესტებდა. წინ კი აეროპორტის საკონტროლო პუნქტად გადაქცეული ფოიე დამხვდა. ამდენი პოლიციელი სავაჭრო ცენტრში არასდროს მენახა. თითქოს, სხვა ქვეყანაში მიწევდა გადასვლა ფილმის სანახავად. ამ წინააღმდეგობებმა აკინის ფილმის ნახვის სურვილი გამიასმაგა.
სიახლე
ბლოგი
ამ ყველაფრის ფონზე რა სასაცილოდ გამოიყურება 3 მარტის მისალოცი ბარათები: „გილოცავთ დედის დღეს!“. როგორი მონდომებით ცდილობს ყველა, ქალები მხოლოდ რეპროდუქციულ ფუნქციას დაუქვემდებარონ და დანარჩენ ყველაფერზე თვალი დახუჭონ.