ავტორი
სტატია
საია მიიჩნევს, რომ სასამართლო დროულად არ ასრულებს ამ საქმეების განხილვას, სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქტივისტების შეწყალება თავისი საპრეზიდენტო უფლებამისილების ფარგლებში ვერ მოასწროს. ისე როგორც ეს აქტივისტ გიორგი შანიძის შემთხვევაში მოხდა.
ლევან იოსელიანი სახალხო დამცველი 2023 წლის მარტიდანაა. ხელფასი მას ამ თანამდებობაზე ყოფნიდან ერთ წელში გაეზარდა.
65 მილიონის ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ნინო წილოსანის მამა, ბადრი წილოსანი და მასთან ერთად ამ საქმეში ბრალდებული პირები სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა.
ჩვენი კანონმდებლობა დღეს არ ითვალისწინებს მარიხუანის შეძენის ლეგალურ გზას. სხვადასხვა სიმკაცრის ჯარიმებია გათვალისწინებული მარიხუანის ფლობაზეც.
მუხლი, რომლის საფუძველზეც აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, პარლამენტმა გასულ წელს - მარტის აქციების შემდეგ - დაჩქარებული წესით მიიღო.
ექიმებს, სოციალურ მუშაკებს, ფსიქოლოგებს, მათ, ვისაც ყოველდღიურ საქმიანობაში უწევთ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელთან შეხება, პროექტი CPR.GE უფასო ტრენინგ-მოდულებს სთავაზობს.
ვებგვერდზე თავმოყრილია ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ნარკოლოგიურ სერვისებზე; აქ წაიკითხავთ რჩევებს მშობლებიც; ვებგვერდზე ნახავთ თვითშევსებად ტესტებს, რომლებიც დაგეხმარებათ, თავად გაერკვეთ, გაქვთ თუ არა პრობლემური დამოკიდებულება სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე და ა.შ.
„მევახშეობა უპირველესად სიღარიბესთან, არასათანადო სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სერვისების ხარვეზებთან არის დაკავშირებული. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანები ჯანმრთელობის საჭიროებების გამო თანხმდებიან მევახშეების მიერ შემოთავაზებულ მძიმე პირობებს"
საქართველოს საგანმანათლებლო სექტორში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციისკენ მიმართულ პროგრამებს სისტემური ხასიათი არ აქვს და, გარდა ფრაგმენტული აქტივობებისა, მოზარდებზე ზრუნვის ეს საფეხური კვლავ გამოტოვებულია, მაშინ როცა, საგანმანათლებლო სექტორს ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისგან ახალგაზრდა თაობის დაცვაში
ოდენობების თემა ნარკოპოლიტიკის სფეროში ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია, მასზე მოდის სამართალდამცავი უწყებების ყველაზე დიდი წინააღმდეგობა
მოძრაობას მიაჩნია, რომ ვინაიდან არსებობს ლიცენზიის გაუქმების მკაფიო საფუძვლები, სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი ხედვა საკითხის მხოლოდ დროში გაჭიანურებას ემსახურება. სწორედ ამის გამო მიმართეს მათ ოფიციალური წერილით და პასუხის მიღებას 11 ნოემბრამდე ელიან. სწორედ ამ დღის შემდეგ გაირკვევა პროტესტის მომდევნო ნაბიჯებიც
წამალი არ არის ფუფუნების საგანი. ის არის ჯანმრთელობის პირობა და წამალზე ხელმისაწვდომობა ადამიანის კანონით განსაზღვრული უფლებაა. როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, ფარმა სექტორი ოლიგოპოლიურია; კონკურენცია არ არსებობს; რეგულაციები ჯერ კიდევ სუსტია; სახელმწიფო ვერ იცავს მოსახლეობას ბიზნესის ინტერესისგან
ბავშვთა კეთილდღეობას ჩვენ უნდა შევეხოთ ბავშვებით, რა თქმა უნდა, მაგრამ არა მარტო ბავშვებით... აი, იმ სოციალური კონტექსტით, რომელშიც ისინი არიან – ოჯახებით, მშობლებით, სკოლითა და სხვა. აბსტრაქტულად ის, რომ მოდი, გავზარდოთ დახმარება და გახდეს 200 ლარი, (რომელიც არც ვიცით, როგორ მიდის ბავშვამდე) გამოსავალი არაა.
აღნიშნულ სტატიაში „პუბლიკა“ ფსიქოტროპული მედიკამენტებისა და არალეგალური ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესახებ მონაცემებს მოუყრის თავს და წარმოვადგენთ შედარებას 2015 წლის შედეგებთან
საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს. შემწეობის მიღება კი ჯამში 340 281 ბავშვს სურს (37.7%); ბავშვებში აბსოლუტური სიღარიბის დონე 19.6%-ია [ყოველი მეხუთე]
„პრევენცია საქართველოში ხშირად გაგებულია, როგორც პიარი, ხმამაღალი ლოზუნგები - „ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნარკოტიკის, ნარკოტიკი ცუდია“. ეს არ არის პრევენცია, ძალიან ხშირად ეს უნებლიე პოპულარიზაციასაც უწევს ნარკოტიკებს. პრევენციის დანერგვიდან 10 წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ დადებითი შედეგები მოვიმკათ. ამიტომ, მისი დაფინანსება გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის არ არის მომხიბლავი"
მედიას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ნარკოტიკების პრობლემის გონივრული და პრაგმატული მართვის საქმეში. ამისთვის აუცილებელია, რომ მედიაორგანიზაციები და ჟურნალისტები იყვნენ წიგნიერი ამ საკითხში, დაინახონ საკუთარი როლი ამ პრობლემის მართვის პროცესში
პრევენცია არ უნდა დავიყვანოთ კამპანიურ ღონისძიებებზე, არც მარშ-გარბენებზე, რომელიც ეძღვნება ცხოვრების ჯანსაღ წესს, არც ფსიქოაქტიური ნივთიერებების რისკის თაობაზე ინფორმირებასა და შესაბამის ლოზუნგებზე. პრევენცია უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი იმისათვის, რომ დავძლიოთ სიღარიბე, შევქმნათ სამუშაო ადგილები, სკოლა იყოს კარგი, ბავშვებისა და მოზარდებისთვის იყოს ხელმისაწვდომი განვითარების შესაძლებლობები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, არსებობდეს ფსიქოლოგიური და სოციალური ზრუნვის სერვისები.
„ნარკოტიკი კლავს“, „არა ნარკოტიკს“, „სიცოცხლეს ნუ გაცვლი“ - ინტერვიუს დროს ვისაუბრეთ იმაზე, რატომ არ აქვს ასეთ კამპანიებს პრევენციული შედეგი და პირიქით, რას აქვს
რა არის პრევენციული პროგრამის მიზანი, როგორ დანერგეს ის გერმანიაში და რა გამოცდილებას უზიარებენ ქართველ კოლეგებს – პრევენციულ პროგრამაზე უფრო დეტალურად „პუბლიკასთან“ ელენ ჰიპი და პიტერ აიხინი საუბრობენ
„ძალიან ბევრი ადიქციური ქცევა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიდან მომდინარეობს და თუ ჩვენ ახალგაზრდებისთვის კეთილდღეობა გვინდა, ეს ნიშნავს, რომ უნდა ვიზრუნოთ მათ ფსიქიკურ კეთილდღეობაზე“
რა არის ემოციური რეგულაცია და რა როლი აქვს მას მოზარდის განვითარებაში? როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს ქცევის კონტროლში? და რა სირთულეებს წააწყდება ის, თუ არ აღვჭურავთ შესაბამისი უნარებით – მაგალითად, როგორ უნდა გაუმკლავდეს ბრაზს, სევდასა თუ იმედგაცრუებას
თქვენი შვილიც ჭირვეულობს დილით სკოლაში წასვლის წინ? გთხოვთ, რომ სახლში დატოვოთ? ცუდად ყოფნას იმიზეზებს? ტირის და უხასიათოდაა? - ამის მიზეზი შეიძლება ბევრად უფრო სიღრმისეული იყოს, ვიდრე მხოლოდ გაკვეთილებისგან თავის არიდება. მტკიცებულების მიხედვით, სკოლის გაცდენა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისა და კანონთან შესაძლო კონფლიქტის წინასწარმეტყველი ფაქტორია.
„არა ნარკოტიკს“, „ნარკოტიკი კლავს“, „უთხარი უარი ნარკოტიკს“, „სიცოცხლეს ნუ გაცვლი“ – გიფიქრიათ, სკოლის კედლებზე გამოკრულ ამ ერთი შეხედვით უწყინარ, კეთილი მიზნების მქონე მოწოდებებს მოაქვს თუ არა შედეგი? რას ფიქრობთ, რამდენად საკმარისია სასკოლო ძალისხმევა და საერთოდ, რას ნიშნავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა?
კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტები 60-ზე მეტი მდგომარეობის სამართავად და გვერდითი მოვლენების შესამცირებლად გამოიყენება
ზუგდიდში მეტადონის პროგრამის წინააღმდეგ არსებული უკმაყოფილება რამდენიმე სისტემური პრობლემის არსებობაზე მეტყველებს. სტიგმასთან ბრძოლის საჭიროების გარდა, წლებია სათემო ორგანიზაციები პროგრამის დიზაინის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ, რასაც გავლენა ექნებოდა არსებულ გამოწვევებზეც. წლების განმავლობაში ამ საკითხების მოუგვარებლობამ კი უკმაყოფილების ისრები მხოლოდ ბენეფიციარებისკენ მიმართა და საზოგადოებაში პროგრამის მიმართ სკეპტიციზმიც გააღრმავა.
„გააღეთ ბოტანიკურის ჭიშკარი!“, „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს უფასო!“ – ამ მოთხოვნით ზუგდიდში მოქალაქეები თითქმის ერთი თვეა, აქციებს მართავენ
იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაცვის მხარის საჩივარს სრულად გაიზიარებს, ზურაბაშვილი საპტიმროდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდება
„პოსტკოვიდური სინდრომი“ – მდგომარეობა, როდესაც ადამიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, რიგი სიმპტომები კვირების ან თვეების განმავლობაში გრძელდება. სტატიაში წაიკითხავთ - რა სიმპტომები ახასიათებს სინდრომს, რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს და როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა პოსტკოვიდის მართვაში.
მიწის ნაყოფიერი ფენის განადგურება, ჰაერისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურება, ეროზიული პროცესების გააქტიურება, ვიბრაცია, მტვერი და ხმაური - ეს ის პოტენციური სცენარია, რასაც რაჭაში, სოფელ შქმერში მანგანუმის მოპოვების შედეგად მოსახლეობა ელოდება
დარეგისტრირების შემდეგ კი, ამ პარტიის და მისი ხელმძღვანელი პირების მოქმედები და განცხადებები შეიძლება იყოს განხილული, როგორც პარტიის მოქმედება. თუ ამაში გამოჩნდება არაკონსტიტუციური მოქმედება, მაშინ შესაძლებელი იქნება, უკვე დაისვას პარტიის აკრძალვის საკითხი
ზედოზირების დროს გამოსაყენებელ უალტერნატივო მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის მხრივ მნიშვნელოვანი ბარიერი არსებობდა - გაიგეთ როგორ მოქმედებს ის და რა შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ
რა გზით შეძლო ძებნილმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება – ესაა საკითხი, რის შესახებაც საზოგადოებასთან ამ ეტაპზე თავად არც სააკაშვილი საუბრობს, არც საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაია და არც საგამოძიებო უწყებები
ნამახვანჰესთან დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით შეხვედრები გრძელდება. რა ეტაპზეა პროცესი, რაზე შეჯერდნენ მხარეები, როგორია მოლოდინი და რა კრიტიკული შენიშვნები აქვს მთავრობის მოქმედებებთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორს – ამ საკითხებზე „პუბლიკა“ შეხვედრის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა
ფრაგმენტული, უგუნური, პოპულისტური მიდგომა – ასე აფასებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი თქმით, როდესაც ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმა განუხორციელებულია, ამ პირობებში ისევ სასჯელის გამკაცრებაზე საუბარი, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება კვლავ ფრაგმენტულ, ზედაპირულ მიდგომებს არჩევს და სისტემურ მიდგომებზე ყურადღებას არ ამახვილებს
სასამართლომ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ტარიფი 125%-ით განსაზღვრა – კომპანია „ჩირინას“ ორმა დასაქმებულმა ზეგანაკვეთურად ნამუშევარ საათებსა და მათი ანაზღაურების ოდენობაზე სასამართლო დავა მოუგო
ეკა მალანია რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ექთნად მუშაობს. გვიყვება ემოციურად და ფიზიკურად დამღლელ მორიგეობებზე, მძიმე სამუშაო პირობებსა და გრაფიკზე, ანაზღაურებაზე - ყველაფერ იმაზე, რის წინაშეც კორონავირუსის პანდემიამ სამედიცინო პერსონალი დააყენა.
ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი სოციალური აგენტები პანდემიის დროს კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩდნენ. საქმე ისაა, რომ კორონავირუსის გამო სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით აღარ ხდება ოჯახების გადამოწმება, სოცაგენტები მარტის თვიდან მხოლოდ იმ ოჯახებს ამოწმებენ, ვინც ამას თავად მოითხოვს.
ნარკოდანაშაულის რომელ მუხლებზე ვრცელდება ამნისტია, რა ხარვეზებს ხედავენ მასში და რა რეკომენდაცია აქვთ კანონპროექტის ავტორებისთვის – „პუბლიკა“ EMC-ის იურისტის გურამ იმნაძის შეფასებას გთავაზობთ.
2020 წლის 20 მარტი – ზესტაფონთან სატვირთო მატარებლის ვაგონში ხანძარი გაჩნდა. დაკვამლიანების შედეგად დაიღუპა მექანიკოსი – 37 წლის ზვიად რობაქიძე. მას მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი, სალომე და ირაკლი დარჩა
დარგის ექსპერტების აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ტკივილის მართვა დაეფუძნოს არა დიაგნოზს და ან სიცოცხლის პროგნოზს, არამედ როგორც ეს მთელს მსოფლიოშია - ტკივილის ინტენსივობას. ანუ თუ ტკივილი ძლიერია და არ მოქმედებს სხვა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, პაციენტს უნდა ჰქონდეს წვდომა ოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებლებზე, რათა ისინი არ დაიტანჯონ ძლიერი ტკივილისგან.
შრომის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, პროფკავშირები, აქტივისტები ცვლილებებს მიესალმებიან, თუმცა გამოყოფენ საკითხებს, რომელიც კანონმდებლობაში კვლავ პრობლემად რჩება. ამ შენიშვნებს სტატიაში მოგვიანებით მივუბრუნდებით, მანამდე კი ყურადღებას კანონში შესულ ცვლილებებზე გავამახვილებთ.
შრომის ინსპექციას დაშვება ექნება ნებისმიერ საწარმოში ( საჯარო იქნება ეს თუ კერძო), სამუშაო სივრცეში – ყველგან, სადაც შრომითი ურთიერთობებია, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. კერძო სივრცეში (მაგალითად, სახლი, რომელიც არ არის ტიპური სამუშაო ადგილი) შესვლის უფლებაც ექნებათ, მაგრამ ამ შემთხვევაში სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, როდესაც არსებობს გონივრული საფუძველი იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შესახებ.
კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას შრომის ინსპექციის სამსახური, რომლის იურიდიული სტატუსი იქნება - სსიპ და იქნება ჯანდაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული. კანონის მიღების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს რეოგრანიზაცია და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს ამ სამსახურს.
„ავიღოთ პასუხისმგებლობა ერთმანეთზე! მოვძებნოთ ერთმანეთი… ვიმოქმედოთ სამართლიანად, კეთილგონივრულად და სწრაფად! და რაც მთავარია, ვიყოთ გულწრფელი“, – ვკითხულობთ facebook-ზე შექმნილ ჯგუფში, სადაც მოქალაქეები ერთმანეთს გადასახადების გადახდაში ეხმარებიან.
ჯოყოლოს - ხეობის ერთ-ერთ სოფელს რამდენიმე კვირის წინ ვესტუმრეთ, როცა ჯერ კიდევ თოვლი იდო. რა მოხდა? რატომ? რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება? – ამ კითხვებს პანკისში აქტუალობა ერთი წლის შემდეგაც არ დაუკარგავს. რესპონდენტები გველაპარაკებიან გულღიად. მათ ხმაში ცხადად იგრძნობა წყენა და ბრაზი...
სამოქალაქო სექტორის, დარგის სპეციალისტების, რეფორმაზე მომუშავე ჯგუფების განწყობების საფუძველზე, ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა და ზოგადად, დაპირებების შეუსრულებლობის მაგალითების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით რაიმე დადებითი გადაწყვეტილების იმედი ამოიწურა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციისკენ მიმართულმა კანონპროექტებმა, კანონის სტატუსი უკვე მერამდენე ჯერია, ვერ მოიპოვა.
პროგრამის მოდული, მოზარდებისთვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მიმართული იქნება აზარტული თამაშებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების თავიდან არიდებაზე
ხელუხლებელი გარემოს დაბინძურება, ხეობისთვის ტურისტული პოტენციალის დაკარგვა, კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობების საფრთხის წინაშე დაყენება - ეს იმ არგუმენტების მცირე ჩამონათვალია, რომელთა გამოც მოსახლეობა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები პროექტის ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ასაშენებლად ალტერნატიული ადგილმდებარეობა შეირჩეს.
ამბროლაურიდან 25 კილომეტრში, რაჭის პატარა სოფელ ურავში დარიშხანის სუნი ისევ იგრძნობა. მოსახლეობა ცხოვრებას განაგრძობს, იზრდებიან ბავშვები, პურიც ცხვება, მაგრამ მათ ყოველდღიურობას დარიშხანის კვალი აჩრდილივით დღემდე დაჰყვება. სოფელში დარიშხანის ყოფილი საწარმოს ნანგრევები ახლა ქვეწარმავლების ბუდედ ქცეულა. აქ წინა საუკუნის 30-იანი წლებიდან 90-იანებამდე დარიშხანის მადანს ამუშავებდნენ. პროდუქცია საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოიყენებოდა როგორც სამხედრო, ასევე მრეწველობის სხვადასხვა დარგში.
სიახლე
აუდიო
ვიდეო
ფოტო ისტორია
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ საცხოვრებლად საფრთხის შემცველი და დანგრევის პირას არსებული ქონების კომპენსაციის მოთხოვნით მარტიდან უწყვეტ პროტესტს მიმართავს. ერთ თვეზე მეტია, მათ შიმშილობაც დაიწყეს და რამდენიმე მათგანს პირიც აქვს ამოკერილი.
ადგილზე აღსრულების პოლიციის გამოჩენისთანავე ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. მხარდამჭერებს სახლის შესასვლელი ბარიკადის შესაქმნელად მანქანებით ჩაეხერგათ. უწყების წარმომადგენელთა შეჩერებას წყლის შესხმით, დამუნათებით, ფიზიკური წინააღმდეგობით ცდილობდნენ