ავტორი
სტატია
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ყოველკვირეული ამერიკული ჟურნალი და ვებ-გამოცემა billboard (“ბილბორდი”), რომელიც მთლიანად მუსიკალურ ინდუსტრიას ეძღვნება (პოპი, ჯაზი, ჰიპ-ჰოპი, ელექტრონული მუსიკა და ნაწილობრივ, კლასიკა) და რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს საერთაშორისო მუსიკალურ საყაროში მიმდინარე პროცესებზე, აქვეყნებს სტატიას ქართველი პიანისტის, გიორგი გიგაშვილის შესახებ.
იოსელიანი ეკუთვნის იმ მცირერიცხოვან კინორეჟისორთა რიცხვს, რომლებიც პოლიტიკურ და მხატვრულ კომპრომისებზე არასოდეს წასულან.
კოტბუსის 34-ე საერთაშორისო კინოფესტივალი (5-10 ნოემბერი) ქართული კინემატოგრაფისათვის იღბლიანი აღმოჩნდა. მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გამარჯვება წილად ხვდა ნუცა წიქარიძის ფილმს „მცხუნვარე მზე“, რომელიც ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია.
მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, 23 წლის ქართველი პიანისტი, გიორგი გიგაშვილი 31 ოქტომბერს ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში დაუკრავს.
ექსპერტთა და დარგის წარმომადგენელთა პირველი და უმთავრესი რეაქციებით, თინათინ რუხაძე ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ხანმოკლე დროით არჩეული კულტურის მინისტრი, გამომდინარე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური, არაორდინარული სიტუაციით.
22 სექტემბერს კინოთეატრ “ამირანში” რეჟისორ ელენე მიქაბერიძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის - „ლურჯი მოცვის“, ეროვნული პრემიერა გაიმართება.
სცენაზე არტისტული ქაოსის ატმოსფეროს ქმნის უწესრიგოდ მიმობნეული საგნების, ნივთების და „წითელი ცხვირების“ გროვა, რომელსაც უგრძნობლად დაჰყურებს სკამზე მჯდომი კლოუნის კონსტრუქცია (მხატვარი და სცენოგრაფი - მამუკა ერქომაიშვილი), კოსტიუმები ნამდვილად ეფექტურია და ცოტათი თანამედროვე ოპერის ატმოსფეროს წააგავს (ნინი კერატიშვილი).
23 წლის ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი წარდგენილია Edison Awards-ის ნომინაციაში - Newcomer („ახალმოსული“). დაჯილდოების ცერემონია 7 ოქტომბერს, ამსტერდამში გაიმართება. 31 ოქტომბერს კი ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში, „კარნეგი ჰოლში“, მისი დებიუტი შედგება.
როდესაც ესტონელი მაეტრო, პაავო იარვი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფესტივალის დახურვაზე პიარტის ცნობილ ნაწარმოებს - Cantus in Memoriam Benjamin Britten-ს დირიჟორობდა, ყველასათვის გასაგები იყო, რომ სინამდვილეში ეს დიდი ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძისა და ასევე, მისი მამის, კომპოზიტორ დავით თორაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი არტისტული, მუსიკალური და ადამიანური ჟესტი იყო...
ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია, სულხან ცინცაძის ხალხური მოტივები და ლიზა ბათიაშვილის საოცარი ბრამსი „ევროპაკონცერტზე“.
ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ზედიზედ ორი საპრემიერო წარმოდგენით საოპერო სცენას უბრუნდება: ნეაპოლის „სან კარლოში“ ის შეასრულებს ლაურა ადორნოს პარტიას ამილკარე პონკიელის „ჯოკონდაში“, ხოლო მიუნხენის „შტატსოპერაში“ ამნერისს ვერდის „აიდაში“.
ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ზუსტად ისე მოულოდნელად დასრულდა, როგორც ვარაუდობდნენ - მოულოდნელი ფილმის გამარჯვებით.
ახლახან დაარსებულმა საქართველოს კინოინსტიტუტმა (GFI) ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ევროპულ კინობაზრობაზე (EFM) დამოუკიდებელი სტენდი და საქართველოს კინოინდუსტრია რამდენიმე ფილმით წარადგინა.
მძაფრი ტაქტილური შეგრძნებებით რეჟისორი ხელახლა აცოცხლებს კონკრეტულ ამბებს და ამძაფრებს ფერებს. ფორმალურ-დოკუმენტური ენის ნაცვლად კი პირდაპირ ემოციურ კავშირში შედის კინოკამერასთან. ლანა ღოღობერიძეს არავისთვის არაფრის დამტკიცება არ სურს, ან აღარ სურს. ყველაფერი ისედაც ცხადია“.
ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 15-25 თებერვალს გაიმართება, რომელსაც ამ ფესტივალის ისტორიაში საქართველოდან ყველაზე მეტი ოფიციალური სტუმარი დაესწრება.
88 წლის ასაკში ტოკიოში გარდაიცვალა მსოფლიოში აღიარებული იაპონელი დირიჟორი სეიჯი ოზავა.
სალომე ჯიქიას დიდი წარმატება ტრიესტის ოპერის სცენაზე, სადაც გაეტანო დონიცეტის ოპერა „ანა ბოლენა“ გრეჰემ ვიკის დადგმით აღადგინეს.
„ვკვდები, როგორც ქვეყანა“ და ვცოცხლობ, როგორც მეამბოხე - რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანის რეფლექსია „ახალი თეატრის“ სცენურ აღმართზე.
ამ დღეებში ცხადია, უამრავი იწერება და უკვე დაიწერა ოთარ იოსელიანზე, ყველაზე დიდ და მასშტაბურ ქართველ კინორეჟისორზე, რომლის შემოქმედების ბოლომდე გააზრება მხოლოდ ახლა, მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ იწყება...
მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმის - „ჯადოსნური მთის“ ისტორია კარგად წარმოაჩენს სახელმწიფო პოლიტიკის დამოკიდებულებას კინემატოგრაფის მიმართ.
მოვლენებს არც კინოვარსკვლავი მონიკა ბელუჩი ჩამორჩა, რომელმაც ჯერ კიდევ 2023 წლის იანვარის ბოლოს, ნიუ-იორკის ცნობილ „Beacon Theatre-ის სცენაზე, მონოსპექტაკლში „მარია კალასი: წერილები და მოგონებები“ საოპერო დივას როლი შეასრულა. თუმცა პრესამ კრიტიკის ნიაღვარი არც მას დააკლო.
ჟიურისა და პუბლიკის წინაშე (შესარჩევ ტურებში მსმენელიც დაიშვება) 45 ახალგაზრდა მომღერალი წარდგება მსოფლიოს 22 ქვეყნიდან (საქართველო, სამხრეთ კორეა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ისრაელი, გერმანია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, მოლდოვა, სომხეთი).
განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა კონკურსგარეშე ნაჩვენებმა ორმა ფილმმა: ლუკა ბერაძის „ღიმილიანი საქართველო“ და ანა ძიაპშიპას „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ ის ფილმებია, რომლებმაც სწორედ საერთაშორისო ფესტივალებზე დაიმსახურეს დიდი წარმატება, თუმცა სამწუხაროდ, ეროვნულ კინოცენტრში განვითარებული მოვლენების გამო, ისინი ერთგვარად „შავ სიაში“ მოხვდნენ.
ამჯერად დისკრედიტაციის კამპანია ახალგაზრდა რეჟისორის, ლაშა შეროზიას წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ზუგდიდის, შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრს ხელმძღვანელობდა.
ფესტივალი „საჩუქარი“, რომელიც 26-ედ მასპინძლობს თეატრალური ხელოვნების მოყვარულებს, წელსაც გასული წლის მსგავსად, გამოჩენილი ბერძენი რეჟისორის, თეოდოროს ტერზოპულოსის სპექტაკლით გაიხნა. Amor ტრილოგიის მეორე ნაწილია, ხოლო პირველი - Alarm, გასულ წელს ნახა და შეაფასა მაყურებელმა. დასკვნით ნაწილს სახელწოდებით Encore, მომავალ ფესტივალზე ვიხილავთ.
უკვე ერთი კვირაა, რაც მსოფლიოს მედია ჩილელი რეჟისორის, პაბლო ლარაინის ახალი, ბიოგრაფიული ფილმის კადრებს ავრცელებს, რომელშიც მარია კალასის როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს. ლარაინის ფილმის სახელწოდებაა „მარია, ღვთაებრივი“ (Maria, La Divina) – სწორედ ასე უწოდეს თავის დროზე, აღფრთოვანებულმა თაყვანისმცემლებმა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს საოპერო მომღერალს.
„კუბი კონტექსტი“, რომელიც კულტურისა და დასვენების პარკ „მზიურის“ გამორჩეული არტ-სივრცის ნაწილია და ხშირად იწვევს განსხვავებული ასაკის, ინტერესების და შეხედულებების მქონე არტისტებს, ამჯერად რეჟისორისა და პერფორმერის, ნინო მაღლაკელიძის პერფორმანსს მასპინძლობდა.
წინანდლის მეხუთე, ასე ვთქვათ, მსუბუქად საიუბილეო ფესტივალს შთამბეჭდავი და მძიმეწონიანი ფინალი ჰქონდა - მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე საუკეთესო მევიოლინემ, ლიზა ბათიაშვილმა პან-კავკასიურ ორკესტრთან ერთად, ბეთჰოვენის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები, სავიოლინო კონცერტი შეასრულა.
შემსრულებელთა სია ცხადია, უსასრულოა და მხოლოდ პიანისტებს არ გულისხმობს. თუმცა ამჯერად ჩვენი თხრობა ახალი, ასე ვთქვათ, ჯენზის თაობის ქართველ პიანისტს - გიორგი გიგაშვილს ეხება, რომელიც დაკვრის არაორდინარული მანერით, თითქმის თავნება ჯაზური ინტერპრეტაციებით და კლასიკური კლიშეებისგან სრულიად თავისუფალი შესრულებითა და აზროვნებით გამოირჩევა.
როდესაც 2019 წელს, წინანდლის ისტორიული სახლ-მუზეუმის მიმდებარე ღია სივრცეში, კლასიკური მუსიკის ფესტივალი ოფიციალურად დაარსდა, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უკვე ხუთ წელიწადში (მითუმეტეს პანდემიური წლების სირთულეების გათვალისწინებით) წინანდალი ასე სწრაფად და „ალერგო ფურიოზოს“ ტემპით ჩაეწერებოდა ევროპული კლასიკური მუსიკალური ფესტივალების კონტექსტში.
„მოთვინიერებაში“ ნაჩვენებია როგორ თხრიან გიგანტურ, ასწლიანი ხეებს საქართველოს ზღვისპირა რეგიონში და როგორ გადააქვთ შავი ზღვის გავლით, ექსკლუზიურ კერძო პარკში. იგავი ბუნებრივი რესურსების პრივატიზაციისა და ამ რესურსების მფლობელის, მოსახლეობისგან მოწყვეტის შესახებ, მართლაც შთამბეჭდავი და ლამის ეპიკურია.
პრემიერამ დიდი რეზონანსი გამოიწვია და პიესით ევროპის სხვადასხვა თეატრი დაინტერესდა. ივნისის ბოლოს „ჰააგა“ ამერიკაში, ბოსტონის დრამატულ თეატრშიც დაიდგა და ყველაზე ცნობილმა ამერიკულმა გამოცემებმა – „ვაშინგტონ პოსტმა“ და „ნიუ–იორკ ტაიმსმა“ ვრცელი რეცენზიებიც მიუძღვნეს.
ვიდრე ზოგისთვის სანაქებო და ზოგისთვის ოდიოზური რუსი საოპერო დივა, ანა ნეტრებკო „არენა დი ვერონას“ ისტორიულ ღია სცენაზე, აგვისტოს პირველ რიცხვებში ვერდის „აიდაში“ მღეროდა, პრესამ მას არასასიამოვნო ამბავი დაადევნა: პრაღის მერია განიხილავს ანა ნეტრებკოს კონცერტის აკრძალვის საკითხს, რომელიც პრაღაში ოქტომბერში უნდა გაიმართოს.
ავსტრიული მედიის შეფასებით, ქართველმა მეცო-სოპრანომ, ამნერისის პარტია ოპერის მოყვარულებს შესანიშნავი არტისტიზმით და მაღალი დონის შესრულებით დაამახსოვრა: “ეს არის ძლიერი, მრავალმხრივი და მგრძნობიარე ამნერისი, რომელიც ვნებითა და დრამატული სცენური მონაცემებით გამოირჩევა. პუბლიკამაც თავისი სიმპათია სპექტაკლის დასასრულს სათანადო ოვაციებით შეაფასა“.
აღსანიშნავია, რომ ალექსი მაჭავარიანის ბალეტის მსოფლიო პრემიერა სწორედ თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე, 1957 წლის ნოემბერში გაიმართა. გენიალური მოცეკვავის, ვახტანგ ჭაბუკიანის ძალისხმევითა და მისივე ორიგინალური ქორეოგრაფიით.
„ამას ვერ წარმოვიდგენდი... ვერც ვიჯერებ, რომ ედიტ პიაფის პარტიას შევასრულებ. ეს დიდი ბედნიერება და პატივია“ - წერს ცნობილი ქართველი სოპრანო, სალომე ჯიქია, რომელმაც გენუის საოპერო თეატრ „სან კარლო ფელიჩეს“ საინტერესო შემოთავაზება რამდენიმე დღის წინ მიიღო.
21 ივნისს, სიცილიის ქალაქ კატანიაში, „ტეატრო მასიმო ბელინის“ ცნობილ საოპერო სცენაზე, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“ პირველად შესრულდება იტალიელი სოლისტების, ორკესტრისა და გუნდის მონაწილეობით... თანაც იტალიურ ენაზე!
დავით კლდიაშვილის უკვე ჩავლილი 160 წლის იუბილე 2022 წლის სექტემბერში ქართულმა თეატრებმა 2023 წელსაც საამო ტვირთად აქციეს. თუმცა ეს თარიღი, ფაქტობრივად, მთლიანი თეატრალური სეზონის აღმნიშვნელია. ამ დროის განმავლობაში იმდენი კლდიაშვილი დაიდგა და ბოლო თვეების განმავლობაში კიდევ იმდენჯერ დაიდგმება, რომ კრიტიკასა და მაყურებელს განსჯის მიზეზი, ალბათ, არ მოაკლდება.
როგორ შეიძლება იცეკვო ლექსის თანხლებით, რომელსაც თავისი რიტმი და მუსიკა აქვს? რა ემართება სხეულს, როცა ის პოეზიას „უსმენს“ და თანაც მუსიკის ენით „ლაპარაკობს“? სად გადის საზღვარი ქორეოგრაფიის გამომსახველობასა და პოეზიის შესაძლებლობას შორის?
„მარადიული მხოლოდ ცვლილებებია“, აღნიშნა დიდი ხნის წინ ფოტოგრაფმა ლევან ხერხეულიძემ, რომლის ფოტოაპარატით აღბეჭდილ მგრძნობიარე გამოსახულებებს წლების განმავლობაში უშუალოდ ვაკვირდებოდი „ცხელ შოკოლადსა“ და „ლიბერალში“.
მიღმა დარჩენილ ასიათასობით მოქალაქეს არვინ ჰკითხა, სურთ თუ არა ქვეყნის „ტურისტული პოპულარიცაცია“ 70 მილიონ ლარად, როცა ამ თანხით უამრავი სასიცოცხლოდ აუცილებელი სოციალური, ჯანდაცვის, ან ეკოლოგიური პროექტის განხორციელება შეიძლებოდა.
ამსტერდამის ნაციონალურ ოპერაში ჯორჯ ორველის „ცხოველების ფერმის“ მიხედვით შექმნილი ოპერის მსოფლიო პრემიერა გაიმართა: ნაპოლეონისა და სტალინის პარტიას ქართველი ბარიტონი, მიხეილ ქირია ასრულებს.
ორმოცამდე კონკურსანტს შორის, რომლებიც 14 მარტიდან 31 მარტამდე ტელ-ავივის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში უკრავდნენ, გიორგი გიგაშვილმა ჟიურისა და მსმენელის დიდი მოწონება და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. გარდა ამისა, ქართველ პიანისტს კიდევ არაერთი სპეციალური პრიზი და პრემია გადაეცა:
რუბინშტეინის სახელობის კონკურსს, რომელიც 1973 წელს დაარსდა და რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება, საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმები აქვს. წლევანდელ კონკურსში სამი ტურის შემდეგ, 40 მონაწილიდან ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ექვსი პიანისტი დარჩა: გიორგი გიგაშვილი (საქართველო), ელიას ჩეჩინო (იტალია), პარკ ჩაიონგი (სამხრეთ კორეა), იუკინე კუროკი (იაპონია), ალბერტო ფერო (იტალია), კევინ ჩანი (კანადა).
7 აპრილს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ წარმოადგენს მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიულ ოპუსს „დოვინ-დოვენ-დოვლი...“, რომელიც შთაგონებულია გალაკტიონის პოეზიით.
ამერიკული საიფორმაციო პოტრტალი operawire აქვეყნებს სტატიას, რომელშიც აღნიშნულია: „სასამართლოს არბიტრაჟის გადაწყვეტილებით „მეტროპოლიტენ ოპერას“ დაევალა ცნობილ საოპერო მომღერალს, ანა ნეტრებკოს 200 ათასი დოლარი გადაუხადოს გასულ წელს გაუქმებული სპექტაკლების გამო, როდესაც მეტროპოლიტენის გენერალურმა დირექტორმა პიტერ გელბმა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის ომის მხარდამჭერ არსტისტებს კონტრაქტები გაუუქმა“.
„ორსახოვანი ქალი“ - ასე ეწოდება ჯორჯ კიუკორის ცნობილ ფილმს, რომელშიც გრეტა გარბომ თავისი უკანასკნელი როლი განასახიერა. ეს სათაური ყოველგვარი დათქმის გარეშე, ალბათ, ყველაზე ზუსტ შეფასებად, ან მეტაფორად გამოდგება ფრანგი კინოვარსკვლავის, იზაბელ იუპერის შემოქმედებისთვის, რომელსაც 16 მარტს 70 წელი შეუსრულდა.
ჟიურის თავმჯდომარე - ამერიკელი მსახიობი კრისტენ სტიუარტი, რომელმაც ბერლინალე პალასტის წითელ ხალიჩაზე გავლისას, გოთიკურ-ეროტიკულ და გამჭვირვალე სტილის შავ კაბაში გაცილებით მეტი არტისტიზმი ჩააქსოვა, ვიდრე ფესტივალის დახურვაზე წარმოთქმულ სიტყვაში, ალბათ ვერაფრით წარმოიდგენდა ასეთ შედეგებს.
რუსი კინოკრიტიკოსების მცირე ნაწილი, ვინც მოახერხა ფესტივალზე აკრედიტაცია, მაინც წუწუნებს ამგვარ „დისკრიმინაციაზე". არადა, მათი უმრავლესობა უკვე ევროპაში გადმოვიდა საცხოვრებლად და მშვენივრად მიიღეს და შეირგეს დასავლეთის სოციალური და პოლიტიკური მხარდაჭერა.
კინოფესტივალი 2023 წლის 16 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა „მარლენ დიტრიხპლაცზე“ მდებარე საფესტივალო კინოთეატრში და 26 თებერვალს დაიხურება. ორგანიზატორებმა წელს ბერლინალეს მშვიდობისმოყვარე და შემარიგებელი სლოგანი მოუფიქრეს - „მოდით, გავერთიანდეთ“! შვიდი წევრისგან შემდგარ ჟიურის ამერიკელი მსახიობი, კრისტენ სტიუარტი ხელმძღვანელობს.
2023 წლის 2 დეკემბრამდე (საოპერო ვარსკვლავის, მარია კალასის დაბადების 100 წლის იუბილემდე) ლამის ათი თვეა დარჩენილი, მაგრამ ოპერის მოყვარულებისა და განსაკუთრებით, კალასის ფანებისათვის დიდი თავგადასავალი უკვე დაიწყო.
ჯაფარ პანაჰი მრავალი კინოფესტივალის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია: 1997 წელს „ოქროს ლეოპარდი“ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე (ფილმი „სარკე“), 2000 წელს პრიზი ვენეციის კინოფესტივალზე („წრე“), 2006 წელს „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისათვის ბერლინის კინოფესტივალზე („ოფსაიდი”)…
პაატა ციკოლიამ თავადვე დადგა პიესა ჯერ ფოთის რეგიონული თეატრების ფესტივალზე, ღია სივრცეში, ხოლო ერთი წლის შემდეგ, სამეფო უბნის თეატრში გარკვეული ცვლილებებით გადაიტანა. ეს იყო სამეფო უბნისა და საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელის კოპროდუქცია. გერმანელი მაყურებელი და ფესტივალის სტუმრები „მედეას“ 11 და 12 მარტს ნახავენ.
ბარბარსა და ვერნერის თვალსასეირო, მახვილგონივრულ და აფსურდულ დუელში გეგა გაგნიძე ზოგადად ევროპული ცივილიზაციის კრიზისსაც ხედავს, რადგან გმირების ჰიპერტროფიული „მეს“-ს სამყარო, ეგოცენტრიზმი, შეუვალობა და ამპარტავნება ზუსტად აჩვენებს თანამედროვე ადამიანის გამოუვალობის შეგრძნებას და ეგოიზმის დამაკნინებელ თუ დამცინავ ჰერმეტულობას...
ამ სიმდიდრით, წინააღმდეგობებით, არტისტულობის მარადიული შეგრძნებებით ვემშვიდობებით თბილისელ არტისტს, ბუბა კიკაბიძეს, რომლის ფრენა ცხადში 84 წლის ასაკში დასრულდა. უფრო ზუსტად, მიმინოს, რომლის ფრენა მარადისობაში სწორედ ახლა იწყება.
საინტერესოა, რომ 2022 წელს მსოფლიოში ყველაზე „დატვირთულ“ (ყველაზე ხშირად გამართული კონცერტი) დირიჟორთა სამეულში ორი ბალტიის ქვეყნებიდანაა - ესტონელი პაავო იარვი და ლატვიელი ანდრის ნელსონი. მესამე კი კანადელი დირიჟორი, იანიკ ნეზე-სეგენია.
პელეს პორტუგალიურად საუბრის სპეციფიკური მანერა ჰქონდა და წინადადებას თითქმის ყოველთვის შეკითხვის ფორმით ამთავრებდა: entende? (“გაიგე?“). და დღეს, როცა მილიონობით ბრაზილიელი გაიგებს პელეს სიკვდილს, ასევე იკითხავს: entende?
მასში თავიდან ჩაერთვნენ და მონაწილეობდნენ თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები (რეჟისორების, ლელა ჭინჭარაულის სამსახიობო ჯგუფისა და გია კიტიას ჯგუფის წევრები).
შეიძლება ითქვას, რომ „კაფე მიულერში“ ეს არის თანამედროვე ცეკვის დადგმებისა თუ კლასიკური ბალეტების ახალი ვერსიების შესახებ წიგნის შექმნის ერთ-ერთი პირველი მცდელობაა, რომელიც ქრონოლოგიურად გვიჩვენებს ცეკვის განვითარების თანამედროვე გზას.
გამოხდა ხანი და ზედაგვიანებით, 2022 წლის დეკემბერში, ქოცურ-ტროლურმა მედიამ „მიაკვლია“ სპექტაკლის ჩანაწერს - ვიდეოს, სადაც კახა კინწურაშვილისა და თორნიკე გოგრიჭიანის გმირები ერთმანეთს კოცნიან. დაურთო მას ამაზრზენი, ფსევდომორალური კომენტარები, რასაც სინამდვილეში, სრულიად მიზანმიმართული ჰომოფობიური და პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა.
შეიძლება ითქვას, რომ ცხინვალის თეატრის სპექტაკლი დღევანდელ მოვლენებსაც ეხმიანება და მუდმივად შეგვახსენებს რუსულ ოკუპაციასა და თავისუფლებისათვის ბრძოლაზე, რომელსაც 19 წლის მარო მაყაშვილი შეეწირა.
ქალაქ ორჰუსში, რომელიც დანიის უძველესი ქალაქია, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით კი მეორეა კოპენჰაგენის შემდეგ, ყოველი წლის ოქტომბერში პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალი იმართება. დიახ, ფესტივალი და არა კონკურსი, რაც ორგანიზატორების მთავარი პრინციპია. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი დანიის სამეფო მუსიკალური საზოგადოების მხარდაჭერით იმართება.
ოზურგეთის თეატრის გასტროლები დასრულება 8 ნოემბერს გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში. წარმოდგენილი იქნება რეჟისორ კაპანაძის სპექტაკლი „გურიის უკანაკნელი დედოფალი“.
ჩილელი წარმოშობის რეჟისორი პაბლო ლარაინი, რომელმაც წარმატებით აითვისა ჰოლივუდის სტანდარტები და განწყობები, იწყებს ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას სახელწოდებით „მარია“. ცნობილი ჟურნალი Variety წერს, რომ „რეჟისორი გააცოცხლებს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საოპერო მომღერლის, მარია კალასის პარიზული ცხოვრების მღელვარე და დრამატულ ეპიზოდებს, სადაც ის 1977 წელს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა“.
„წყვეტილი ფიგურები“ 2018 წლიდან წარმატებით მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე: ფრანკფურტში, მონრეალში, ტოკიოში, სან-ფრანცისკოში, ბარსელონაში. ასე რომ, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც ომის ქარცეცხლში შობილი „სიკვდილის როკვიდან“ დაიწყო, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი და ამავე დროს პოეზიით შთაგონებული იაპონური პერფორმანსით დასრულდა.
საერთოდ, ანიმაციური თუ მექანიკური თოჯინების შემოყვანას სცენაზე და შემდეგ მათი გაცოცხლებას, ბევრ კლასიკურ წარმოდგენაში, ოპერაში თუ ბალეტში ვხვდებით. მაგალითად, შეგვიძლია გავიხენოთ ბალეტები „კოპელია“, „პეტრუშკა“ და ოფენბახის ოპერა „ჰოფმანის ზღაპრები“. ნებისმიერ შემთხვევაში, თოჯინების გაადამიანურება სცენაზე მაინც უცნაური,ზოგჯერ შემაშფოთებელი და ზოგჯერ სიურრეალისტურია.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ყველაზე მძაფრი და ანტიმილიტარისტული გზავნილი უკრაინული დასის, „დახ დოთერსისა“ და ნორმანდიის ნაციონალური თეატრის კოპროდუქციას - „სიკვდილის როკვას“ უკავშირდება.
როგორც ყოველთვის, დემნა ახლაც მზად არის ახალი თავგადასავლებისა და მოულოდნელი ტრიუკებისთვის. მისმა „გაშიფრულმა“ შეტყობინებებმა გარკვეული გავლენა მოახდინა წარსულ კოლექციაზეც (2022 წლის ზამთრის ჩვენებაზე გატეხილი iPhone 6-ით დაწყებული, ყალბი ფულითა და ასაფრენი ბილიკის გამოჩენით დამთავრებული) და მომავალზეც.
აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 80-წლებში ბენჟამენ ბრიტენის „ომის რეკვიემით“ ცნობილი ბრიტანელი კინორეჟისორი, დერეკ ჯარმენი დაინტერესდა, რომელმაც 92-წუთიანი ფილმი გადაიღო. პროდიუსერის მოთხოვნით ფილმში გამოყენებულია 1963 წელს, სტუდია Deca Records-ის მიერ ჩაწერილი „ომის რეკვიემის“ სტერეო-ვერსია, ყოვბელგვარი გარეშე თუ ხმოვანი ეფექტების გარეშე.
2022 წელს თბილისის საერთაშორისო ფესტივალი (სულ 35 სპექტაკლი, პრემიერა და სპეციალური ჩვენება გაიმართება), გარკვეულწილად, პოსტპანდემიური ტკივილებისა თუ ტრავმების შესახებ რეფლექსიაა. ფესტივალი პირველ რიგში, თემურ ჩხეიძის ხსოვნას ეძღვნება, რომლის მრავალფეროვანი შემოქმედება მომავალში იმედია, არაერთი ქართველი რეჟისორის, დრამატურგისა თუ სცენოგრაფის შთაგონების წყარო გახდება.
გამოფენა 29 აგვისტოს, „აჭარის მუზეუმის“, ძმები ალფრედ და ლუდვიგ ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში“ გაიხსნა და ნობელის პრემიის იმ 15 ლაურეატის ცხოვრების ეპიზოდებს და დოკუმენტურ მასალებს წარმოგვიდგენს, რომლებიც საქართველოსთან არიან დაკავშირებულნი; ან ოდესღაც იმყოფებოდნენ საქართველოში. მათ შორის განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ბერტა ფონ ზუტნერი - ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.
დომინგოსთან დაკავშირებით იხსენებენ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე დაწყებულ სკანდალს, როდესაც ოცზე მეტმა ქალმა საჯაროდ განაცხადა სექსუალური შევიწროების შესახებ.
ფრანგი ფოტოგრაფის ნატალი ტუფენკჯიანის ობიექტივმა ცნობილი ქართველი ქალების პორტრეტები ლამის საიმიჯო ელვარებით წარმოაჩინა.
შეიძლება ითქვას, რომ მარო მაყაშვილის შესახებ შექმნილი მუსიკალური მონოდრამით საქართველომ კიდევ ერთხელ შეახსენა ევროპას ეროვნული გმირი-ქალის შესახებ, რომელიც 1921 წლის რუსულ ოკუპაციას ემსხვერპლა და რომელიც ოცნებობდა სწორედ ევროპაში მოგზაურობაზე, პარიზში სწავლასა და დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებაზე...
ომის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის კიდევ ერთი ჟესტია ომის პერიოდში შექმნილი „უკრაინის თავისუფლების ორკესტრის“ დიდი საქველმოქმედო-საგასტროლო ტურნე, რომელიც 28 ივლისს ვარშავაში დაიწყო და 20 აგვისტოს ამერიკაში დასრულდება
სხვათა შორის, „ორფეოსოსი ჯოჯოხეთში ეშვება“ - ტენესი უილიამსის კიდევ ერთი ცნობილი პიესის სათაურია, რომელიც ირაკლი გურგენიძის სპექტაკლს არანაკლებ უხდება.
ადამიანის სხეულს ყველაფრის გამოხატვა შეუძლია, მთავარია საით მიემართება მისი მოძრაობის ვექტორი.
შექსპირის სონეტები რომ ჯერ კიდევ ამოუცნობი, შეუცნობელი და მოუხელთებელი გრძნობების სამყარო და „ფიზიკური თეატრისათვის“ ისეთივე მდიდარი საბადოა, როგორც დრამატული თეატრისათვის, ამის შესახებ კიდევ ერთხელ შეგვახსენა „მოძრაობის თეატრმა“.
როდესაც სპექტაკლის მეორე, ინტერაქციულ ნაწილში აზდაკი ერთ-ერთ მაყურებელს პირდაპირ სოციალური მესიჯით მიმართავს - „დაიფიცე ნეტარხსენებული ნოამ ჩომსკის ხატზე“, სრულიად გასაგები ხდება რატომ იწვევს გაუგებრობა-დაბნეულობას ეს ანტი-მედეას შესახებ დაწერილი ტექსტი.
15 ივნისს დუბლინში, ჯეიმს ჯოისის ცენტრში, BLOOMSDAY FILM FESTIVAL-ის პროგრამის ფარგლებში, წარმატებით უჩვენეს ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძისა და ფილოლოგიის დოქტორის, შექსპირის შემოქმედების მკვლევრის, დავით მაზიაშვილის ფილმი-ბალეტი - „ლუჩიას ოთახი“. კინოფესტივალი სპეციფიკურია, რადგან იქ ჯეიმს ჯოისის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულ ან მისი შემოქმედებით ინსპირირებულ ფილმებს უჩვენებენ.
პარადოქსია, მაგრამ სწორედ ეს მწვანე განათება ფინალში არა სიმშვიდესა და მიუღწეველ ჰარმონიასთან ასოცირდება (რაც პირველ რიგში, მწვანე ფერს უკავშირდება), არამედ შინაგან შფოთვასა და აკრძალვას. ამიტომაც მაყურებლისათვის სპექტაკლში მწვანე უფრო წარსულისა და ცოდვების ამკრძალავი ფერია, რომელიც სინამდვილეში „შავი ფრინველის“ მარწუხებს წარმოაჩენს.
ის, რომ თაბორის „გოლდბერგის ვარიაციებში“ თეატრის შექმნა ასევე შემოქმედებით აქტად გვევლინება, აახლოებს ამ მასალას ჩვენს დროსთან. ეს კი ძალიან ახლოსაა იმასთან, რისი მიღწევაც თავაძეს ყოველთვის სურს - იმ ენისა და ფორმების პოვნა, რაც ერთი შეხედვით გამოუთქმელად და წარმოუდგენლად გამოიყურება... მითუმეტეს ახლა, წარმოუდგენლად ექსტრემალურ პირობებსა და დროში.
თანამედროვე ხელოვნების მრავალფუნქციური სივრცე „მაუდი“, რომელიც ყოფილი მაუდკამვოლის კომბინატის ტერიტორიაზე, წერეთლის პროსპექტზე მდებარეობს, სწორედ ამ უნიკალური მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის რეტროსპექტულ გამოფენას გვთავაზობს. ნამუშევრები (დაახლოებით 60) მისივე სახლმუზეუმიდან, უშგულიდან არის ჩამოტანილი და 3 ივნისამდე, „მაუდის“ საგამოფენო დარბაზში იქნება წარმოდგენილი.
როდესაც აპრილში თბილისის კამერულ თეატრში ბეკეტის „ბედნიერი დღეები“ დაიდგა, მსოფლიო ახალი გამოღვიძებული იყო პანდემიის დამღლელი ლეთარგიისგან. შესაბამისად, მაყურებელიც რაღაც უდროოდ შეწყვეტილი დროის შემდეგ თუ სიახლის მოლოდინში თამამად ჩავიდა კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე პატარა, კამერულ თეატრ-სარდაფში, რომელიც დაახლოებით 70-80 კაცს იტევს.
დიდი დროს უთმობდა პიანისტთა მომავალ თაობის აღზრდასაც. 1991 წელს იგი დაინიშნა პროფესორად ინდიანას უნივერსიტეტის სამხრეთ ბენდში და შექმნა სასწავლო გარემო, რომელიც გამორჩეულია თავისი უნიკალური პედაგოგიური კონცეფციით. ლექსო თორაძის საფორტეპიანო სტუდიის წევრები მაღალი კლასის პიანისტებად ჩამოყალიბდნენ, რომელმაც საერთაშორისო დონეზე კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ვიზუალური ხელოვნების ენით და მზერით დანახული ისტორია 27 აპრილიდან 22 მაისამდე გარკვეულად, განფენილი და წარმოდგენილი იქნება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. გამოფენა სახელწოდებით “XX და XXI საუკუნეების ქართული ხელოვნება კერძო კოლექციებიდან“, თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთგვარ სუბიექტურ და კურატორულ ვერსიას წარმოგვიდგენს.
სალომე ჯაშის დოკუმენტური და მრავალგანზომილებიანი თხრობის სტილი ითავსებს როგორც ძირითადი, ანუ პირველი პლანის, ისე მეორადი, „პერიფერიული ხატების“ მშვიდ, მაგრამ აუცილებელ ერთობლიობას.
ალენ დელონისა და ჟან-პოლ ბელმონდოსგან განსხვავებით, მიშელ ბუკეს „ჩვეულებრივი გარეგნობა“, მაგრამ უჩვეულო, ეკონომიური არტისტიზმი და ნახევარტონებით გამორჩეული ირონია ლამის იდეალურად მოერგო საშუალო კლასისის მამაკაცის იმიჯს.
რაც შეეხება მეორე უდიდეს ვარსკვლავს, მეცო-სოპრანო ჯოის დიდონატოს, მან გასულ სეზონში ტრიუმფით შეასრულა აგრიპინას პარტია ჰენდელის ამავე სახელწოდების ოპერაში და პუბლიკა ცხადია, დიდი ინტერესით ელის ვირჯინია ვულფის პარტიაშიც.
„იძულებუილი ვარ დავტოვო რუსეთი. ძალიან ვწუხვარ და განადგურებულ ვარ…. ერთ დღეში ჩვენ~ მომავალი წაგვართვეს. ჩვენი სიცოცხლე წაგვართვეს, ჩვენი მშობლები და მეგობრები წაგვართვეს.
გარდა ამისა, მის საკუთრებაშია შენობები და სავაჭრო ცენტრები ფლორენციასა და ვენეციაში. ამის შესახებ ცნობილი იტალიური გამოცემა „კორიერე დელა სერა“ საკმაოდ ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს.
ფილმი მაინც ემოციურ, ღრმა და გულწრფელ შთაბეჭდილებას ტოვებს, ნატალია ვოროჟბიტას ამ პიესის დადგმას კი ნამდვილად ვისურვებდი ქართულ სცენებზე.
დიდი ხნის განმავლობაში ის კრემლთან დაახლოებული პერსონაა; „კრემლის საოპერო დესანტი დასავლეთში“ (როგორც ერთ-ერთმა კრიტიკოსმა დაწერა), რომელიც მეუღლესთან ერთად, არასოდეს უარყოფდა ახლო კავშირებს ვლადიმერ პუტინთან.
ვალერი გერგიევი დიდი ხანია ღიად უჭერს მხარს პუტინს და ამის კარგი მაგალითი იყო მისი რეაქცია 2014 წელს, როდესაც რუსეთი უკრაინის ქალაქებში - დონეცკსა და ლუგანსკში შეიჭრა. მოგვიანებით, მან მიიღო რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური პრიზიც. გერგიევი ასევე პუტინის სარეკლამო ვიდეო კამპანიაშიც მონაწილეობდა.
„ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც ჩემი მხატვრობის საშუალებით თეატრში მოსული მაყურებელი იგრძნობს, თუ როგორ გარდაიქმნება მუსიკა ხილულ სცენურ ხელოვნებად“ - ეს ფრაზა გამორჩეულ ხელოვანს, ბრწყინვალე მხატვარს, სცენოგრაფსა და კოსტიუმების შემქმნელს - სოლიკო ვირსალაძეს ეკუთვნის.
მღელვარე, სანახაობრივი და შესანიშნავია „პირველი მაისის“ ეპიზოდი თავისი ვერბალური თუ არავერბალური შრეებით, ტემპითაც და ქორეო-დრამატული ფანტაზიით.
ბოლო დღეებია ვნებათაღელვა არ წყდება მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის, Australian Open-ის 9-გზის გამარჯვებულის, ნოვაკ ჯოკოვიჩის ირგვლივ. არავაქცინირებული სერბი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის მისაღებად შეუშვეს ქვეყანაში, თუმცა 5 იანვარს, მელბურნის აეროპორტში ჩასულ ნოვაკს და მის გუნდს სასაზღვრო სამსახურმა ვიზა გააუქმა.
ექსცენტრული მოგზაურის“ ეგზისტენციური თავგადასავალი: მხატვარ ტატო ახალკაციშვილის გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.
რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა „მოჩვენებები“ თავისუფალი თეატრის სცენაზე დადგა.
1979 წლიდან გარდაცვალებამდე (გარდაიცვალა 1996 წელს პარიზში) იყო მიუნხენის ფილარმონიის მუსიკალური დირექტორი. სელიბიდაჩე ასევე ხელმძღვანელობდა მიუნხენის ფილარმონიის და სიცილიის სიმფონიურ ორკესტრებს. დატოვა რამდენიმე მართლაც უნიკალური ჩანაწერი. მათ შორის, ბეთჰოვენის, ბრამსის, ბრუკნერის, შუმანის, ფორეს სიმფონიური მუსიკა.
ლევან ხერხეულიძე, ფოტოგრაფი: „პროექტზე მუშაობამ უკეთესობისკენ შემცვალა. მგონია, რომ უფრო ჰუმანური, თბილი და ყურადღებიანი გავხდი. რაც მთავარია, გავიაზრე, თუ რამდენად უმნიშვნელოა ყველაფერი, რაც ამ პროექტის გმირებისგან განმასხვავებს.
ასე რომ, მშვიდად იცურე, მეფევ... შენს სიმღერებს არა მხოლოდ „ქვეშევრდომები“, არამედ ხალხიც მღერის. ლამის ყველა გაღიარებს და შენი ალბომები, დისკები, სტუდიური ჩანაწერები თუ პოეტური კრებული ნორჩებს უკვე „სასწავლო პროგრამებში“ აქვთ შეტანილი. მაგალითად ასეთი:
გერმანიის ქალაქ კოტბუსში დასრულდა 31-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 2 ნოემბერს გაიხსნა და 7 ნოემბრამდე გრძელდებოდა. ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ („Brighton 4“), რომელიც წელს „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში წარადგინა საქართველომ, ერთბაშად სამ ნომინაციაში გაიმარჯვა.
სილაღე პანდემიამდე და დეპრესია შემდგომ; მოზღვავებული, მაგრამ აკრძალული სურვილები, ფრთაშეკვეცილი არტისტული ოცნებები; ლამის დაზეპირებული სიზმრები; ჯერ კიდევ სოციალური დისტანციის გამო გაჩენილი დაუძლეველი შიშები და იმედები - ამ ყველაფრის დავიწყება და გახსენებაც თიბისი კონცეპტის მიერ ორგანიზებულ ფოტო და მულტიმედია ხელოვნების გამოფენაზე შეგიძლიათ, რომელიც მარჯანიშვილის N7-ში, თიბისი კონცეფტის ორ საგამოფენო სივრცეშია წარმოდგენილი.
ჟან-პოლ ბელმონდო ღრმად მოხუცებული, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა პარიზში. მისი უამრავი კინოროლი ახალგაზრდობის, ჯანყის, ავანტიურისა და სიკვდილთან თამაშის რიტუალს წააგავს. ან პირიქით, ნებისმიერი იდეალის მხიარულ და დაუნდობელ უარყოფას. მოქმედების აუცილებლობა და რაღაცნაირი, ცინიკური რომანტიზმი მისი პერსონაჟების თანამდევი და ლამის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობაა.
„ქალაქი, რომელსაც ზღვა აქვს“ – ეს არის პროექტი, რომელშიც მოსაზღვრე მდგომარეობა იგულისხმება. უფრო ზუსტად, ეს არის ცხოვრება ხმელეთსა და ზღვას შორის; ერთდროულად გამოთხოვება სახმელეთო თავგადასავლებთან და მიპატიჟება ზღვის უსასრულო ჰორიზონტისკენ.
70-წუთიან წარმოდგენაში ყველაზე საინტერესო მაინც რიტუალური თეატრის ელემენტებისა და ქორეოგრაფიული ენის შერწყმაა, რომელიც მკაცრ რეჟისურას, ტემპო-რიტმსა და გამომსახველობას ემორჩილება. ამოსავალი წერტილი ისევ ვაჟას პოეზიაა, რომელსაც ზუსტად გააზრებული რეჟისურის გარდა, მხატვრისა და სცენოგრაფის, ლელა ფერაძის ნამუშევარი და ნანა ყორანაშვილის ეფექტური კოსტიუმებიც ავსებს.
ჯუზეპე ვერდი რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ყველაზე პოპულარული და „შინაური“ კომპოზიტორია, 17 ივლისს გამართულმა საოპერო გალამაც დაადასტურა. პანდემიის გამო, წელიწადნახევრიანი ჩაკეტილობის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პუბლიკამ სცენაზე საოპერო დასის სრული და მრავალფეროვანი შემადგენლობა იხილა.
ეს დემნა გვასალიას ჩვეული, დამაბნეველი და მოხდენილი ტექსტია, რითაც ის კრისტოფერ ბალენსიაგას სალონში, 1968 წლის შემდეგ მოწყობილ პირველ Haute Couture ჩვენებას ეხმიანება. რამდენიმე დღის წინ, 7 ივლისს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენება ლეგენდარული ესპანელი დიზაინერის სალონში, აღიქმება როგორც 21-ე საუკუნის გადაძახილი მეოცე საუკუნის 60-იან წლებთან.
და კიდევ ერთი... თბილისი პრაიდის გახსნაზე, კლუბ „ხიდის“ დარბაზში დაალოებით 250-300 სტუმარი შეიკრება. თუმცა მათ შორის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი თავად ქვიარ თემის ოჯახის წევრების ხმამაღალი მხარდაჭერა იყო: „ჩვენ გამოვდივართ სოლიდარობისთვის!“ სწორედ ასეთი იქნება დღეს, ღირსების მარშზე გამოსული ადამიანების დევიზიც.
მოლიერის ბოლო პიესა სახელწოდებით „ეჭვით ავადმყოფი“, რომელიც რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა დადგა, კარგი მაგალითია, რომ ექსტრემალური სიტუაცია ზოგჯერ უკეთ აფხიზლებს, ვიდრე ნაყოფიერი შემოქმედებითი სიმშვიდე. ასე რომ, სპექტაკლი, რომელსაც რეჟისორმა „ავადმყოფობის სიმულაცია“ უწოდა, რეალურობის შეგრძნებას სიმულაკრის დახმარებით ქმნის.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე კარდიფის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები იყვნენ: ცნობილი ფინელი სოპრანო კარიტა მატილა (1983), სახელოვანი რუსი ბარიტონი დიმიტრი ხვოროსტოვსკი (1989), შვედი სოპრანო კატერინა კარნეუსი (1995), გერმანელი სოპრანო ანია ჰარტეროსი (1999).
გაბრიაძემ შექმნა მაყურებლის საოცარი სიყვარულით გამთბარი და მსოფლიოში აღიარებული თოჯინების თეატრი, რომლის გარეშეც დღეს თბილისის წარმოდგენა შეუძლებელია... მაგრამ უპირველეს ყოვლისა, თავს მხატვრად და მოქანდაკედ მიიჩნევდა. როგორც გაბრიაძემ აღნიშნა: „მხატვრობა ჩემი მთავარი პორტია და მე ის სულ მენატრება, განსაკუთრებით როდესაც ზღვაში ვცურავ“...
რადიოსპექტაკლი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103 წლისთავის აღსანიშნავად გავიდა ეთერში. ცნობილია, რომ დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამფუძნებელი სხდომის დამთავრებისთანავე, 1918 წლის 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე მიიღო. სიმბოლურია, რომ რადიოსპექტაკლ „პირველი აქტის“ პრემიერაც თიბისის ფეისბუკ-პლატფორმაზე სწორედ 26 მაისს, 17 საათა და 10 წუთზე დაიწყო...
დოკუმენტური ფილმის პრემიერა რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზეც გაიმართა. პანდემიის გამო კი მხოლოდ ონლაინ ჩვენება მოეწყო და ისიც ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე. ამჯერად, ფილმს „დიდება დედოფალს“ მაყურებელი 4 ივნისიდან, კინოთეატრ „ამირანში“ ნახავს.
2020 წელს ჯორჯ ჟერმონის პარტია ბარსელონას სახელგანთქმულ ლისეოს თეატრში შეასრულა. პრემიერის შემდეგ ცნობილმა ესპანურმა ჟურნალმა „ოპერა აქტუალმა“ გარეკანზე გიორგი გაგნიძის ფოტო დაბეჭდა და სტატიაში მის მიერ შესრულებულ ჟერმონის პარტიის შესახებ დაწერა: „გიორგი გაგნიძე გამოირჩევა საოცრად დახვეწილი ვოკალური ტექნიკით, ტემბრის სრულყოფილებითა და ჰავერდოვანი ჟღერადობით“.
„პავილიონში“ ძალიან ეფექტურადაა გმოყენებული ინდოელი კინემატოგრაფისტების ვიზიტის ამსახველი კადრები, ხანაც საბჭოთა ეკოლოგიურ-პროპაგანდისტული ეპიზოდები - თუ როგორ ამწვანებენ კინოსტუდიის ეზოს კინოსტუდიის თანამშრომლები.
„სავარდო და სამაისო“ ქალაქი ქუთაისი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს. კინოხელოვნების ცენტრი „აია“, საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ქუთაისის მერიის ხელშეწყობით 8-დან 12 მაისამდე მოკლემეტრაჟიანი ფილმების პირველ საერთაშორისო ფესტივალს სწორედ აქ გამართავს.
პოეტური, უშურველი, სიყვარულით გამთბარი, ზომიერად ამაღლებული თუ ამაღლებული ზომიერებით სავსე სიტყვების შემდეგ, რაც კახი კავსაძის გარდაცვალების დღესვე ითქვა და დაიწერა, რაიმე ახლის და ორიგინალურის მოფიქრება შეუძლებელია. ლეგენდარული ქართველი მსახიობის შესახებ მხოლოოდ ერთს დავძენ - წარმოუდგენლად მრავალფეროვანი არტისტული ნიღბების ფონზეც, კახი კავსაძე მაინც დონ კიხოტის აქტიორული არქეტიპის განსახიერება მგონია.
2021 წლის 18 აპრილს ARTE-ზე დისიდენტი რუსი რეჟისორის, კირილ სერებრენნიკოვის მიერ დადგმული რიჰარდ ვაგნერის ოპერის - „პარსიფალის“ სატელევიზიო პრემიერა გაიმართა. ვენის სახელმწიფო ოპერამ რეჟისორს დადგმა დისტანციურად შესთავაზა, რადგან მას აკრძალული აქვს რუსეთის ტერიტორიის დატოვება. სადირიჟირო პულტთან ფრანგი დირიჟორი, ფილიპ ჟორდანი იდგა.
დაბოლოს, გალაკტიონით ფრაზით შთაგონებულები („ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია“) სტურუას შავ-თეთრ „ზმანებას“ დაახლოებით ასე თარგმნიან: სხეული ჩვენი უშავესი სიზმრის ფერია.
ბერლინის ფილარმონიაში კოვიდ აკრძალვების შემდეგ პირველი „ცოცხალი“ კონცერტი გაიმართა, რომელსაც ათასამდე მსმენელი სამედიცინო ტესტირების გავლის შემდეგ დაესწრო.
დასრულდა დიდი საოპერო ფანტომები, დაუსრულებელი გამოძახებები პრემიერის შემდეგ, მუსიკალური ექსპერიმენტები, სასამართლო დავა, სექსუალური სკანდალები და პოლიტკორექტულობით ნაკარნახევი სიგიჟეებიც. სამყარო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორც 1973 წელს, „ტოსკას“ პრემიერაზე, რომელმაც მაესტრო ჯეიმს ლევაინს მუსიკალური ოლიმპისკენ გაუხსნა გზა.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 2021 წელს, კორონავირუსისა და პანდემიის პირობებში, მხოლოდ ონლაინრეჟიმში ჩატარდა, ჩვენთვის უმთავრესი მიზეზის გამო საინტერესოც იყო და მნიშვნელოვანიც.
1. რომელ საათზე დავნიშნოთ სპექტაკლები – 5-ზე, 6-ზე? თბილისის ტრეფიკი და საცობები ხომ წარმოგიდგენიათ... მოკლედ, კომენდანტის საათი ჩემთვის უმთავრესი საკითხია.
და მაინც, ამ პერფექციონისტული რეჟისორული ნამუშევრისა და შესანიშნავი ვოკალისტების ფონზე, გამორჩეულია ვენის საოპერო სპექტაკლის ყველაზე შთამბეჭდავი, ვოკალური თვალსაზრისით ყველაზე გამორჩეული, შინაგანი სიძლიერითა და ვნებით სავსე კარმენი - ანიტა რაჭველიშვილი.
თუ როგორ მოახერხებენ რეგიონული თეატრები უკვე ჩავლილი ბრწყინვალების შემდეგ მოახლოებული სიღატაკისა და პანდემიის პირისპირ არსებობას, უკვე მათ შემოქმედებით აქტივობასა და კრეატიულობაზეა დამოკიდებული.
ჟან-კლოდ კარიერი ბოლო წლებში ასევე მუშაობდა სახელოვან მწერალთან და პუბლიცისტთან, უმბერტო ეკოსთან. 2009 წელს კარიერმა და უმბერტო ეკომ გამოაქვეყნეს საუბრები მედიის მომავლის შესახებ.
როდესაც 2019 წელს თბილისში, სტრიტ-არტის ფესტივალი - TBILISI MURAL FEST- დაარსდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მისი ენა, ვიზუალური თუ სოციალური გზავნილები მალევე ჩაეწერებოდა ძველი თუ ახალი თბილისის არქიტექტურაში, გაუცხოებულ ურბანულ გარემოში, ხოლო ნაცრისფერი კორპუსების გიგანტური კედლები ათასგვარ ფერებად შეიმოსებოდა.
1993 წლიდან ლარს ნურენი მუშაობდა რეჟისორად სხვადასხვა თეატრში. ასევე თანამშრომლობდა შვედურ ტელევიზიასთან. განსაკუთრებით საინტერესოა პერიოდი, როდესაც სამეფო დრამატულ თეატრს ხელმძღვანელობდა სტოკჰოლმში (1999 - 2007 წლები), 2009 წლიდან - სახალხო თეატრს გეტებორგში. განსაკუთრებული პუბლიცისტური და პოლიტიკური რეზონანსი მოჰყვა 2007 წელს გამოქვეყნებულ პიესას „ანა პოლიტკოვსკია, მეხსიერება“, რომელიც მოგვიანებით დაიდგა შვედეთსა და გერმანიაში.
მოხდა ის, რაც ბერლინის კინოფესტივალის დირექციისა და ორგანიზატორების დიდი მონდომების მიუხედავად, მაინც მოსალოდნელი იყო: 71-ე კინოფესტივალის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, 20 იანვარს პრესკონფერენციაზე გამოაცხადეს, რომ ფესტივალი დაგეგმილი ფორმატით აღარ გაიმართება.
რეზო გაბრიაძე ყოველგვარი პათეტიკის გარეშე საუბრობს თითქმის ყველაფერზე: სიყვარულზე, პატივისცემაზე, მონანიებაზე, პატიებაზე, სევდაზე, მიუწვდომელ თუ მიუღწეველ ოცნებებზე… ამ ყველაფრის გარეშე ხომ ცხოვრება არაფერს ნიშნავს. და კიდევ, გაგვიმხელს, რამდენი სიღრმე და შეუმჩნეველი სილამაზეა ცხოვრებისეულ წვრილმანებში; პროზაში, რომელსაც ყოველდღიურად გადავაბიჯებთ და რომლის პოეზიასაც ვერასდროს ვამჩნევთ!
სატელევიზიო დრამაში განაკუთრებული თითქმის არაფერია: ძირითადად, მსხვილი პლანებით, წმინდა სატელევიზიო გამოსახულებითა და მხატვრული დეტალებით გამოირჩევა. გარკვეული პერფექციონიზმითაა აღბეჭდილი მხატვრობა და კოსტიუმებიც (ვერონიკა ალბერტი), ხოლო კარგად გაწვრთნილი თეატრალური მსახიობების თვინიერი თუ ზომიერი თამაში, არც ხელს გიშლით და არც განსაკუთრებული მიღწევებით გამახსოვრდებათ.
70 წლიანი კარიერის განმავლობაში პიერ კარდენი მოდის სამყაროს შეუვალ ავტორიტეტად იქცა. ამავე დროს, მისი უცნაური და სარისკო იდეები მუდმივად განსჯისა და კამათის საგანი ხდებოდა. მისი ყოფილი ასისტენტი, თანამშრომელი და შემდგომში ასევე ცნობილი დიზაინერი, ჟან პოლ გოტიე ამბობდა: „მან მასწავლა როგორ შეიძლება ძველი და დანგრეული სკამიდან მოდური ქუდის გაკეთება“.
სხვათა შორის, სოფი ლორენმა კარიერაში პირველი „ოსკარი“ 1961 წელს მიიღო, რეჟისორ ვიტორიო დე სიკას ფილმში "ჩოჩარა" შესრულებული როლისთვის, რომელიც სწორედ მეორე მსოფლიო ომის დროის იტალიაზე მოგვითხრობს.
სხვათა შორის, ვენეციის 2012 წლის კინოფესტივალის დამთავრების შემდეგ, სეულში, რეჟისორის ბინაში მისულმა პოლიციამ მას ბრალი წაუყენა ფილმის გადაღებისას ქალთა მიმართ ძალადობაში. თუმცა, თავად მსახიობმა ეს ფაქტი რეჟისორის დავალებითა და სცენარში მოთხრობილი ეპიზოდით ახსნა.
ასეა თუ ისე, „სიმონ ბოკანეგრას“ წარმატებულ პრემიერაში საკმაო წვლილი შეიტანა ქართველმა ტენორმა ოთარ ჯორჯიკიამ, რომელიც უკვე კარგა ხანია ევროპის ცნობილ საოპერო სცენებს იპყრობს. ხოლო ამას წინათ, შორეულ ავსტრალიაში, სიდნეის ცნობილ საოპერო სცენაზე, ჟორჟ ჟერმონის პარტია შეასრულა ვერდის „ტრავიატაში“.
80-იანი წლების ბოლოს, „შაუბიუნე“ ჩეხოვის რეპერტუარით მოსკოვში საგასტროლოდ ჩავიდა, სადაც გრანდიოზული წარმატება ხვდა წლად, ხოლო იუტა ლამპე ერთ-ერთ საუკეთესო დრამატულ მსახიობად აღიარეს. არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანია მისი როლები კინოში. განსაკუთრებით მარგარეტ ფონ ტროტას ფილმებში „დები, ანუ ბედნიერების ბალანსი“ (1979) და „ტყვიის დროება" (1981). ფილმი „ტყვიის დროება“ მართლაც გამორჩეულია მსახიობის ბიოგრაფიაში, რომელიც ცნობილი მემარცხენე ტერორისტის, გუდრუნ ენსლინის (ამ როლს ბარბარა ზუკოვა თამაშობს) დას, ჟურნალისტ იულიანას განასახიერებს.
რომან ვიკტიუკი დაიბადა 1936 წელს ლვოვში. 1956 წელს, „გიტისის“ (მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი) დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ლვოვის, კიევის, ვილნიუსის თეატრებში. 70-იან წლებში კი ლიტვის რუსულ დრამატულ თეატრში მთავარ რეჟისორად.
2008 წელს ოზლემ ტიურეჩთან ერთად დაარსა სამდიცინო ფირმა, რომელსაც დღეს 1300 თანამშრომელი ჰყავს და რომელიც სხვადასხვა მძიმე დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატების შექმნაზე მუშაობს.
ერეკლე წულაძის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დადგმული - ჩინეთში, იაპონიაში, ისრაელში, ამერიკაში, კანადაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში, იტალიშია, ყაზახეთში თუ ბალტიის ქვეყნებში. ისინი როგორც კერძო გალერეებსა თუ კოლექციებში, ასევე ცნობილი სასტუმროების გარე და შიდა ინტერიერებშია განთავსებული.
ნეონის განათებით შემოფარგლული სივრცე-ჯოჯოხეთი, რომელშიც მხოლოდ ქვიშა და სამიოდე სკამია, არ ტოვებს ადგილს გულწრფელი აღსარებისთვის. რეჟისორი კარგად იყენებს საცხენოსნო მანეჟის სივრცეს, ქვიშას, ეკრანულ პროექციას და ღამის უდაბნოდ უფრო წარმოაჩენს ჯოჯოხეთს, რომელსაც გარს უსიტყვო მსახური (სპექტაკლში რატომღაც ბაყაყად გადაქცეული მოხეტიალე მოგზაური თუ მთესველი) უვლის გარსს.
ციფრული თეატრი - ესაა თეატრი დღეს. ამ მოცემულობაში, ამ რეალობაში და სწორედ ახლა. თეატრმა თითქოს თავი დააღწია შენობებს, გაწერილ განრიგს, რეპერტუარს, საგასტროლო პოლიტიკას, სააბონიმენტო სისტემას და მისამართს. ის უმისამართოა, ის ჰაერშია და რადიოტალღების მეშვეობით სადაც ინტერნეტი გადაიცემა, მოვა სახლში.
„ის ყოველთვის იყენებს ნათელ ფერებსა და საოცარ მოცულობებს“ - აღნიშნავს კირკ ჰენესტროსა, სინგაპურში ლასალის ხელოვნების კოლეჯის მოდის სკოლის ხელმძღვანელი - „ფიქრობ, რომ იგი უსწრებდა დროს და იყო ერთ-ერთი პირველი დიზაინერი, ვინც გაბედულ ექსპერიმენტებს ანხორცილენდა ასექსუალური მოდის იდეების დამკვიდრებაში... და რაც მთავარია, არასდროს ეთანხმებოდა ქალისა და მამაკაცის მოდის სტერეოტიპებს“.
სალომე ჯიქიას მიაჩნია, რომ მის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იტალიელმა დირიჟორმა და მუსიკოსმა, ალბერტო ძედამ. პეზაროში მან პირველად მოუსმინა ქართველ სოპრანოს და ურჩია, რომ მისთვის განსაკუთრებით მომგებიანი და ეფექტიანი იქნებოდა მოცარტისა და როსინის საოპერო პარტიები და რეპერტუარიც. სწორედ პეზაროდან და როსინის ფესტივალიდან იწყება სალომე ჯიქიას ევროპული კარიერაც.
ორგანიზატორებს აშკარა სოციალური სელექცია გამოუვიდათ და მხოლოდ „რადისონში“ დაბინავებულ სტუმრებს მიენიჭათ უპირატესობა. მით უმეტეს, რომ ღია საკონცერტო დარბაზი, რომელშიც საფესტივალო კონცერტები იმართება, სწორედ სასტუმროს შემადგენელი ნაწილია.
ხატია ბუნიათიშვილის ყოველი გამოჩენა საკონცერტო სცენაზე ყოველთვის მოვლენაა. მისი შარმი, მუსიკალურობა, ტექნიკა და პუბლიკასთან ურთიერთობის გასაკუთრებულობა თუ უშუალობა, ლამის წინასწარვე განსაზღვრავს თაყვნისმცემელთა აღფრთოვანებულ დამოკიდებულებას.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი ქალისა და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაწესებულ ნომინაციებს აუქმებს.
თეატრალებს ალბათ, კარგად ემახსოვრებათ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს, მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს და ფესტივალის დირექტორს, თენგიზ ხუხიას მაშინ რა პირობებში მოუხდათ ფესტივალის ჩატარება.
ბრწყინვალე სცენოგრაფია, ფერები და კოსტუმები, რომელსაც ვარლიკოვსკის მუდმივი თანამოაზრე და მეგობარი, მალგოჟატა შჩესნიაკი ქმნის, საშუალებას აძლევს მაყურებელს ელექტრას მითი - მკვლელობის, რისხვის, სიძულვილის, შურისძიების ფაქტები, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და „მინის ოფისების“ ფონზე გაიაზროს.
აგვისტოში ნაციონალური ბალეტი ბათუმს ეწვევა, თვის ბოლოს კი ვისაც ახალი პროგრამა არ უნახავს, შეუძლია ნაფეტვრების ღია სცენას ესტუმროს და თაკარა „არქეტიპებს“ მართლაც არქეტიპული განზომილება მოუძებნოს.
აშკარაა, დროთა განმავლობაში სტურუას თეატრალური მითებიც ისევე გაცვდა, როგორც ოდესღაც, 70-იან წლებში სანიმუშოდ დაზეთილი, საბჭოთა, საყოველთაო და სახალხო „ჟიგული“.
თბილისის ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი 2018 წელს დაარსდა და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ თბილისში იმართება. მისი მასშტაბი და მნიშვნელობა მხოლოდ პროფესიულ-მუსიკალური თვალსაზრისით არ განისაზღვრება. ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ის გაცილებით დიდი მოვლენაა, რომელიც სცდება როგორც „ჩეკინ ჯორჯიის”, ისე კლასიკური-საოპერო მუსიკის ფარგლებსა და გლობალურ მნიშვნელობას იძენს.
მორიკონეზე, როგორც კომერციული კინომუსიკის ავტორზე საუბარი, გამართლებულია, თუმცა საკამათოც. მისი მუსიკა, მასკულტურის აშკარა განაცხადია და ამავე დროს, კლასიკური შრეებსაც მოიცავს (მაგალითად, კრიტიკოსები წერდნენ შუმანის, შოპენის და რახმანინოვის გავლენაზე). თუმცა ეს სულაც არ ამცირებს რომის კონსერვატორიის კურსდამთავრებული კომპოზიტორის აზროვნებასა და მასშტაბს. პირიქით, კლასიკური და მასკულტურის მუსიკალური კავშირი მორიკონეს უნიკალურ და უნივერსალურ ნიჭს ადასტურებს.
გერმანიის ხელისუფლებამ ბრალდების მხარეს მოუწოდა „მეშვიდე სტუდიის” გამოძიების საქმეში უზრუნველყოს „ობიექტური, სამართლიანი და გამჭვირვალე გამოძიება, რომელიც შეესაბამება კანონის უზენაესობასა და სტანდარტებს“. ამასობაში ცნობილი ევროპელი რეჟისორები და წამყვანი თეატრების ხელმძღვანელები პროტესტსა და მწუხარებას გამოთქვამენ „მეშვიდე სტუდიის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და სასამართლო პროცესის ტენდენციურობის გამო.
ამ უჩვეულო კონცერტის კონცეფციის ავტორი არ მალავს, რომ ეს საკმაოდ უცნაური იდეაა, თუმცა ამბობს, რომ მისი მიზანი იყო გამოხმაურებოდა იმ შემზარავ ცვლილებებს, რაც ესპანეთსა და მთელს მსოფლიოში მოხდა: „კოვიდ-19-ით ბუნებამ რეალურად და მრისხანედ შეძლო ჩვენთვის შეეხსენებინა რამდენად დაუცველები, სუსტები და დისჰარმონიულები ვართ სინამდვილეში...
საიუბილეო სეზონის აღსანიშნავად ფესტივალის დირექციისა და კერძოდ, მარკუს ჰინტერჰოიზერის მიერ მოწვეულ დირიჟორებს შორის იქნებიან: რიკარდო მუტი, ინგო მეცმახერი, კირილ პეტრენკო, დანიელ ბარენბოიმი, გუსტავო დუდამელი, კენტ ნაგანო და სხვები. საერთო ჯამში ზალცბურგში ცხრა დიდი საკონცერტო პროგრამა შესრულდება
გერმანიის მთავრობამ პანდემიის პირობებში, დამატებით ერთი მილიარდი ევრო გამოყო ქვეყნის კულტურის დასახმარებლად. სუბსიდიებისა და პაკეტის უდიდესი ნაწილი მიზნად ისახავს კულტურის ინსტიტუტების, კულტურული ცენტრების, ინფრასტრუქტურის, დამოუკიდებელი არტ-ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას პანდემიამდე არ იღებდნენ.
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს, მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს და პანდემიური სიცარიელე ახალი და მისაღები იდეებით შეავსოს.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, ჩავერთოთ სათანადო გეგმის შემუშავების პროცესში და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ წერილს ექნება გამოხმაურება და რეაგირება შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან.
ექსპერტთა ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ევროკავშირის მცდელობებს გაუქმებული ფესტივალებისა და დარღვეული კულტურული კავშირების სწრაფი აღდგენის შესახებ.
კორონავირუსის გამო ევროპაში, ფაქტობრივად, ყველა ცნობილი თეატრალური თუ კინოფესტივალი ფესტივალი გაუქმდა. ერთადერთი და ყველაზე მაღალი დონის ფესტივალი, რაც წელს ევროპაში მოასწრეს – ბერლინის საიუბილეო, 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იყო, რომელიც 20 თებერვალს გაიხსნა და 1 მარტს დაიხურა.
საიუბილეო, 70-ე ბერლინალეს დაწყების წინ ბევრი იმედოვნებდა, რომ ცვლილებები ოქრო-ვერცხლის „დათვების“ დანაწილებაზეც აისახებოდა. დიახ, დროც შეიცვალა და ფესტივალის დირექციაც, მაგრამ ფესტივალის პრინციპი მაინც უცვლელი დარჩა - საკუთრივ კინოს ისევ გლობალური პოლიტიკური თუ სოციალური კონტექსტი ამარცხებს.
კიდევ ერთი თავისებურება, რითაც ბერლინის კინოფესტივალი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში იკვებებოდა, „ქანცგაწყვეტილი“, პოლიტიკური და ესთეტიკური მითების გადამუშავება-დახარისხებაა. ისინი ზოგჯერ ახალია, აქტუალური და თანამედროვე, თუმცა ძირითადად, მაინც მეორადი მოხმარებისა თუ მნიშვნელობის.
კინოფესტივალი სინამდვილეში გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ საკონკურსო ან არაოფიციალურ პროგრამაში ჩაწერილი ფილმების სიაა. ეს მთელი წლის მუშაობის შეჯამებას გულისხმობს
შვეიცარიიდან იტალიაში იძულებით განდევნილი პატარა ანტონიო წლების განმავლობაში მდინარე პოს სანაპიროზე, უკიდურეს სიღატაკესა და მარტოობაში ცხოვრობს.
ახალგაზრდა მსახიობს, ლევან გელბახიანს (მთავარი როლი ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“) დიდი შანსი აქვს ახალ წარმატებას მიაღწიოს, ის უკვე დაასახელეს ახალგაზრდა მსახიობთა ათეულის („ევროპის ამომავალი ვარსკვლავის“) ფავორიტად და სპეციალურ ჯილდოსაც გადასცემენ.
კრიტიკოსები და ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ბერლინის კინოფესტივალისთვის 2020 წელი ერთგვარი განახლებისა და ეგზისტენციური ცვლილების თარიღი უნდა გახდეს. არამხოლოდ იმიტომ, რომ ბერლინი საიუბილეო, 70-ე ფესტივალისთვის საგანგებოდ ემზადება, არამედ თავად ფესტივალის დირექციის ცვლილების გამოც. ახალი სამხატვრო ხელმძვანელის, კარლო შატრიანისთვის (იტალია) და აღმასრულებელი დირექტორის, მარიეტა რისენბეკითვის (ჰოლანდია) ეს ერთგვარი ტესტი იქნება: შეძლებენ თუ არა ისინი ერთ-ერთი უძველესი და აღიარებული ფესტივალის ცოტა არ იყოს, შელახული იმიჯის აღდგენას და ახალი იდეებისა თუ კონცეფციის გენერირებას?
„მისმა ხმამ და არტისტულობამ მოხიბლა ჟიურიც და პუბლიკაც ფინალურ საკონცერტო საღამოს“ - აღნიშნულია ფესტივალის პრეს-რელიზში.
სახელოვანი ამერიკელი „ოსკაროსანი“ რეჟისორი, მარტინ სკორსეზე გასულ წელს მოულოდნელად საოპერო თემით დაინტერესდა და დეკემბერში, ახალ დოკუმენტურ ფილმზე დაასრულა მუშაობა, რომლის სახელწოდებაა „ორატორია“ ( The Oratorio). გადაღებები იტალიასა და ნიუ-იორკში მიმდინარეობდა.
20 იანვარს სტოკჰოლმში გამართულ, შვედეთის ეროვნული კინოდაჯილდოების რიგით 55-ე ცერემონიაზე - Guldbaggegalan 2020 („ოქროს ხოჭო“, 2020) უკვე მრავალი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულ შვედურ-ქართულ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომლის რეჟისორია წარმოშობით ქართველი ლევან აკინი, საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის პრიზი გადაეცა.
ამ კითხვებს თავისი მკვლევარ-მძევლები ჰყავს განსაკუთრებით ძველ და გამოცდილ არტისტულ ელიტაში, რომლებმაც გაცვეთილი მითების დაკემსება ვერაფრით შეძლეს. გასული წლის ბოლოს, „ხელოვნების მოღვაწეებმა“ განათლებასა და სპორტს უშნოდ „მიკერებული“ კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფა მოითხოვეს და წერილობით მიმართეს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.
ფესტივალის ბოლო დღეები ისევ უცხოელ თეატრალურ დასებს დაეთმობათ, რომელთა წარმოდგენები ბათუმის თეატრის დიდ და მცირე სცენაზე გაიმართება. ფესტივალი კი 20 დეკებერს იტალიური თეატრის „ნო გრავიტის“ მიერ დადგმული „ღვთაებრივი კომედიით“ დასრულდება. დანტეს შედევრს რეჟისორი ემილიანო პელიზარი ყოვლად არაღვთაებრივი ხერხებითა და ტექსტის გარეშე გაუსწორდა. თუ როგორ, ამაზე სხვა დროს...
ტალჰაიმერი უბრალო და შთამბეჭდავი რეჟისორული ახერხებს მიაღწიოს შეუძლებელს - ყელაფრით დაღლილ და ყველაფრის მნახველ პოტსბურჟუაზიულ ეპოქაში, მედეას შემზარავი ისტორია ისეთი თხრობითი, გასაგები და ამავე დროს, კონკრეტული შინაარსისგან დაცლილი გახადოს, რომ ანტიკურ წარმოსახვასთან დაგვაკავშიროს.
სიახლე
ბლოგი
და რაც მთავარია, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის, ანუ „ქართული ოცნების“ საოცნებო მითოლოგიის დამსხვრევა: როცა შორეულ მომავალში, დღეს არსებული ოპოზიცია (ანუ „კოლექტიური ნაცები“) აღარ იარსებებენ, თავად დანიშნოს სასურველი, რბილი, სწორედ უძალო და არადამღლელი ოპოზიცია! რაც მშვიდი ჭაობის არსებობის გარანტიას მისცემდა.
ბეთჰოვენს აქვს სოლ-მაჟორულ ტონალობაში დაწერილი და დახვეწილი ირონიით გამორჩეული საფორტეპიანო რონდო, სახელწოდებით „მრისხანება დაკარგული გროშების გამო“ (Die Wut über den verlorenen Groschen).
რუსული არმიის აგრესიას უკრაინაში უკვე ათეულობით სპოტსმენი თუ ხელოვანი შეეწირა. რამდენიმე დღის წინ, მარიუპოლში ცნობილი ლიტველი კინოდოკუმენტალისტი, მანტას კვედარავიჩუსი დაიღუპა.
„დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს ცნობილმა კინოსტუდიებმა გადაწყვიტეს გააერთიანონ თავიანთი შემოქმედებითი და საწარმოო რესურსები და შექმნან ერთობლივი ალიანსი კინოპროდუქციის ერთობლივი წარმოებისთვის“. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია უზბეკეთის სააგენტოს პრესსამსახურმა გაავრცელა.
ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში, რომელიც 2018 წელს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ბადრი მაისურაძის დიდი ძალისხმევით დაარსდა (ის პირველ კონკურსზეც და წელსაც ჟიურის თავმჯდომარე იყო), ორ წელიწადში ერთხელ იმართება. თუმცა გასულ წელს კორონავირუსის გამო არ ჩატარებულა და ორგანიზატორებმა ის 2021 წლის ნოემბრისთვის გადმოიტანეს.
თავიდანვე განვმარტავ, რომ ნინო ხარატიშვილის ახალმა პიესამ – „მსახურთა შემოდგომა“ – რომლის პრემიერა სამეფო უბნის თეატრში ივნისის ბოლოს გაიმართა, პირდაპირ მიკარნახა ბლოგის სათაურიც. სპექტაკლში ბატონებისგან მიტოვებულ, უზარმაზარ და დაცარიელებულ სასახლეში (მისი პატრონი და მობინადრეები სამოქალაქო ომსა თუ დაპირისპირებას განერიდნენ) მხოლოდ სამი მსახური ქალი რჩება
ისედაც, დიდად არ იკლავდა თავს გამოჩენით, მაგრამ რაც დახარჯა, ხომ უნდა მიიღოს, გადათვალოს, შეამოწმოს. შთამაგონებელი პარკები, უსისტემოდ სისტემატიზებული ცხოველები და „თქვენს ეზოში გადარგული ხე ვიყო“ - უფრო წმინდა ბავშვობის მეტაფორაა და ფაქიზ ეგზისტენციას არ შევეხებით.
გულზე ხელი დაიდეთ, ან თუ გნებავთ ნუ დაიდებთ, ისე თქვით, რამეს თუ გეუბნებათ სახელი და გვარი - ნაჩო დუატო? სტაჟიან ბალეტომანებს, მრავალგზის პუანტგაცვეთილებს, თანამედროვე ცეკვით გატანჯულებს, ჟიზელის საფლავზე აღმართული ჯვარცმიდან გარდამოხსნილებს და კირკიტა კრიტიკოსებს, მაინცა და მაინც არ ვგულისხმობ...
ძალაუფლება იმდენად გაგიტკბა, რომ არ გესმის და ვერც ხვდები, რატომ უნდა მოშალო ბარიერი შენსა და საზოგადოებას შორის. ვერც იმას აცნობიერებ, რომ სწორედ საზოგადოების წინაშე გაქვს ვალდებულებები და თუ ამის გაცნობიერება არ და ვერ შეგიძლია, გაითამაშე მაინც, რაღაც ზოგადი სიტყვები მოძებნე, ცოტა ითვალთმაქცე.
ეს ნიშნავს, რომ ყველა ისევ საკუთარი სურვილებითაა შთაგონებულიც და განწირულიც, რომ ყველა თავისთვისაა, ხოლო საარჩევნოდ, ყოველ ოთხ წელიწადში შეწუხებული ღმერთი - ყველას წინააღმდეგ. როგორც ჰერცოგის ფილმში.
კომპოზიციის ბოლომდე ქალები სკამებზე სხედან, რაც ნიშნავს, რომ მოძრაობის არეალი შეზღუდული აქვთ, ხოლო გამომსახველობითი საშუალებები – უკიდურესად შეკვეცილი.
პირდაპირ მეოცე საუკუნის ოპერის ლაბირინთში გეპატიჟებით, რომელიც უფრო გონებრივ და ინტელექტუალურ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე მსოლოდ სიამოვნების მიღება და მუსიკალური რელაქსაციაა.
ჩვენი უცნაური საფორტეპიანო დროის დივების დაუსწრებელი და დრამატული დრაივი (აქ მგონი, რაღაც ალიტერაციაც გამოვიდა!) უფრო დაფარული თუ წაუხალისებელი ვნებების გამოძახილი მგონია. რაც ყოველგვარი ესთეტიკის მიღმაა და მაინც პრიმიტიულ ქოცურ-ნაცურ დიალექტიკამდე დაიყვანება. თუმცა საგულისხმოა, რომ ამ დაგვიანებით გაღვივებული ვნებების სააშკარაზე გამოტანა მაინც რუსული მედიით, უფრო ზუსტად, ტელეარხ „კულტურის“ საშუალებით მოხერხდა.
ერთმნიშვნელოვნად, „ნამე“ ზაზა ხალვაშის საუკეთესო ფილმია და მხოლოდ მწუხარედ და დანანებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკანასკნელიც! 62 წლის რეჟისორს არ დასცალდა ახალი, სრულმეტრაჟიანი ფილმის დასრულება სახელწოდებით „წვიმა ორ ნაპირზე“ (საქართველოსა და ლიეტივას ერთობლივი კოპროდუსცია) რომლის გადაღებაც ჯერ დასრულებული არ ჰქონდა.
თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი ქართული და ბრიტანული ფილმების სიმრავლით გამოირჩევა.